ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

რატი ბრეგაძე: „ჩვენ ვმოქმედებთ კანონმდებლობის ფარგლებში და ვერ ვიმოქმედებთ მოწოდებებით“

„სასჯელის აღსრულების პროცედურა გაწერილია საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც შესაბამისობაშია უმაღლეს საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ქართული კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და ვერ ვიმოქმედებთ მოწოდებებით“, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადებას მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო შეუძლებელია, არა კანონის, არამედ მოწოდებების შესაბამისად მოქმედებდეს.

„ჩვენ თუ ვიმოქმედებთ მოწოდებებით და განცხადებებით, ვერ ვიქნებით სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის ფარგლებიდან არ გავალთ, რაოდენ დიდიც უნდა იყოს მოწოდებები“, – თქვა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული კანონმდებლობა ძალიან ახლოსაა ევროპულ სტანდარტებთან, მოწინავეა ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის კუთხით და  განუხრელად იცავს საერთაშორისო ხელშეკრულებების სულისკვეთებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – აგენტები ცდილობდნენ, მძიმე ფონი შეექმნათ, თუმცა იმდენად კარგი ტენდენციები გვაქვს, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2029 წლის ჩათვლით, მსოფლიოში მე-2 ადგილზე ვიქნებით...

ე.წ. ექსპერტებს აკეთებინებდნენ კოორდინირებულ ნეგატიურ განცხადებებს ეკონომიკაზე, მათი მეშვეობით ცდილობდნენ, შეექმნათ ნიჰილიზმი, ვინაიდან ცნობილია, რომ განწყობა აისახება ხოლმე ეკონომიკურ მონაცემებზე, აგენტი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო და ასე ავნო შენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად აგენტურის მცდელობებისა, ქვეყანას აქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი ყველა მიმართულებით, სავალუტო ფონდის პროგნოზით კი, 2029 წლის ჩათვლით, საქართველო იქნება მსოფლიოში მე-2 ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.„ჩამოიყვანესკონკრეტული ადამიანები, ე.წ. ექსპერტები საზღვარგარეთიდან, სინამდვილეში არავითარი ექსპერტები ისინი არ იყვნენ, იყვნენ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები თავის დროზე და მათი მეშვეობით ცდილობდნენ, შეექმნათ მძიმე ფონი, ნიჰილიზმის განწყობა დაემკვიდრებინათ ეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით, ესეც აჩვენებს, რამდენად მძიმეა აგენტის ხვედრი. ერთ-ერთი ასეთი ე.წ. ექსპერტის ციტატა იყო, პირდაპირ ამბობდა, ეს იყო იანვარში, რომ 3 თვეში ლარის კურსი იქნებოდა მინიმუმ 3.1, ინფლაცია კი, მინიმუმ 6 %, თუ 8 %, გვექნებოდა ეკონომიკური ვარდნა და ა.შ. აღარ მინდა, შორს წავიდე. ასეთი პროგნოზები გააკეთებინეს, თუმცა 3 თვეზე მეტი გავიდა უკვე. მიზეზი ამ ყველაფრისა იყო ის, რომ ზოგადად განწყობა აისახება ხოლმე ეკონომიკურ და სხვა ტიპის მონაცემებზე. შესაძლოა, განწყობის შექმნის ხარჯზე შენ ხელოვნურად შეუწყო ხელი კურსის დევალვაციას, ან შეიძლება შეაფერხო ეკონომიკური ზრდა. ზოგადად, როდესაც განწყობა საზოგადოებაში არის მძიმე, ამ შემთხვევაში, ნაკლებია მოტივაცია, რომ შეიძინონ პროდუქტი, ეს აგდებს ეკონომიკურ აქტივობას და ა.შ. სწორედ, ამაზე იყო გამიზნული ასეთი განცხადებები, ე.წ. ექსპერტებს აკეთებინებდნენ კოორდინირებულად ნეგატიურ განცხადებებს ეკონომიკაზე. აგენტი უნდა იყო, რომ ასეთი განცხადებები გააკეთო, ცდილობ, ავნო შენს ქვეყანას ნეგატიური განწყობის შექმნით. მათი ე.წ. პროგნოზები არ შესრულდა, ლარის კურსი არის არა 3.1-ზე მეტი, არამედ 2.75-ის ფარგლებში, მადლობა ეროვნულ ბანკს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც გასწია ამ ყველაფრისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სერიოზული რეზერვები დავაგროვეთ ჩვენ ამ ბოლო თვეების განმავლობაში. მანამდე გვიწევდა რეზერვების გაყიდვა, გასული წლის მეორე ნახევარში განსაკუთრებით, წელს კი პირიქით, დავიწყეთ რეზერვების დაგროვება და მადლობა ამისათვის ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელობას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მათი ე.წ. პროგნოზი იყო მინუსი, ეს იყო ჩვეულებრივი დაკვეთა და ჩვენ, პირველი კვარტლის მონაცემებით, გვაქვს 9%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. ასევე, 3 %-ის ფარგლებში გვაქვს ინფლაცია, რაც ოპტიმალური მაჩვენებელია, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის, თუ ეს აგენტურა რა განწყობის დათესვას ცდილობდა და საით ცდილობდა ეკონომიკური ტენდენციების წაყვანას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბოლომდე დავიცვათ ხალხის ინტერესი. ეს ყველაფერი პირდაპირ ხალხზე აისახება, ეს ხომ არ არის ის, რომ შეიძლება მარტო ხელისუფლება, ან ხელისუფლებაში ვიღაც შეასუსტოს. როდესაც ნელდება ეკონომიკური ზრდა, ეს პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მართლა აგენტი უნდა იყო, რომ ასეთი რაღაც გააკეთო და სცადო. თუმცა ეს არის აგენტის ხვედრი და თუ ხარ აგენტი, ნებისმიერ დავალებაზე ხარ იძულებული, რომ ხელი მოაწერო, ზუსტად ეს ხდება ამ კონკრეტული ადამიანების შემთხვევაში. გაგრძელდება ზრუნვა ეკონომიკურ განვითარებაზე, ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ჯერ კიდევ 9 000 აშშ დოლარს ცოტათი აღემატება ჩვენი მშპ, ჩვენი ეკონომიკა. ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით საშუალო ეკონომიკურ მაჩვენებელს, რაც არის ევროპაში, თუმცა ის ტენდენციები, რაც გვაქვს, გვაძლევს სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს და არის ასევე სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 2029 წლის ჩათვლით, ჩვენ ვიქნებით მე-2 ადგილზე მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ანუ, იმდენად კარგია ტენდენცია, რომ ამ ტენდენციიდან გამომდინარე და საერთო ეკონომიკური და ფისკალური მონაცემებიდან გამომდინარე, გვაქვს სავალუტო ფონდის მხრიდანაც ასეთი საინტერესო პროგნოზი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ, სავალუტო ფონდის პროგნოზებსაც ყოველთვის ვასრულებდით ხოლმე გადაჭარბებით და ვფიქრობთ, რომ, მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში სავალუტო ფონდის პროგნოზებს გადაჭარბებით შევასრულებთ,“- განაცხადა პრემიერმა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი – კარგი იქნება, თუ ირაკლი კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა – გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა

ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის გაწვევის გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ იყო.ამის შესახებ ის „ფორმულასთვის“ გაგზავნილ წერილში საუბრობს და ითხოვს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახსნას, რატომ გააკეთა ეს და „რაში გაცვალა“ მისი კანდიდატურა.„ალბათ, უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება, თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს... 3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას - მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, - აღნიშნავს ის წერილში, რომელსაც "ფორმულა" ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე – ალბანეთში, სამიტზე ერთადერთი საკვანძო, ძირითადი გზავნილი, რაც შეიძლება გვქონდეს,არის სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიმართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, ალბანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეექვსე სამიტი ერთდღიანია და შეხვედრები დერეფნებსი იმართება.„ფორმატს რაც შეეხება, არის ერთდღიანი საკმაოდ დატვირთული. ერთადერთი, სადაც შეიძლება იქ შეხვედრები გაიმართოს, არის დერეფნები, ასეც ხდება ხოლმე. დერეფნებში, როგორც წესი, ხვდებიან ერთმანეთს ლიდერები და ამას ყოველთვის ვაკეთებთ ჩვენც. როგორც წესი, გამორიცხულია, ასეთი სესიის დროს არ მოგეცეს, სულ მცირე, ექვს-შვიდ ლიდერთან გასაუბრების საშუალება. ჩვენ არც მოგვითხოვია შეხვედრები, მაგრამ ადგილზე ვეცდებით, ყველას გავესაუბროთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.კითხვაზე, ლიდერებთან შეხვედრისას, რა იქნება მთავარი გზავნილები, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მის მიერ გავრცელებულ წერილში გახმოვანებულია სწორედ ის გზავნილები, რაც საქართველოს აქვს.„პრეზიდენტს ტრამპის მიმართ და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ გავრცელებულ ღია წერილში ჩვენ რაც გავახმოვანეთ, ეს არის ძირითადად ჩვენი გზავნილები. ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს, ეს არის სამართლიანობა ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ძალიან ბევრი ბრძოლა გვაქვს, ოთხი ომი გვაქვს გამოვლილი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გვაქვს გამოვლილი ასევე არაერთი საერთაშორისო მისია. ჩვენი 32 ჯარისკაცი დაიღუპა საერთაშორისო მისიებში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცი გვყავდა წარმოდგენილი, იგივე ავღანეთი რომ ავიღოთ, აბსოლუტურ მაჩვენებლებში მეოთხე ადგილზე ვიყავით ჩვენი მისიით. ამხელა წვლილი გვაქვს შეტანილი საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში, ასეთი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, სად არის დაფასება. არავითარი დაფასება. რაც შეეხება დემოკრატიას, ამხელა პროგრესი განიცადა ქვეყანამ ამ 12 წლის განმავლობაში, სად არის ამის დაფასება. არავითარი დაფასება, არავითარი გათვალისწინება. ერთადერთი გზავნილი რაც შეიძლება გვქონდეს, საკვანძო, ძირითადი გზავნილი, ჩვენ ხომ ზედმეტს არაფერს არ ვითხოვთ, ეს არის სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამაზე შეიძლება ყველასთან საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტყიბულელი გიორგი ონიანი, ჭადრაკში 8 წლამდე ჭაბუკებში საქართველოს ჩემპიონია, მან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა!

ვულოცავ ტყიბულს, ჩემს ქალაქს! საქართველოს ჩემპიონი გვყავს ჭადრაკში! გიორგი ონიანი 8 წლამდე ჭაბუკებში , 9 შესაძლებლობიდან 7, 5 ქულით, საქართველოს ჩემპიონი გახდა და მან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა!

ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა.პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს მისი თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ექსპერტთა შემადგენლობაც განსაზღვრა.

ბოლო სიახლეები