ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკავშირის ჩართულობით დავიწყეთ შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის განხორციელება, ეს და სხვა პროექტები დაეხმარება საქართველოს, მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე
ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული პროექტის განხორციელება ევროკავშირის ჩართულობით, ესაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, გადამცემი ხაზი, რომელზეც უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, ოთხი ქვეყანაა ამ თემაში ჩართული – საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი თვალსაჩინო, სამაგალითო პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ დაკავშირებადობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის. ეს და სხვა პროექტები დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე, კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს და ეს ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ჩვენ ორმხრივად უნდა გავაძლიეროთ. ესაა ძირითადი საკითხები, რომელზეც ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ავსტრიის კანცლერთან. დღეს საკმაოდ დატვირთული განრიგი აქვს ბატონ კანცლერს საქართველოში და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ვიზიტისთვის. ჩვენ გვექნება საღამოს საშუალება, რომ გავაგრძელოთ საუბარი, დიდი მადლობა“, – განაცხადა პრემიერმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო
სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი Live-ის“...
ნანუკა ჟორჟოლიანი: რეგიონებიდან თუ გინდათ აქციებზე ჩამოსვლა, ჩამოგიყვანთ და დაგიტოვებთ
რეგიონებიდან თუ გინდათ აქციებზე ჩამოსვლა, ჩამოგიყვანთ და დაგიტოვებთ,- ამის შესახებ ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს. „მივმართავთ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს,...
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...