სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025

სააკაშვილის ყოფილი ექთანი – ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში, მიფიქრია, ოღონდ არ აღელვდეს, ყველაფერმა წყნარად ჩაიაროს

ყველა იყო დაინტერესებული, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა ექთანმა ნონა პანტიაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა მიხეილ სააკაშვილი ზოგიერთი წამლის მიღებაზე უარს აცხადებდა.

„თუ გავიხსენებ იმ პერიოდს, რა პერიოდშიც ვმუშაობდი ბატონ მიხეილთან, იყო შემთხვევები, როცა ბატონი მიხეილი არჩევით სვადა წამალს. ზოგიერთ წამალზე აცხადებდა უარს. გვეუბნებოდა, ამ წამალს არ დავლევ. ყველა იყო დაინტერესებული, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს“, – განაცხადა ნონა პანტიაშვილმა.

ექთნის თქმით, პერიოდულად ხდებოდა, როცა მიხეილ სააკაშილი მედპერსონალს არ ემორჩილებოდა.

„ჩემთვის დიდი სტერსია მუშაობა პაციენტთან, რომელიც არ გემორჩილება, არ მოგყვება დანიშნულების მიღებაში. ეს აზარალებს თვითონ თავის თავს, მაგრამ როგორც თქვენთვის ცნობილია, უნდობლობას ჩვენ გვიცხადებენ. ყველამ ნახა ეს კადრები, ძალიან კარგად დაინახეს, რომ პაციენტი არ გვემორჩილება. პერიოდულად ხდება ასე“, – განაცხდა ნონა პანტიაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილის ყოფილი ექთანი ამბობს, რომ გულის წასვლის შესახებ ინფორმაციას ძირითადად პაციენტისგან იღებდნენ.

„ძირითადად პაციენტისგან ვიღებდით ამ ინფორმაციას, რომ მე გული შემიწუხადა, მაგრამ რამდენჯერაც შევსულვართ და უთქვამთ, რომ პაციენტი გონებას კარგავს, მაშინ წნევა, პულსი, სატურაცია, ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში. ძალან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში, რომ მიფიქრია, ოღონდ არ აღელვდეს, ყველაფერმა წყნარად ჩაიაროს“, – განაცხადა ნონა პანტიაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარტა ბარამიძე სიცოცხლისთვის იბრძვის – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ფოტოგრაფი, გიორგი ცაავა სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს. „ჩემო მეგობრებო, ჩვენი დახმარება სჭირდება ძალიან კარგ, კეთილ და შრომისმოყვარე ადამიანს, მარტა ბარამიძეს.ის იბრძვის სიცოცხლისთვის და იმსახურებს იცოცხლოს. ვისაც რა საშუალება გაქვთ, გეხვეწებით, 1 ლარიც მნიშვნელოვანია! მადლობა წინასწარ და ბოდიში, რომ შეგაწუხეთ.საქართველოს ბანკი: #GE88BG0000000184031700 თიბისი ბანკი: #GE08TB7102445061100081ამ პოსტის გაზიარებაც ძალიან დაგვეხმარება“ - წერს ფოტოგრაფი გიორგი ცაავა სოციალურ ქსელში.

თბილისი-გორის მაგისტრალზე მიკროავტობუსი იწვის

თბილისი - გორის მაგისტრალზე მიკროავტობუსი იწვის.როგორც „პრაიმტიამს“ აცნობეს, მომხდარის შესახებ არავინ დაშავებულა.„ტიფლისნიუსი“ დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა.„შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან რეალიზაციამდე. მოწმდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი). სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად იღებენ რძის და რძის ნაწარმის ნიმუშებს. რძის შემკრებ პუნქტებსა და გადამმუშავებელი საწარმოებში ლაბორატორიულად მოწმდება ნედლი რძე, რომლისაგანაც მზადდება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი. შემოწმების და კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში ავრცელებს.აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა, ბრუცელოზი, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენები (ანტიბიოტიკები), აფლატოქსინი, ტყვია და სხვა.ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია არარეგისტრირებული წარმოებების გამოვლენა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.სააგენტო რეგულარულად მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია. დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე-15-01.“

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, დღეს, ორი მიწისძვრა მოხდა. ერთ-ერთის ეპიცენტრი გურია, სოფელი ვანისქედია. ბიძგების სიმძლავრემ 2,0 მაგნიტუდა შეადგინა.მანამდე, ასევე, 2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ქვემო ქართლში, ეპიცენტრი სოფელი სამებაა.

საქართველოში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონათან ასკონასი, რომელიც „ტრამპის მარშრუტთან“ დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს

საქართველოში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონათან ასკონასი.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.„მოხარული ვართ, ვუმასპინძლოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს (უფროს მრჩეველს) ჯონათან ასკონასს საქართველოში. მისი ვიზიტის მიზანია, განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP). ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია. დღეს დილით დოქტორი ასკონასი ესტუმრა საბაჟო გამშვებ პუნქტს – „სადახლო საავტომობილო“, რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები