სამშაბათი, მარტი 24, 2026

ვიქტორ ყიფიანი: ბანკმა არც მეტი და არც ნაკლები, გადაგვიყვანა ისეთ პროცედურულ ხლართებში, რომლებიც თავისი სირთულით, ვადიანობითა და კომპლექსურობით უტოლდება სინგაპურსა და ბერმუდაზე სასამართლო დავებს

როდესაც მთავარმა ბენეფიციარმა მიმართა ბანკს წინადადებით, რომ ტრასტები დახურულიყო და შესაბამისად, ეს დახურვის პროცედურა მას აძლევს აქტივებზე წვდომის პირდაპირ საშუალებას, ბანკმა არც მეტი და არც ნაკლები, გადაგვიყვანა ისეთ პროცედურულ ხლართებში, რომლებიც თავისი სირთულით, ვადიანობითა და კომპლექსურობით უტოლდება სინგაპურსა და ბერმუდაზე სასამართლო დავებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრასტების დახურვა, როგორც ასეთი, ადმინისტრაციული პროცედურაა, რომელსაც 1-2 დღის მეტი არ სჭირდება, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

„რეალურად ჩვენ ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ბანკი იყენებს ამ ტრასტებს, როგორც ინსტუმენტებს, კლიენტის ნებელობის, მისი შეუპოვრობისა და პრინციპულობის დატესტვისა. ტრასტებზე არსებულ თანხებს არანაირი შეხება არა აქვს არსებულ დავებთან. ეს არის საკითხი, რომელიც არანაირ დავას არ უნდა იწვევდეს. ეს ყველაფერი ერთად აღებული თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ხერხების ერთობლიობას გამართლება არ აქვს. რა არის ამ ხელწერის მამოძრავებელი, რა არის მოტივაცია ბანკის მესვეურთა მხრიდან – ეს ის კითხვაა, რომელიც დაისვა და დაშვების საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს დავა გასცდა სამართლებრივი დავის ფარგლებს და გადაინაცვლა სხვა კონტექტსში“, – აღნიშნა ყიფიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის სულიერი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველი აცხადებს, რომ აშშ ცეცხლის შესაწყვეტად მზად იყო, თუმცა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის გაგრძელება მოითხოვა

ირანის სულიერი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაეიმ განაცხადა, რომ ომი გაგრძელდება, ვიდრე ირანი სრულ კომპენსაციას არ მიიღებს.„ყველა ეკონომიკური სანქციის მოხსნამდე და საერთაშორისო გარანტიების მიღებამდე, ირანის საქმეებში აშშ-ის ჩარევის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა მოჰსენ რეზაეიმ.ირანის სულიერი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ ომი ფაქტობრივად ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ დასრულებული იყო და აშშ ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად იყო, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის გაგრძელება მოითხოვა.როგორც მოჰსენ რეზაიემ აღნიშნა, „15  დღის შემდეგ აშშ-მ მკაფიოდ  გაიგო, რომ ამ ომში გამარჯვების გზა არ არსებობდა“.

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ, რომლებმაც პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ, რომლებმაც პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს.სიონის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები პანაშვიდს იხდიან, რომელიც 40 დღის განმავლობაში აღევლინება.მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეუძლია. გარდა ამისა, ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

კიმ ჩენ ინი – ჩრდილოეთ კორეა მუდმივად გააძლიერებს თავის ბირთვულ ძალებს, ამჟამინდელი მსოფლიო რეალობა ნათლად გვასწავლის, რა არის სახელმწიფოს არსებობის და მშვიდობის ნამდვილი გარანტია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მუდმივად გააძლიერებს თავის ბირთვულ ძალებს. მისი თქმით, სამხრეთ კორეას „ყველაზე მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ“ მიიჩნევს. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია KCNA ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, კიმმა განაცხადა, რომ ფხენიანის, როგორც ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოს სტატუსი შეუქცევადია და „თავდაცვითი ბირთვული შემაკავებელი ძალის“ გაფართოება აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების, რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.ამასთან, კიმ ჩენ ინმა უარყო იდეა, რომ ქვეყნის ბირთვული განიარაღება შეიძლება, „გაცვალონ“ ეკონომიკურ სარგებელზე ან უსაფრთხოების გარანტიებზე.„ამჟამინდელი მსოფლიო რეალობა, სადაც სუვერენული სახელმწიფოების ღირსება და უფლებები დაუნდობლად ირღვევა ცალმხრივი ძალითა და ძალადობით, ნათლად გვასწავლის, თუ რა არის სახელმწიფოს არსებობისა და მშვიდობის ნამდვილი გარანტია“, – განაცხადა კიმმა.კიმმა ასევე დაადანაშაულა შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რეგიონის დესტაბილიზაციაში კორეის ნახევარკუნძულის მახლობლად სტრატეგიული ბირთვული აქტივების განლაგებით, მაგრამ თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა აღარ მიიჩნევს საკუთარ თავს საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნად და გააჩნია ძალა, საჭიროების შემთხვევაში სხვებს დაემუქროს.

აშშ-ის სენატმა შიდა უსაფრთხოების ახალ მდივნად მარკვეინ მალინი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა შიდა უსაფრთხოების ახალ მდივნად მარკვეინ მალინი დაამტკიცა.კენჭისყრაზე მის კანდიდატურას 54-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 45 კი წინააღმდეგი იყო.​​​​​​​​​​​​​​​​აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მალინი კანდიდატად  მიმდინარე თვეს დაასახელა, მას შემდეგ, რაც ყოფილი მდივანი კრისტი ნოემი თანამდებობიდან გაათავისუფლა.მალინი შერეული საბრძოლო ხელოვნების ყოფილი მოჭიდავეა. იგი გააკონტროლებს ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურს, სასაზღვრო დაცვასა და აეროპორტების უსაფრთხოებას.მარკვეინ მალენი სენატორი გახდა სპეციალური არჩევნების გზით, თუმცა მანამდე კონგრესის ქვედა პალატაში ათი წელი მსახურობდა.შეგახსენებთ, მარკვეინ მალინი ერთ-ერთია, ვინც ჯო უილსონის მიერ ინიცირებული „მეგობარი აქტი“ და მისი თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანა დაბლოკა.

კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი აფრენისას ჩამოვარდა, 66 ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაკარგულად ითვლება

კოლუმბიის სამხედრო თვითმფრინავი აფრენისას ჩამოვარდა. როგორც „როიტერი“ წერს, შემთხვევას 66 ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაკარგულად ითვლება.ბორტზე 128 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის საჰაერო ძალების 11 წევრი, 115 სამხედრო და ორი პოლიციელი. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა.კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის, პედრო სანჩესის ცნობით, კატასტროფა პუერტო-ლეგისამოში მოხდა — პერუს საზღვართან ახლოს.კატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სანჩესმა განაცხადა, რომ თვითმფრინავზე არსებული საბრძოლო მასალა ხანძრის შედეგად აფეთქდა.როგორც „როიტერი“ წერს, გადარჩენილების გამოყვანა ჯერ ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო. მოგვიანებით ადგილზე სამხედრო ტექნიკა ჩავიდა, თუმცა ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ კატასტროფის ადგილამდე მისასვლელი გზა რთულად გასავლელია, რაც სამაშველო სამუშაოებს ართულებს.

ბოლო სიახლეები