ვიქტორ ყიფიანი Credit Suisse-ის საქმეზე: ჩვენი არცერთი განცხადება არ იყო ფარატინა ქაღალდი, აზრს, ფაქტს ან არგუმენტს მოკლებული – შემდგომი განცხადებებიც კონკრეტული ფაქტებითა და არგუმენტებით გაჯერებული იქნება
ვინაიდან ჩვენი მხარე თანხმდება, რომ ბანკის მხრიდან გარკვეული მოქმედებები არის სამართლის სფეროდან პოლიტიკაში გადასული, ჩვენ შეგვიძლია გავაიგივოთ, რომ ბანკის მოქმედებებთან დაკავშირებულია გარკვეული პოლიტიკური ინტერესები, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ Credit Suisse-ის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„წარსულში ჩვენი არცერთი განცხადება არ იყო ფარატინა ქაღალდი, აზრს, ფაქტს ან არგუმენტს მოკლებული განცხადება. შემდგომი განცხადებებიც იქნება გაჯერებული კონკრეტული ფაქტებითა და არგუმენტებით. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტობრივი მასალა, შევჯერდებით და შევჯერდებით იმგვარად, რომ ყოველი ასეთი გამოსვლა საინფორმაციო ველში იყოს მაქსიმალურად წონადი. ხანდახან მექმნება წარმოდგენა, რომ ჩვენ უფრო მეტად ვუფრთხილდებით ამ საფინანსო ინსტიტუტის რენომეს, ვიდრე თვითონ ბანკის ხელმძღვანელობა. ამით ანგრევს არა მარტო საკუთარი ინსტიტუტის რენომეს, არამედ მთლიანად, შვეიცარიის სახელმწიფოს რეპუტაციას“, – აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...