რატი ბრეგაძე: „ჩვენ მოწოდებებით ვერ ვიმოქმედებთ, ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში“
„რაც შეეხება პატიმრის სამკურნალოდ გადაყვანას საზღვარგარეთ, მსგავს პრეცედენტს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და, ბუნებრივია, ჩვენც პატიმარს ვერ გავიყვანთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ბუნებრივია, დაცვის მხარესაც აქვს და ისინიც არ აჟღერებენ ამ მოთხოვნას; და ჩვენ მოწოდებებით ვერ ვიმოქმედებთ, ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართული ბრიფინგის დროს.
მინისტრის თქმით, უწყება მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.
„ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც დადგენილია საქართველოში. საქართველოს კონსტიტუცია არის თითოეული ჩვენგანის, როგორც ჩემი, ისე თქვენი და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში ძირითად სამართლებრივ წესრიგს და მას ებმის მთელი დანარჩენი კანონმდებლობა. რაც იქნება გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ ამით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. რის შემდეგ ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი,...
„ჩოხატაურში, ძმამ 14 წლის და გააუპატიურა, გოგონამ ბავშვი თბილისში გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე წლების წინ მომხდარ შემზარავ დანაშაულზე წერს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძების“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში შემაძრწუნებელი ამბის შესახებ წერს, რომელიც მისი ინფორმაციით წლების წინ ჩოხატაურში მოხდა. „1984...
პოლიციელებმა ალეკო ელისაშვილი ადგილიდან განარიდეს
პოლიციამ საპროტესტო აქციიდან ოპოზიციონერი დეპუტატი და "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ადგილიდან განარიდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ სვამენ დეპუტატს საპატრულო პოლიციის ავტომობილში,...
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცივი იარაღით იყო მისული
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ცივი იარაღი, სავარაუდოდ დანა ეჭირა, რის წართმევასაც პოლიცია ცდილობდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან ცოტა ხნის...
ფარული ჩანაწერი – ვინ აიძულა ახალგაზრდა ქალს ქმრის მკვლელობის საკუთარ თავზე აღება და ვინ არის რეალური დამნაშავე?
ფარულ ჩანაწერში, რომელიც "კურიერი P.S.-მა" მოიპოვა, 29 წლის ნატო ხელაძე მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, სასტიკ დანაშაულს იბრალებს - ჰყვება, რომ მეუღლე...
ადვოკატი: ლაზარე ციხეს იმ კვირის დასაწყისში დატოვებს
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის ლიკა ბითაძის ინფორმაციით, მსჯავრდადებული ციხეს შემდეგ კვირას დატოვებს. "სასამართლომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უნდა გადაგზავნოს აუცილებლად პენიტენციურ დაწესებულებაში და...