თვითმხილველები ყვებიან, რომ გამოძახებაზე მისული პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა მჭედლიშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს
“კახეთში მომხდარი შემთხვევის თვითმხილველები ყვებიან რომ გამოძახებაზე მისული პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა,” – წერს ბექა მჭედლიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის – 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და
ახლობლებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.
თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.
საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი.
სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.”
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...