კვირა, მაისი 11, 2025

ნიკა მელია: რუსეთს უხარია, რომ საქართველოში ოცნების ხელისუფლების ხელით კლავს თავისუფლებისათვის მებრძოლ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს

დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სრული სახელმწიფოებრივი და ეროვნული კატასტროფა- პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმი, კრიმინალ ლავროვის პირით მადლობას უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას.
ეს არის პირდაპირი დადასტურება იმის, რომ საქართველოს მართავს არა დამოუკიდებელი მთავრობა, არამედ რუსული საოკუპაციო რეჟიმი. – ამის შესახებ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

“კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ – სერგეი ლავროვი კმაყოფილია იმ ანტიდასავლური და შესაბამისად ანტიქართული პოლიტიკით, რასაც ატარებს რუსული ოცნება და რაც პირდაპირ გამორიცხავს საქართველოს უმთავრეს მისწრაფებებს, ეროვნულ ინტერესებს; ხელყოფს საქართველოს, როგორც სამშობლოს და როგორც სუვერენულ სახელმწიფოს.

რუსეთისადმი როგორც მეტროპოლიისადმი, ივანიშვილის გუნდის მარიონეტული დამოკიდებულება, არის პირდაპირი ღალატი, საქართველოს ისტორიის, მისი თანამედროვეობისა და მისი მომავლის.
ხარობს რუსეთი დღეს იმით, რაც საქართველოში ხდება; ხარობს რუსეთ-საქართველოს კონტაქტების გაუმჯობესებით.

ეს ხდება იმის ფონზე როდესაც ცივილიზებული სამყაროდან რუსეთი სრულიად იზოლირებულია.
რუსეთი მარცხდება ომში უკრაინასთან და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან, ამის ფონზე კი ასრულებს თავის მიზნებს საქართველოში, რბილი ძალისა და მათ მიერ მართული რუსული ოცნების ხელისუფლების მეშვეობით.
ლავროვს უხარია, რომ საქართველო კარგავს ევროპულ პერსპექტივას და  აღარ მალავს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება რუსეთის გუბერნია.

რუსეთს უხარია, რომ საქართველოში  ოცნების ხელისუფლების ხელით კლავს თავისუფლებისათვის მებრძოლ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, კლავენ კიდევ ერთ პრეზიდენტს საქართველოში – რომელმაც უთხრა რუსეთის მსახურებას „არა“, კლავს ისევე როგორც დაგეგმა და განახორციელა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა.
რუსეთს უხარია, რომ მოახერხა და საქართველოს თანამედროვე, ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში შემოიტანა ბზარი და დაქსაქსულობა, მაშინ როდესაც  საქართველო რომელიც დგას ისტორიულ გზაგასაყარზე, დგას ადგილზე საიდანაც ნაბიჯი უკან არის უფსკრულში გადაჩეხვა.დღეს არის დაქსაქსულობა, იმ პარტიაშიც რომელიც ლოკომოტივის როლს უნდა ასრულებდეს, და ამ უფსკურლიდან ევროპისკენ მიუძღვოდეს ქვეყანას.

ამ პარტიაში, ერთიან ნაციონალური მოძრაობაში, ახლა შიდა არჩევნებია.
არჩევნები, რომელიც დროულად უნდა დასრულდეს. შემდეგ კი სწრაფი ცვლილებებით, ოპოზიციური ამომრჩევლისა და მთელი საზოგადოების კონსოლიდაციით, დავიწყებთ სწრაფ მოძრაობას წინ ევროპისაკენ!
დღეს რაც ხდება საქართველოში უხარია რუსეთს!

ვერ გაიხარებს საქართველოში- ვერც რუსეთი, ვერც რუსული ოცნების მთავრობა და ვერც რუსეთის მიერ საქართველოში დამკვიდრებული მეთოდები.

გავიმარჯვებთ ღირსებითა და სიმართლით ყველა ჩვენს ბრძოლაში, მხოლოდ ასე დამარცხდება რუსეთი საქართველოში.” –  წერს ნიკა მელია “ფეისბუკში”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები