კვირა, მაისი 11, 2025

როგორც ვიცით, ტრაგედია მათი 5 წლის შვილის თვალწინ მოხდა… ახალი წლის აღსანიშნავად სტუმრად მიდიოდნენ სხვა ოჯახში-უბედური შემთხვევის დეტალები

დღეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა თბი­ლის­ში, ვა­ზი­სუბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ. ლიფ­ტის შახ­ტა­ში ჩა­ვარ­დნის შე­დე­გად ახალ­გაზ­რე­და ცოლ-ქმა­რი და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ლიფ­ტი გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა, კარი ისე გა­იხ­სნა, რომ ლიფ­ტის კა­ბი­ნა იმ სარ­თულ­ზე არ იყო. მა­მა­კა­ცი შახ­ტა­ში ჩა­ვარ­და, მის დახ­მა­რე­ბას მე­უღ­ლე ცდი­ლობ­და, რა დრო­საც ლიფ­ტი და­იძ­რა და ორი­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რომ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მათი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის და ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლის მა­მი­დის თვალ­წინ მოხ­და. სწო­რედ მათ მი­მარ­თეს მომ­ხდა­რის შემ­დეგ და­სახ­მა­რებ­ლად მე­ზო­ბელს. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ოჯა­ხი ახა­ლი წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სტუ­რად მი­დი­ო­და, რა დრო­საც ტრა­გე­დია მოხ­და. ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის ცხედ­რე­ბი პრო­ზექ­ტუ­რა­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი წლამ­დე ასა­კის ცოლ-ქმა­რი 36 წლის სარ­ქი­სო­ვი არ­მე­ნი და 32 წლის ვოს­კა­ნი­ა­ნი არ­მი­ნე არი­ან.

ის­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის, ნიკა ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კორ­პუ­სის მო­სახ­ლე­ო­ბას, სა­დაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, უბე­დურ შემ­თხვე­ვას ცოლ-ქმრის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ლიფ­ტის გა­უ­მარ­თა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გამ­გე­ო­ბის­თვის მი­მარ­თუ­ლი არ ჰქო­ნია.

ელი­საშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით­ვე, კორ­პუ­სის „ამ­ხა­ნა­გო­ბის­გან“გამ­გე­ო­ბა­ში ბოლო გან­ცხა­დე­ბა 2021 წელს არის შე­სუ­ლი, სა­დაც ლიფ­ტი არც კი არის ნახ­სე­ნე­ბი.

“პირ­ველ რიგ­ში, გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო, სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, სი­ტყვე­ბით ამის გად­მო­ე­ცე­მა ძა­ლი­ან რთუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­გორ მოხ­და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ამა­ზე ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ვერ გე­ტყვით, შეც­დო­მა­ში რომ არ შე­გიყ­ვა­ნოთ.

რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ა­ზე მი­დის სა­უ­ბა­რი და მსჯე­ლო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის შახ­ტი­დან მოხ­და ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლის ამოს­ვე­ნე­ბა.

ლიფტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, „ამ­ხა­ნა­გო­ბას“, მო­სახ­ლე­ო­ბას მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა არ ჰქო­ნია, ბოლო მო­მარ­თვა 2021 წელს ფიქ­სირ­დე­ბა, იმ მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა­ში სამ­წუ­ხა­როდ, ლიფ­ტი არ­სად არ არის ნახ­სე­ნე­ბი. იმ მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის, რაც გამ­გე­ო­ბა­ში შე­მო­ვი­და, ყვე­ლა მო­თხოვ­ნა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია, სხვა და­მა­ტე­ბი­თი ახა­ლი სა­კი­თხი და დე­ტა­ლი არ შე­მო­სუ­ლა, არც ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ლიფ­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყო­ფი­ლი­ყო“, – გა­ნა­ცხა­და ნიკა ელი­საშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მო­საზ­რე­ბებს, რო­გორც მათ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­დეს, ცოლ-ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მოძ­ვე­ლე­ბულ­მა ლიფტ­მა გა­მო­იწ­ვია.

მათი თქმით, წყვი­ლი კორ­პუს­ში სა­ცხოვ­რებ­ლად სულ 3 წლის გა­და­სუ­ლი იყო. მათ მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩათ.

“ლიფ­ტის კარი როცა გა­იხ­სნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ იყო მო­სუ­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, შახ­ტა­ში ჯერ კაცი ჩა­ვარ­და, რომ­ლის დახ­მა­რე­ბა­საც ქალი ცდი­ლობ­და. ამა­სო­ბა­ში კი, ორი­ვე მათ­გა­ნი ლიფტ­მა ჩა­ი­ტა­ნა. ლიფ­ტი იყო თუ არა მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ვერ გე­ტყვით, გვერ­დით კორ­პუს­ში ვცხოვ­რობ, მაგ­რამ 50 წლის ბი­ნე­ბია, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია მათ შო­რის ლიფ­ტე­ბიც”, – აცხა­დებს ად­გი­ლობ­რი­ვი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები