კვირა, მაისი 11, 2025

მარიამ ქვრივიშვილი: „გემო-ფესტი“ სვანეთში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს

მესტიაში „გემო-ფესტი“ გაიხსნა – ფესტივალი, რომლის მიზანიც გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა-განვითარებასა და საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციაა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ტარდება, მის გახსნას დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაესწრნენ.

გემო-ფესტი“ ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტია. სასიამოვნოა, რომ მესტიაში ფესტივალს დღეს ბევრი ადამიანი სტუმრობდა – როგორც ადგილობრივები, ისე საერთაშორისო ტურისტები. „გემო-ფესტის“ მთავარი მიზანია გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა – ადგილზე წარმოდგენილია 15 ადგილობრივი მეწარმე, რა თქმა უნდა, დედაქალაქიდანაც არიან ჩამოსულები წამყვანი შეფ-მზარეულები, რომლებმაც ძალიან დიდი დრო დაუთმეს ადგილობრივი კულინარიის გაცნობას. რეალურად, ჩვენ დღეს ვიხილავთ სვანურ კულინარიას, რომელიც თანამედროვე ფორმითაა გარდაქმნილი“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ფესტივალი უკვე მეორედ იმართება – გასულ ზაფხულში ის რაჭაში ჩატარდა და მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც ტურიზმის, ისე გასტრონომიის სპეციალისტების მხრიდან. ამჯერად მათ მესტია მასპინძლობს – „გემო ფესტის“ ფარგლებში კვების სივრცე მოეწყო, სადაც ფესტივალის მონაწილეები სტუმრებს სვანურ კერძებს სთავაზობენ, აცნობენ მდიდარ, ტრადიციულ ადგილობრივ სამზარეულოს. ფესტივალის ჩატარებამდე კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს კერძების მოსამზადებლად რეკომენდაციები მისცეს და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.

ამასთან, დიდი მოწონებით სარგებლობს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე ვიზიტორებში ე.წ. სთრით-ფუდი, რომელიც ასევე „გემო-ფესტის“ ნაწილია. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, „ეს ყველაფერი კი იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ „გემო-ფესტი“ სვანეთში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“.

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები იმართება ბავშვებისა და უფროსებისთვის, დაგეგმილია კონცერტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები