შაბათი, დეკემბერი 28, 2024

რუსეთის პატრიარქი კირილი “საშობაო ზავის” გამოცხადების მოწოდებით გამოდის

რუსეთის პატრიარქი კირილი „საშობაო ზავის“ გამოცხადების მოწოდებით გამოდის. კირილი გამოვიდა ინიციატივით, რომ უკრაინასთან 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00-მდე „საშობაო ზავი“ გამოცხადდეს.

თავის გამოსვლაში რუსეთის პატრიარქი გამოვიდა თხოვნით, რომ ცეცხლი შეწყდეს, რათა „მართლმადიდებელმა ხალხმა შეძლოს შობის ღამესა და ქრისტესშობის დღეს ტაძრებში მისვლა და წირვაზე დასწრება“.

რუსეთის პატრიარქის განცხადება რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სალომე ზურაბიშვილი – ორბელიანების სასახლეში ვარ, ღამესაც აქ ვატარებ, ხვალ, 10:00 საათზე გელოდებით, აქედან გეტყვით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, შემდეგი დღეები და გამარჯვების დღეები

ხვალ, 10:00 საათზე გელოდებით ორბელიანების სასახლესთან და აქედან გეტყვით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას ხვალ გააცნობს მომდევნო დღეების გეგმასაც. „მოგესალმებით, ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის 10:00 საათზე გელოდებით ორბელიანების სასახლესთან და აქედან გეტყვით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. გეტყვით, როგორი იქნება შემდეგი დღეები და როგორი იქნება გამარჯვების დღეები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„ახალი არჩევნების დანიშვნას შესაძლოა უფრო დიდი არეულობა მოჰყვეს“ – ქეთი დოლიძე

„ახალი არჩევნების დანიშვნას შესაძლოა უფრო დიდი არეულობა მოჰყვეს“, – ამის შესახებ განცხადება რეჟისორმა ქეთი დოლიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „პირიქით, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და იქ იკამათონ და გააკეთონ ისე, რომ „ოცნების“ ხალხის ნაწილი გადაიყვანონ თავის მხარეზე, თუ მართლა ასეთი მართლები არიან. მაგრამ ეგ არის, რომ უნიათოები არიან“. მისივე განცხადებით, „სახელმწიფომ უნდა მართოს პროცესები, რათა მშვიდობიანი იყოს, არ იყოს ძალადობა და უბედურება. უნდა იცოდე, როგორ დაელაპარაკო შენს მოსახლეობას“.

ალარ კარისი – საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია ხელისუფლებამ იპოვოს გზა დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის აღსადგენად

ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა სოციალურ ქსელში დაწერა, საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია ხელისუფლებამ იპოვოს გზა დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის აღსადგენად. „საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დავურეკე, რათა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა. საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია ხელისუფლებამ იპოვოს გზა დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის აღსადგენად. მკაცრად ვგმობთ ძალადობას, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და მუქარას პრეზიდენტის მიმართ“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი.

საქართველოს ავარიდეთ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ზელენსკის მადლობას უხდიან, ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ – სოზარ სუბარი

ზელენსკის არც ერთი სიტყვა უკრაინულად არ უთქვამს მანამდე, სანამ პრეზიდენტი არ გახდა. მთელი მისი მასხარაობა იყო რუსულად, ამიტომ მის მშობლიურ ენაზე ვეტყვი, რომ რასაც ის აკეთებს ეს არის „ვისკაჩკობა“, მის სიტყვას პატივს არავინ სცემ, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი „დღის ქრონიკაში“ უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის განცხადებას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე. „ზელენსკიმ გაანადგურა უკრაინა და მას და მასთან ერთად იმ ძალებს, რომელსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, სურდათ საქართველო ჩაერთოთ ამ ომში. საქართველოს ავარიდეთ ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში. ამისთვის მადლობას უხდიან ზელენსკის, რასაც აკეთებს უკრაინაში, გმირად ჰყავთ გამოცხადებული, ბიძინა ივანიშვილს - ასანქცირებენ. ამ შემთხვევაში ნაკლებად სანატრელია ზელენსკის ბედი. ბიძინა ივანიშვილს ისტორია შეაფასებს როგორც ქვეყნის გადამრჩენელს და გმირს, ზელენსკის მოუწევს უკრაინელი ხალხის მიერ გასამართლება “, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა. „მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად გადადგმული ძლიერი ნაბიჯისთვის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაზე, რომელშიც ივანიშვილის საკუთრებაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, აკონტროლებს თუ არა იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50 თუ მეტ პროცენტს.

ნიკოლოზ სამხარაძე ელჩების კონფერენციაზე: დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემულია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში

დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემულია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში, - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩების კონფერენციასთან დაკავშირებით. „საუბარი იყო ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენაზე, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, ნატოში ინტეგრაციაზე, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზე. ასევე, საგარეო ეკონომიკურ პრიორიტეტებზე, დიასპორასთან ურთიერთობებზე. მოკლედ, ჩვენ დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემულია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - „ელჩების კონფერენცია 2024: საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში“ გაიხსნა.

ბოლო სიახლეები