სამშაბათი, ივლისი 28, 2026

საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 43000 მცირეწლოვანი და 4099 ჩვილი ცხოვრობს

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მცირეწლოვანებს შორის 43 ათას ბავშვი 1-დან 5-მდე წლამდე ასაკის არის, ხოლო 4099 ჩვილია.

ანგარიშში წერია, რომ “ბავშვთა ცხოვრების არასათანადო დონე  კვლავ უმთავრესი პრობლემაა. 2017 წელს სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო  პირობების გამო გაიყვანეს”.

სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველებს რამდენიმე ჯგუფად ყოფს. ყველაზე გაჭირვებული ოჯახები არიან: თუ არ აქვთ სახლი, იხდიან ქირას, თუ ოჯახის არც ერთ წევრს არ აქვს შემოსავალი, ხეხილი, მიწის ნაკვეთი და ა.შ.  საუბარია 30 000 სარეიტინგო ქულაზე, რომლის მინიჭების შემთხვევაში, ოჯახის თითოეული წევრი 60 ლარი ერიცხება.

60 000-დან 65 000 ქულამდე – 30 ლარია გათვალისწინებული. დამატებით ბავშვზე 10 ლარიანი დახმარება გაიცემა, რომელიც  „UNICEF” რეკომენდაციით ჩაიდო. დანამატი ყველა ოჯახს ენიშნება, რომელთა სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 65 000-დან 100 00 ჩათვლით.

ანგარიშში ასევე წერია: ”749 საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვნების საცხოვრებელი პირობები ხშირად საფრთხის შემცველია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სახელმწიფოს ნაბიჯები კი დაგვიანებული და უშედეგოა”.

სახალხო დამცველმა საზოგადოებას დღეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2017 წლის ანგარიშის მთავარი საკითხები გააცნო, 347-გვერდიან დოკუმენტში, ნინო ლომჯარია გასულ წელს, სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიმართ შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებზე ლაპარაკობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ...

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოში ძალიან ინტენსიურად იყიდება სინთეზური კანაბინოიდი, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც.როგორც ექიმი სოციალურ ქსელში წერს, ასევე მას ურევენ სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებაში, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას.„გაფრთხილება!საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება „ტელეგრამ“ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე „k2“ სახელით იყიდება.ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს. მათი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის რისკებთან.შესაძლო შედეგებია:ძლიერი შფოთვა და პანიკა; ჰალუცინაციები და ფსიქოზი; აგრესია; კრუნჩხვები; გონების დაკარგვა; სუნთქვის გაძნელება; ზოგიერთ შემთხვევაში – სიკვდილიც.ყველაზე საშიში ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რა ნივთიერებას იღებს, რადგან „სპაისის“ შემადგენლობა მუდმივად იცვლება. ასევე ის დააქვთ სხვა სტიმულატორებზე, „მეფედრონზე“ „ალფაზე“ და სხვა, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას!!თუ თქვენ, ან თქვენს ახლობელს ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაეწყო უცნაური ქცევები: გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112“, - წერს ნარკოლოგი.

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამის საშიშროება გამოიწვია

ტოკიო და ლონდონი - სამშაბათს, იაპონიის სამხრეთით 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ შეარყია, რის გამოც იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ არიაკესა და იაცუშიროს ზღვის სანაპიროებზე ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა კუმამოტოს პრეფექტურაში, ადგილობრივი დროით 16:30 საათამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, სიღრმეში კი 6 მილზე ოდნავ მეტი იყო. იაპონური საინფორმაციო სადგური NHK იტყობინება, რომ მიწისძვრა დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა. იაპონიის ბირთვული რეგულირების სამსახურმა საგანგებო განახლებაში განაცხადა, რომ იკატასა და გენკაის ახლომდებარე ობიექტებში „ანომალიები“ არ დაფიქსირებულა. ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობას ოკეანესა და ზღვის სანაპიროსთან ახლოს ყოფნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სესიაზე საფრანგეთის წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა

შეერთებული შტატების დელეგაციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სესია პროტესტის ნიშნად იმ დროს დატოვა, როდესაც სიტყვით საფრანგეთის წარმომადგენელი გამოდიოდა. აშშ-ის პროტესტი უკავშირდება ფრანგი დიპლომატების გამონათქვამებს, რომლებმაც შეერთებული შტატები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხების გამო გააკრიტიკეს.ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, დიპლომატების მიერ კრიტიკული მოსაზრებების გაცვლა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისრად ვოლკერ ტურკის ხელახალ დანიშვნას მოჰყვა.ცნობისთვის, 24 ივლისს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ტურკი ოთხწლიანი ვადით ხელახალ დანიშვნას მხარი დაუჭირა. ტურკს წევრი ქვეყნების უმრავლესობის, მათ შორის საფრანგეთის მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა. კენჭისყრის შემდეგ გაერო-ში საფრანგეთის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვაშინგტონის პოზიცია გააკრიტიკა.„აშშ ოდესღაც ადამიანის უფლებების დაცვის შუქურა იყო. ახლა ასე აღარ არის. დღესამერიკა ჩრდილოეთ კორეის, ნიკარაგუის, მალისა და რუსეთის გვერდით აღმოჩნდა იზოლაციაში და მსოფლიო მას აღარ უსმენს“, – ნათქვამია განცხადებაში.საპასუხოდ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს „ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დამრღვევებს“ და ხმას აძლევს ადამიანს, რომელიც თავისუფალ და სუვერენულ დემოკრატიებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელს „ლექციებს უკითხავს“.

„გოულახია თემურა ბიჭო!“ – შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რის შედეგად 27 პირი დააკავეს

მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა, კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს - პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი - დაუსწრებლად. 

ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებით ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს თანასწორ, პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება

ჩვენმა საერთო მისწრაფებებმა მყარი საფუძველი შექმნა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით.„წელს კი ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ავიყვანეთ, რითაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების ახალი შესაძლებლობები შეიქმნა. ჩვენს ურთიერთობებში ახალი ეტაპი ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც აისახა. ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა სტაბილურად იზრდება. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ქართული ადგილობრივი ექსპორტისთვის მეორე უმნიშვნელოვანესი ბაზარია. უვიზო მიმოსვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. ამ მზარდ ინტერესს ახლავს გააქტიურებული საჰაერო მიმოსვლა. დღეს სამი ჩინური ავიაკომპანია ასრულებს რეგულარულ რეისებს საქართველოს მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ტურიზმის, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მისივე თქმით, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებამ კიდევ უფრო გააძლიერა ურთიერთდაკავშირება, ქვეყნები ერთმანეთთან დააახლოვა და მგზავრობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა.„ეს ხელშესახები შედეგები ცხადყოფს, რომ ჩვენს პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ იმას, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს. იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, ასეთი მიდგომა განსაკუთრებით დასაფასებელია. დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. ამ კონტექსტში მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ელჩ ჭოუ ციენს. თქვენმა პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბოლო წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების არსებით გაღრმავებაში. გისურვებთ წარმატებას მომავალ საქმიანობაში და იმედი მაქვს, რომ საქართველო ყოველთვის დარჩება იმ ქვეყნად, რომელსაც სიყვარულით გაიხსენებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები