ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

მამუკა მდინარაძე: არცერთი ობიექტური კრიტერიუმითა და თვალსაზრისით, სააკაშვილის თემა ვერ უნდა გახდეს ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან საქართველო სააკაშვილის წინაშე მართალია

არცერთი ობიექტური კრიტერიუმითა და თვალსაზრისით, სააკაშვილის თემა ვერ უნდა გახდეს ვერანაირი ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან საქართველო მართალია სააკაშვილის წინაშე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„პატიმარ სააკაშვილის წინაშე, სახელმწიფო ვალდებულია მართალი იყოს, დაიცვას მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ა.შ. და ამას სახელმწიფო აკეთებს. მეორე მხრიდან ვხედავთ რას – ძალიან დიდი ძალებით შემოტევას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სიმულაციის კამპანიის გამოყენებით. ეს რომ ასე ლაგდება და საქართველოს სახელმწიფოს დიდი ძალებით უტევენ და ერთ-ერთ ინდიკატორად უნდათ მიგვაჩნევინონ სააკაშვილის ფაქტორი, ეს არის დამაზიანებელი ქართული სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით 4 ივლისს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ივანე მაჭავარიანი გამოიკითხება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 4 ივლისს გამოკითხვაზე საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანია დაბარებული.როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, ივანე მაჭავარიანი უწყებაში 13:00 საათზე მივა.როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი; შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი; წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის (რომელშიც მათ შორის შედის სოფელი ჩორჩანა) გამგებელი ვაჟა ლომიძე.ასევე, გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ სოფელ ჩორჩანას და წაღვლის მცხოვრებლები.ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, - აცხადებენ პროკურატურაში.

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები დააჯილდოვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ძიუდოისტებს მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცეს და მათ მადლობა გადაუხადეს.პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, ფულადი ჯილდო – მილიონი ლარი გადაეცემა.„სპორტი არის სწორედ ის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე ავწიოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშა და შევასრულოთ ჩვენი ეროვნული ჰიმნი. მადლობა იმ დიდი სიხარულისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სპორტში გვაქვს განსაკუთრებული წარმატებები. პირველად შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ერთდროულად გავხდით როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის ჩემპიონები. დღეს ერთდროულად ვატარებთ ორივე ტიტულს და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე. გვაქვს კონკრეტული გეგმები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ხელს შეუწყობს როგორც მასობრივი სპორტის, ისე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებას. მულტიფუნქციური ცენტრების განვითარების საბოლოო გეგმაში ძიუდოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი.ისტორიული სპორტული მიღწევისთვის ღირსების ორდენები გადაეცათ გიორგი სარდალაშვილს, ლუკა მაისურაძეს, მიხეილ ბახბახაშვილს, მარიამ ჭანტურიას, სოფიო სომხიშვილს, ეთერ ასკილაშვილს, საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელ კახაბერ მოცრაძეს, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილს და ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ექიმებს – ავთანდილ თელიას და გიორგი მგელაძეს.ღირსების მედლებით დაჯილდოვდნენ გიორგი ჯაბნიაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი, ნინო ლოლაძე, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ნოდარ მეტრეველი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და ეროვნული ნაკრების ექიმი გიორგი კაზალიკაშვილი.

რობერტო მონტელა – შევინარჩუნოთ და დავიცვათ ეუთო-ს სულისკვეთება, ამ ორგანიზაციაში არ არიან მასწავლებლები და მოსწავლეები ან ღირსეულები და უღირსები, არიან თანასწორი ქვეყნები

ეუთო არ არის თანამოაზრეების ორგანიზაცია, ჩვენ არ ვართ ნატო, არ ვართ მოკავშირეები, ეს ორგანიზაცია შეიქმნა მტრებს შორის, ქვეყნებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები 1975 წელს. საქმე გვაქვს ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ უთანხმოებები, ქვეყნებთან, რომლებმაც დაარღვიეს ჰელსინკის მთელი დასკვნითი აქტი, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასმაბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ განაცხადა.ამასთან, მისივე თქმით, ამ ორგანიზაციაში ქვეყნების გაძევების ტექნიკური ინსტრუმენტები არ არსებობს, ამ ორგანიზაციაში არ არიან მასწავლებლები და მოსწავლეები„ბევრი დისკუსიაა ამ ორგანიზაციის ბუნებაზე. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ჩემი სიტყვა უნდა დავამატო. შესაძლოა, ეს არაპოპულარული სიტყვები იყოს, თუმცა, ტენდენციიის გაყოლის ნაცვლად, მე, როგორც გენერალურმა მდივანმა, წარმოდგენა უნდა შევქმნა, რა ტიპის ორგანიზაცია ვართ. ეუთო არ არის თანამოაზრეების ორგანიზაცია. ჩვენ არ ვართ ნატო, არ ვართ მოკავშირეები. ეს ორგანიზაცია შეიქმნა ქვეყნებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები 1975 წელს. ჩვენ გვაქვს საქმე ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ უთანხმოებები, ქვეყნებთან, რომლებმაც დაარღვიეს ჰელსინკის მთელი დასკვნითი აქტი. ამ ორგანიზაციაში ჩვენ არ გვაქვს ტექნიკურად ინსტრუმენტები, რომ გავაძევოთ ქვეყნები, არ გვქონდეს ურთიერთობა ქვეყნებთან, რომლებიც არღვევენ ვალდებულბებს. მე არ ვსაუბრობ იმ ერთ ქვყანაზე, რომელზეც ყველამ გავიფიქრეთ. მე ვსაუბრობ სხვა ქვეყნებზე, რომლებიც არღვევენ ეუთო-ს ვალდებულებებს. ასეთი კი ბევრია. ჩვენ თუ ვიქნებოდით ჩართული მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომელთა მიერ ვალდებულებების შესრულება უნაკლოა, ვიქნებოდით როგორც იტალიურ სიმღერაშია – „ოთხი მეგობარი ბარში“. ჩვენ ვიქნებოდით ოთხი ან ხუთი ქვეყანა, თუ ვიტყოდით, რომ მხოლოდ უნაკლო რეპუტაციის მქონე ქვეყნებს შეუძლიათ აქ მონაწილეობა. გამიგია, რომ მასწავლებელი როდესაც ხედავს მოსწავლის ცუდ ქცევას, ხმა უნდა ამოიღოს. აქ მასწავლებლები და მოსწავლეები არ არიან. არ არიან ღირსეულები და უღირსები. არიან მონაწილე ქვეყნები, ყველა თანსწორი, რომელთაგან ზოგიერთი ჰელსინკის დასკვნითი აქტის დიდი, დრამატული, აღმაშფოთებელი დარღვევით გამოირჩევა და საჭიროა მათი გაკიცხვა. არიან სხვები, რომლებიც უკეთ მოქმედებენ“, – აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასმაბლეის გენერალურმა მდივანმა.მისივე თქმით, ინსტრუმენტები, რომლებიც ორგანიზაციას აქვს, არის – საუბარი, ჩართულობა და სწორედ ეს გახლავ ორგანიზაციის მანდატი.„ინსტრუმენტები, რაც ხელთ გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ, ჩართულები ვართ, ეს არის ჩვენი მანდატი. ვინმე რამეს არასწორად თუ აკეთებს, ჩვენ უნდა წავიდეთ და ვთქვათ: ჰეი, შენ არასწორად იქცევი. ჩვენ ეს უნდა შევასწოროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და მანდატი. და – დიალოგი. ვიცი, ეს არ არის ძალიან პოპულარული სიტყვა და, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის დრო უნდა იყოს განხილული, თუმცა ის გაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში. ჩვენ თუ ამას არ ვაკეთებთ, მაშინ ეს პლატფორმა არ გვჭირდება. მოდით, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ეუთო-ს სულისკვეთება,  ამ ორგანიზაციაში არ არიან მასწავლებლები და მოსწავლეები“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა.

მიხეილ სააკაშვილი – მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე, შარშან იმავეს როცა ვამბობდი, აცხადებდა, ერთობა არის შემოგდებული თემაო, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

მიხარია იმის მოსმენა, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე. შარშან მე იმავეს როცა ვამბობდი, ქალბატონი სალომე აცხადებდა, რომ „ერთობა არის შემოგდებული თემა“. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება გამოიწვევს „რეჟიმის დემონტაჟს“.„რუსული რეჟიმის მიერ შემოგდებულმა და ბევრის მიერ ატაცებულმა თემამ – „მოვა მიშა და შეგვჭამს“ – ძალიან დახია უკან ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის. მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და, რაც მთავარია, საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის დემონტაჟამდე. ჯერჯერობით ახალ-ახალი რეპრესიებით ეს პროვინციული ტირანია ამოწმებს წინააღმდეგობის მოძრაობის სიმტკიცეს, იმის მაგივრად, ჩვენ ვამოწმებდეთ მათ სიმტკიცეს რეჟიმში გაჩენილი ბზარების ფონზე. პოლიცია კი არ უნდა გვავიწროებდეს, იქით უნდა ვუტევდეთ ამ ფორმაში გამოწყობილ მოძალადეებს, ჯარიმებს კი არ უნდა ვითმენდეთ, არამედ უკვე შედგენილი უნდა გვქონდეს ჩამოსართმევი, მოპარული ქონების სია და ფინანსურ მაქინაციებზე აქტიურად უნდა ვაწვდიდეთ ინფორმაციებს უცხოელ მეგობრებს.„ვარდების რევოლუციის“ წინ მე ვიყავი ჩასული ბელგრადში მათი წინააღმდეგობის მოძრაობის გამოცდილების შესასწავლად და ბევრი რამ რაც ვისწავლე, გამოვიყენე კიდევაც 2003 წელს. ახლაც ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, როგორ იბრძვიან სერბები და გადმოვიღოთ მათი ახლანდელი გამოცდილება. სერბეთსაც მართავს პრორუსული ავტორიტარული კორუფციული რეჟიმი და მათთან დაპირისპირება ძალიან ჰგავს ჩვენს სიტუაციას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა, ერთი ადამიანია დაღუპული, 200-მდე სახლი – დაზიანებული

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ძლიერ ხანძარს ებრძვინ, რომელიც საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა.„როიტერის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული.თურქეთის ხელისუფლებამ ეგეოსის ზღვის კურორტ ჩეშმესთან მიმავალი რამდენიმე გზა გადაკეტა.თურქეთის დასავლეთით გაჩენილმა ხანძრებმა დაახლოებით 200 სახლი დააზიანა.ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, დაზარალებულებს ალტერნატიული საცხოვრებელი უკვე შესთავაზეს.ხანძრის გამო თურქეთში კვირის დასაწყისში 50 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ბოლო სიახლეები