თეა წულუკიანი: მინდა, მარგველაშვილს და კოლექტიურ მარგველაშვილებს ვუთხრა, რაც არ უნდა გინდოდეთ, საქართველო, ევროპულ გზაზე არ დამარცხდება
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა.
„მარგველაშვილის წერილთან დაკავშირებით ჩემი პირველი რეაქციაა, რომ სააკაშვილს ვუთხრა, მორიგჯერ გიყენებენ. მიშა მათ იარაღად არის ქცეული. არ მინდა, უფრო უხეში სიტყვები გამოვიყენო. ადამიანის სიცოცხლით თამაში აბსოლუტურად ამორალური ქმედებაა. ინდივიდს თავისი უფლებები აქვს და თუ თავად სააკაშვილი თანახმაა, რომ ის მხოლოდ გამოყენებითი ინსტრუმენტი იყოს გარეთ დარჩენილი წარუმატებელი პოლიტიკოსების ხელში, მათ შორის მარგველაშვილის ხელში, ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილებაა.
მარგველაშვილს და კოლექტიურ მარგველაშვილებს, რომლებიც ისე მოქმედებენ დღეს, როგორც თავის დროზე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მოპოვებას რომ ვცდილობდით, გიორგი კანდელაკი და მისი თანამებრძოლები, მინდა, ვუთხრა, რომ რაც არ უნდა გინდოდეთ, საქართველო ევროპულ გზაზე არ დამარცხდება. ქართველ ხალხს საუკუნეების განმავლობაში სხვა ძალიან ბევრი განსაცდელი გამოუვლია და არასოდეს დამარცხებულა. დროებითი წარუმატებლობა რაც იყო, ევროკავშირის მხრიდან სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება – ჩვენ ქვეყანას უთხრეს უარი და მოლდოვას, უკრაინას უთხრეს – კი, დარწმუნებული ვარ, ქართველი ერისა და მისი ხელისუფლების წარმატებული ძალისხმევის შედეგად, უახლოეს მომავალში ევროკავშირის მიერვე იქნება გამოსწორებული“, – განაცხადა წულუკიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თეა წულუკიანი: პრეზიდენტმა წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი შენიშვნა არ არის, ჩაიდინა მორიგი მავნებლობა, განზრახ დახურა დიალოგის ყველანაირი შესაძლებლობა
პრეზიდენტმა მავნებლურად დახურა ყველანაირი სივრცე დიალოგის - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „საქართველოს...
შალვა პაპუაშვილი: “დროა”, “სირცხვილია” – ფინანსდებოდნენ ევროკავშირის ფონდების გამოყენებით ფარულად საქართველოში. რატომ არ აკეთებენ არაფერს ამ ქვეყნების საელჩოები, რომ ეს ფული გამჭვირვალე იყოს?
გერმანიაში ლობისტების რეესტრი არსებობს და უფრო მეტ ინფორმაციასაც ასაჯაროებს, ვიდრე ჩვენი კანონით არის მოთხოვნილი. საფრანგეთს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოაქვს და...
პრემიერი: გამჭვირვალობის კანონზე ახალგაზრდებთან დისკუსიის შეთავაზება ძალაში რჩება, იმედი მაქვს, ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს რადიკალების ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის გაკეთებული შეთავაზება ძალაშია. როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა,...
ირაკლი კობახიძე: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება
კვირის ბოლომდე ელექტრონულ პლატფორმაზე გამოტანილი იქნება 3 000 ბილეთი გასაყიდად, ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს...
პრემიერი: “ნაციონალური მოძრაობას” ვუწოდებთ ომისა და ღალატის პარტიას, თუმცა ამასთან ერთად ეს პარტია არის სიძულვილის პარტია
ზოგადად, ბულინგი, სიძულვილი, აგრესია არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელსაც აქტიურად იყენებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ ამ პარტიას ვუწოდებთ...
ირაკლი კობახიძე: უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით, კარგი დინამიკა გვაქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით
უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი, გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, - ამის შესახებ...