ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025

სოზარ სუბარი – არჩილ ტატუნაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს შესწირა

არჩილ ტატუნაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს სამსახურში გაატარა და რომელმაც თავისი სიცოცხლე სამშობლოს შესწირა, – ეს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები გარდაცვალებიდან 40 დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა ოკუპაციისა და ოკუპანტის არაადამიანური სახე.

“არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილმა კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ არ შეიძლება ოკუპაცია ძალიან დიდხანს გაგრძელდეს  და მთელი მსოფლიო ყოველდღიურად უფრო და უფრო აძლიერებს წნეხს ოკუპანტ რუსეთზე, არამხოლოდ საქართველოს გამო, არამედ იმ ყველაფრის გამო, რასაც ის აკეთებს უკრაინაშიც და მთელს მსოფლიოშიც. გამოძიებას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად სცადეს დაემალათ ფაქტები, რაც გამოძიებას შესაძლებელს გახდიდა, საბოლოოდ არაფერია შეუძლებელი. ყველაფერი ნათელია ისედაც, უბრალოდ საკითხი არის შემდეგი, როდის დადგება დღე, როდესაც დამნაშავეები პასუხს აგებენ და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება, ამაში ისევ საერთაშორისო საზოგადოება იტყვის თავის სიტყვას”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

ყოფილი სამხედრო 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.

ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.

ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც, დიდი ალბათობით, წამების კვალზე მიუთითებს. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებას

ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებას. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი წერს.როგორც კალასი წერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, განაახლოს თანამშრომლობა ბირთვულ პროგრამაზე.ამასთან, კაია კალასი აღნიშნავს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად განახლებას.„ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახლდეს. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობა უნდა განახლდეს. ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ამას. ხელშეკრულებიდან გასვლის ნებისმიერი მუქარა არ უწყობს ხელს დაძაბულობის შემცირებას“, – წერს კალასი.როგორც ცნობილია, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ, ირანმა უარი თქვა ამერიკულ მხარესთან ბირთვული პროგრამის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაზე.

„მეორე ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა… დედა მძიმედაა და არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს…“ – იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.დედამ მომხდარ ტრაგედიაზე არაფერი იცის.„გონს რომ მოვიდა, ბავშვები მოიკითხა - მიმიხედეთო. არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს... ერთი გოგონა 4 წლის იყო, მეორე კი, ჯერ 3 წლისაც არ იყო. ეს სამწუხარო ამბავი გუშინ უნდა ეთქვათ დედისთვის, მაგრამ დამძიმდა და ექიმმა ოჯახს ურჩია, არ ეთქვათ, ვერ გადაიტანსო...“.26 ივნისს, ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში, გუშინ გარდაიცვალა.მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

„რუსთავი 2-ის“ მუსიკალური მეგა შოუს, „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული აჩი ჯაიანი გახდა.მან მაყურებლის ხმების 57.93% მიიღო. გამარჯვებულს თბილისში ბინა და არაერთი პრიზი გადაეცა.„რუსთავი 2-ის“ მუსიკალურ პროექტს სამი ფინალისტი ჰყავდა, რომლებმაც კომპოზიტორების დაწერილი ორ-ორი სიმღერა შეასრულეს.

“ამას რაღა გააჩერებს” – მეწყერი ხარაგაულის სოფლებში

ხარაგაულის ორ სოფელში - ხემაღალსა და ღვერკში დაახლოებით ორი კვირის წინ მიწას ნაპრალები გაუჩნდა და გზები დაიბზარა.ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ ნაპრალების ზომაც და რაოდენობაც დღითიდღე მატულობს. ოჯახების ნაწილი გაასახლეს, დარჩენილები ამბობენ, რომ ღამით შიშით იძინებენ.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებსა და ფოტოებში ჩანს, რომ დახეთქილი მიწა ზოგიერთ სახლთან სულ რამდენიმე მეტრშია. ზოგან მიწა ჩავარდნილია. ზოგ ადგილას ნაპრალმა ყანა შუაზე გაყო.მარადი გელაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სტიქიის გააქტიურების მიზეზი ისიც იყოს, რომ 2020-2021 წლებში, რკინიგზის მიხვეულ-მოხვეული მონაკვეთების შესამცირებლად, სოფელ ხემაღლის მთის ფერდობი ჩამოჭრეს. კლდოვანი ქანები ტრაქტორებს აზიანებდა აფეთქებაც დასჭირდათ - შეიძლება წონასწორობა ამანაც დაარღვიაო.“აფეთქების შედეგად გამოტანილი ქვა-ღორღის მასაც იქვე ახლოს ხეობაში გაშალეს. შემდგომ წლებში ეს ყველაფერი აისახა რკინიგზასთან სიახლოვეს რამდენიმე სახლზე. შემდეგ ალაგ-ალაგ ორივე სოფლის ტერიტორიაზეც გაჩნდა მცირე ზომის დაზიანებები, თუმცა აქედან საგანგაშო არცერთი არ ყოფილა.წლევანდელი დიდთოვლობის და შემდგომში გაზაფხულზე მოსული ინტენსიური წვიმების შემდეგ, პირველ ივნისს სოფლის გზაზე შევამჩნიეთ ჩავარდნილი მონაკვეთები. 7-8 ივნისს რამდენიმე სახლზე გაჩნდა ბზარები, რომლებიც მალევე გაიზარდა”, - წერს მარადი გელაშვილი.“ამ პროცესს რაღა შეაჩერებს” - წერს სოფელ ღვერკის გვერდითა სოფელში - სარგვეში მცხოვრები ქეთევან ცისკაძეც, რომელიც ზესტაფონამდე ღვერკის გზის გავლით მიდიოდა ხოლმე.“მეწყრული ზონა ჩემი სახლიდან სამ კილომეტრშია”. - გვეუბნება ის.ამ გზაზე გადაღებულ ფოტოებშიც კარგად ჩანს მიწის დაბზარული მონაკვეთები.

სულაკაურის გამომცემლობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სულაკაურის გამომცემლობა ავრცელებს.„ქართულ მთარგმნელობით სკოლას ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გამოაკლდა. სწორედ მან თარგმნა მარსელ პრუსტის საეტაპო ნაწარმოების „დაკარგული დროის ძიებაში“ _ პირველი წიგნი „სვანის მხარეს“ და ფასდაუდებელი სამსახური გაუწია პრუსტის პოპულარიზაციას ქართველ მკითხველში. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ სოფიოს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

ბოლო სიახლეები