ეკა ბესელია – პარლამენტი სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ყოველ წელს იზიარებს და ამ თვალსაზრისით ოპოზიციის პრეტენზიები კომიკურია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო სახალხო დამცველის ანგარიშებიდან გამომდინარე რეკომენდაციებს ყოველ წელს იზიარებს და ამ თვალსაზრისით ოპოზიციის პრეტენზიები კომიკურია.
ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია ომბუდსმენის მიერ 2017 წლის ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტი პარლამენტში გუშინ გადაიგზავნა, შესაბამისად, შინაარსზე ვერ ისაუბრებს.
მისი თქმით, ანგარიშის განხილვის საპარლამენტო ტრადიცია და კულტურა 2013 წლის შემდეგ დამკვიდრდა.
„უწყება დოკუმენტს განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს. შინაარსობრივად რა იქნება, ეს სამუშაო პროცესში გამოჩნდება. რაც შეეხება ოპოზიციის პრეტენზიებს, კომიკურია, რომ ამას ვისმენ, რადგან 2013 წელს პირველი წელი იყო, როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ვნახე, რომ პარლამენტს განხილული არც ერთი წლის ანგარიში და არც ერთი რეკომენდაცია არ ჰქონდა გაზიარებული. პირველი დადგენილების პროექტი სწორედ 2013 წელს მოვამზადეთ, როცა 46 რეკომენდაცია გავიზიარეთ და ეს დღეს 200-ს აჭარბებს. ყოველ წელს რეკომენდაციების დიდ ნაწილს ვიზიარებდით და შემდეგ ამ რეკომენდაციების შესრულებას ვაკვირდებოდით. სრულიად ახალი სტანდარტია დამკვიდრებული და 2013 წლიდან ამ პრაქტიკას მივყვებით”, – აცხადებს ბესელია.
კანონმდებლის ცნობით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შევიდა იმის თაობაზე, სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა როგორ უნდა მოხდეს.
„რეგლამენტში პროცედურა სპეციალურად ჩავწერეთ. შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან ასეთი არგუმენტის მოსმენა ერთი მხრივ, რეგლამენტის არცოდნაა, მეორე მხრივ კი, პრაქტიკის”, – განაცხადა ბესელიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნამ საქართველო გააერთიანა. „ვნახეთ, ხალხი როგორ გაერთიანდა....
სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს,...
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა
სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა...
თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა
თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან“...
ნიკა გვარამია: წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი – შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ
წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი - შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა...
დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“...