ნანუკა ჟორჟოლიანი: “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიშა ციხეში ჩატოვა!
სააკაშვილის გადარჩენის გეგმა არსებობს საერთოდ? მიშას კონტექსტის გათვალისწინებით, ვინმე სერიოზულად აღიქვამთ ენმ-ეს თავმჯდომარის არჩევნებს? მართლა მგონია, სხვა რეალობაში ცხოვრობს ეს ხალხი და ზუსტად მაგ რეალობას მიიღებენ არჩევნებზე. დაუძინებელი მტრები გავხდებით და ვნახოთ ვინ მოერევა – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ცოტა ხნის წინ ის ხალხი, რომლებიც მაკრიტიკებდნენ, ნუ ურტყამ “ნაციონალურ მოძრაობას”, მთავარი ოპოზიციური პარტიაა და ახლა ამისი დრო არ არის, ფოკუსირება გავაკეთოთ “ქართულ ოცნებაზე”, დღეს ჩემზე უარესად ლანძღავენ “ნაციონალურ მოძრაობას”. შესაბამისად, ეს პარტია ახლა, ან გამოფხიზლდება და იტყვის, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მცდელობა მაინც აქვთ… ერთ-ერთი მათი ფანი მეუბნებოდა, აქციები რომ ჩაეტარებინათ, ბიძინა კარებს გაუღებდაო? ანუ ასე ვუყურებთ ახლა საკითხს? მაინც არ ექნებათ რეაქცია და მოდი არაფერი ვაკეთოთ, სახლებში ვისხდეთ, მოდი არ ვიბრძოლოთ? სააკაშვილის ბოლო გზავნილი, რომ არ მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში, დამიჯერეთ მიშას ეს გადაწყვეტილება ყველაზე მეტად “ნაციონალურ მოძრაობას” გაუხარდა. ამოისუნთქეს, იმიტომ რომ ვალდებულება ჩამოეხსნათ და გაგიჟდნენ სიხარულისგან. გამოდიოდნენ და ამბობდნენ, მიშას არ უნდა აქცია. მანამდე რა ხდებოდა? მანამდე რა გახსოვთ? მიშას მეტი არ დაუმსახურებია? ცოტა ხნის წინ ხომ ერთმანეთს ასწრებდნენ ვინ უფრო მაღალ რეგისტრში იტყოდა, მე მიშა ვარო. ცოტა ხნის წინ, ლიდერები რომ გამოეფინნენ არჩევნების წინ, რა დროს არჩევნებია, მაგრამ კარგი, ყველა ხომ სათითაოდ მიშაა? ახლა გვანახონ ვინ არის მიშა. სააკაშვილის გადარჩენის გეგმა არსებობს საერთოდ? მიშას კონტექსტის გათვალისწინებით, ვინმე სერიოზულად აღიქვამთ ამ არჩევნებს? მართლა მგონია, სხვა რეალობაში ცხოვრობს ეს ხალხი და ზუსტად მაგ რეალობას მიიღებენ არჩევნებზე. დაუძინებელი მტრები გავხდებით და ვნახოთ ვინ მოერევა შემდეგ. პარტიამ სააკაშვილი ჩატოვა ციხეში. კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლებოდა ვერ გამოეყვანათ, მაგრამ ერთგულების და ბრძოლის მაგალითს დადებდნენ, რომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. არაფერი მსგავსი არ მომხდარა და პარტია როდესაც თავგანწირვის არანაირ მაგალითს არ გვაჩვენებს, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, რომ თავგანწირვის აქტს მოაწეროს ხელი. ეს ხომ აბსურდია”- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...