ორშაბათი, აპრილი 27, 2026

გიორგი გიორგანაშვილისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, გიორგი გიორგანაშვილს, ბრალი დაუმძიმდა. მას 262-ე და 260-ე მუხლებით წაუყენეს ბრალი. ბრალის დამძიმებამდე მასთან მისი უფლებადამცველი იმყოფებოდა.

“ქორიძე და გიორგანაშვილი იყვნენ ბიზნესპარტნიორები, ელექტროსიგარეტების ბიზნესი უნდა დაეწყოთ, ამისთვის კონკრეტული ქმედებები განახორციელეს. ხულორდავასთან მის კავშირზე არაფერი ვიცი. შემოტანაზე სულ იყო პროკურატურის ნარატივი. ხულორდავას საქმე ისევ პროკურატურის მოთხოვნით გამოეყო. ათასობით საქართველოს მოქალაქე იყო იმ დროს თურქეთში. მე პრობლემას ამაში ვერ ვხედავ“,- განაცხადა ადვოკატმა.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ კი განაცხადა, რომ გიორგანაშვილს ირაკლი ქორიძესთან ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინეს ბრალი.

ბრალის წარდგენის მომენტში გლდანის ციხეში საქმის პროკურორი არ იმყოფებოდა, იყო მხოლოდ გამომძიებელი. ასევე ცნობილია, რომ დღესვე სასამართლო გიორგანაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

მსახიობი 23 იანვარს, სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს.

გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.

30 მარტს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, ირაკლი ქორიძე, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

დავით მათიკაშვილმა ქორიძის შესახებ “ქრონიკაში” ისაუბრა და თქვა, რომ ქორიძე 2011 წელსაც იყო დაკავებული, თუმცა 2014 წელს ის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

“ეს არის პიროვნება, რომელიც 2011 წელს იყო გასამართლებული 300 აბი სუბოტექსის შენახვა-შემოტანაზე. მას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2013 წელს მას შეეხო ამნისტიის აქტი. ამ დროს მას სასჯელის ვადის 1/4 მოაკლდა. 2014 წელს ის არა ამნისტიის, არამედ უკვე შეწყალების აქტით, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გაათავისუფლა” -თქვა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა ნეპოტიზმს, რადგან სოცქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქორიძის ყოფილი მეუღლე ნატალია ჩიჩუა, პრეზიდენტის მაკა ჩიჩუას ნათესავია და ეს იყო  ქორიძის შეწყალების მიზეზი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. ამ დრომდე იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.მიხეილ მაღლაკელიძემ 1997 წელს დაამთავრა ბიზნესისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მას აქვს საჯარო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, კერძოდ, 28.11.2019 - 24.06.2025 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 10.10.2014 - 28.11.2019 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური - სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა. 13.03.2013 - 23.03.2013 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილე. 11.2012 - 01.2013 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 10.1996 - 11.2012 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - სხვადასხვა პოზიცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონული საბაჟოს აღმოსავლეთის მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორი. ამავე უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი განცხადებას ავრცელებს

,,დღეს ოფიციალურად და წერილობით მივმართე ტელევიზია Obieqtivi TV-ს, რათა მიიღოს ზომები და საჯაროდ გამოაცხადოს, რომ დავით თარხან-მოურავის მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ნაბიჯის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის დადგენა და ნებისმიერი არასწორი ინტერპრეტაციის ან სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება აღნიშნული მედიისთვის. მჯერა, რომ მინაბის სკოლის ბავშვები უცოდველი ანგელოზები იყვნენ და მათ შესახებ სიცრუის გავრცელება დაუშვებელია. პასუხისმგებლიან მედიას საზოგადოებისა და სიმართლის წინაშე აქვს ვალდებულება, გაასწოროს არასწორი ინფორმაცია. გამჭვირვალობა არის საზოგადოებრივი ნდობის საფუძველი და ორი ერის საერთო მომავლის გარანტია''-ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ელჩი ალი მოჯანი ავრცელებს.შეგახსენბთ, ირანის ელჩმა საქართველოში ალი მოუჯანმა დავით თარხან მოურავი ტყუილში ამხელს

სამხრეთ სუდანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბასთან ახლოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის სამოქალაქო საავიაციო სამსახურის განცხადებით, შემთხვევა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა.მათივე ცნობით, კატასტროფა კომპანია CityLink Aviation-ის თვითმფრინავმა, Cessna 208 Caravan-მა განიცადა და მის ბორტზე მყოფი 14-ვე პირი, 13 მგზავრი და ერთი პილოტი, დაიღუპა. დაღუპულებიდან 12 – სამხრეთ სუდანის, ორი კი კენიის მოქალაქე იყო.წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.

Reuters – ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა დაბომბა

ისრაელმა აღმოსავლეთ ლიბანში საჰაერო დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო დარტყმების შედეგად ბექაას ხეობაში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა დაბომბეს.ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელელი ჯარისკაცების მიმართულებით დრონი გაუშვა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.„ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ დრონით თავდასხმა ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკზე განახორციელეს.ცნობისთვის, ბექაას ხეობაში დარტყმები პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც 16 აპრილს აშშ-ის შუამავლობით ისრაელმა და ლიბანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს. ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ვაშინგტონში ისრაელისა და ლიბანის ოფიციალურმა პირებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ოფიციალური შეხვედრები გამართეს. 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სამი კვირით გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გიორგი ვოლსკი ჰერჩნსკის განცხადებაზე: ეს არის მუქარა

გიორგი ვოლსკი „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ელჩის ქმედება მუქარაა.„მეიდნის სცენარს გვპირდება, რომ საზოგადოებაში ისეთი შეჯახება მოხდება, რომელიც შეუქცევადი პროცესი იქნება, იქნება მსხვერპლი და იქნება ის, რასაც ბნელ პერსპექტივა, რაზედაც იგი მიანიშნებს.ჰერჩნსკის მოგონილი არ არის მუქარა, ის ინსტრუქციას ასრულებს, ამ ინსტრუქციას ამბობს და თან გულიც ეთანაღრება. ადრე ქართველ ხალხად მოიხსენიებდა მხოლოდ მათ, ვინც ქუჩაში ცეცხლს ანთებდა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა, ახლა ასე არ არის - ყველას ეუბნება და ეტყობა თვითონაც ისე წყდება გული, რომ ინსტრუქციას ასრულებს, ხალხს კეთილი და თბილი სიტყვით მიმართავს, თავის დამოკიდებულებას გამოხატავს საზოგადოების მიმართ, ამავე დროს, ეს ნიშნავს, რომ ყველას მიმართავს და ამიტომ დავარქვით ამას მუქარა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

ბოლო სიახლეები