კვირა, მაისი 11, 2025

დავით სონღულაშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოს 51 %-იანი თანამონაწილეობით იწყება

ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოს 51 %-იანი თანამონაწილეობით იწყება. პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი მნიშვნელობით. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ შეიძლება ეროვნული მნიშვნელობის პროექტების მართვა სახელმწიფოს მხარდაჭერით, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტორმა 5 წლის განმავლობაში ვერ შეძლო აღებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულება და პროექტის განხორციელება, ამიტომ სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა და ხდება გარანტორი იმისა, რომ ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი განხორციელდეს და მიღებული ეკონომიკური სარგებელი ისევ ქვეყნის საჭიროებებს მიზნობრივად მოხმარდეს.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფო მნიშვნელობის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია და მას ექნება პოტენციალი, რომ დაინტერესებული ქვეყნებისთვის გახდეს მიზიდულობის ცენტრი, ფართომასშტაბიანი რეგიონული თუ გლობალური პროექტების ნაწილი, რითაც ხელი შეეწყობა ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და შეფასება, თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოება, ზრდის ჩვენი კორიდორის მიმართ ინტერესს. „ამ პროცესს შესაბამისი ეკონომიკური რეფორმების განხორციელებით მხარდაჭერა სჭირდება და ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაორმაგება, ჩვენს ევროპულ გზაზე კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია და ქვეყნის სწორად განვითარება“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები