ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

ლევან დავითაშვილი: საქართველომ შეძლო რეგიონში არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის და გლობალურად გაუარესებული ეკონომიკური პერსპექტივების ფონზე, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება

საქართველომ შეძლო რეგიონში არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის და გლობალურად გაუარესებული ეკონომიკური პერსპექტივების ფონზე, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება. მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელსაც და 2021 წელს დაფიქსირებული 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერშიც ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10% შეადგინა. საქართველოს მთავრობის საბაზო პროგნოზით, 2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული საქართველოს ეკონომიკური მემორანდუმის – „მომავლის პროექცია კონკურენტუნარიანი, ინტეგრირებული და ძლიერი საქართველოსთვის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ასახავს საქართველოს მიღწევებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ასევე რეკომენდაციებს დარგობრივი პოლიტიკის მიმართულებით, რათა ქვეყანამ შეძლოს წარმატების მიღწევა მომდევნო ათწლეულის განმავლობაშიც.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების კუთხით. „ჩვენ მზად ვართ განვამტკიცოთ ეს წარმატება და გავაძლიეროთ მუშაობა პროდუქტიულობის ხელშემწყობი რეფორმების მხარდასაჭერად, საერთაშორისო კავშირების გაუმჯობესებით, საქართველოს ინტეგრაციის გაზრდით მსოფლიო ღირებულების ჯაჭვებში და ახალი შესაძლებლობების გახსნით დიგიტალიზაციის და ინოვაციებისთვის,“ – აღნიშნა მან.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობა 30 წელზე მეტს ითვლის და მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავარი პარტნიორია ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში, მათ შორის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ინფრასტრუქტურის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისა თუ კვლევა-განვითარების კომერციალიზაციის მიმართულებით.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ეკონომიკის განვითარების კუთხით, მათ შორის მოახერხა და ათწლიან პერსპექტივაში გაანახევრა სიღარიბის დონე, რაც ქვეყნისთვის ჯერ კიდევ მთავარი გამოწვევაა. ამასთან, საქართველომ აჩვენა მდგრადობა საერთაშორისო ეკონომიკური შოკების მიმართ, რაც იყო კიდეც პრეზენტაციაში აღნიშნული, და 2019 წელს საქართველო გახდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა. თუმცა, ეს ყველაფერი საქართველოს წარმატებისკენ დასაწყისია და ის უკვე გადის მთავრობის მიერ გასატარებელ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებზე, სადაც ასევე მოვიაზრებთ მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან მხარდაჭერას“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს კომპლექსური სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი ეკონომიკური მიზნების მიღწევას და კერძო სექტორით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. მათ შორის, ისეთ რეფორმებს, როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა, განახლებადი ენერგიის მხარდაჭერა ფისკალურად მდგრადი მექანიზმებით და კაპიტალის ბაზრის რეფორმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, რომლის გამოყენების მიმართულებითაც თანამიმდევრული პოლიტიკა ხორციელდება. მისი შეფასებით, საქართველოზე გამავალ სატრანზიტო დერეფანს დიდი პერსპექტივები გააჩნია. „საქართველო პოზიციონირებს როგორც საიმედო და ხელმისაწვდომი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. აღნიშნულ საზღვაო დერეფანს სჭირდება მეტი პირდაპირი, რეგულარული ფიდერული და საბორნე მომსახურება საქართველოსა და რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთსა და უკრაინას შორის, რაც შეამცირებს ტრანზიტისა და გადაზიდვის დროს და გახდის მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს. ამასთან, სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედმა კონფერენციამ რიგით მე-15 სხდომა გამართა

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-15 სხდომა, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-15 სხდომის მუშაობაში საქართველოში აკრედიტებული 33 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.“რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ორგანიზაციის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო, რის შემდეგაც სხდომამ სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლა.კონფერენციის წევრებმა, დღის წესრიგის თანახმად, მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს ხელმძღვანელის არჩევის საკითხზე იმსჯელეს და აღნიშნულ პოზიციაზე სტუ-ის რექტორის მრჩევლის, კონსტანტინე ბასილაშვილის კანდიდატურა განიხილეს და მის განვლილ საქმიანობას მაღალი შეფასება მისცეს. მოსაზრებების შეჯერების შემდეგ გამართული კენჭისყრის შედეგად, სამდივნოს ხელმძღვანელის პოზიციაზე კონსტანტინე ბასილაშვილს მეორე ვადით არჩევა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ განსახილველად გამოიტანა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, რომელიც ორგანიზაციის სარევიზიო კომისიის არჩევას სამი წევრის შემადგენლობით ითვალისწინებდა. სარევიზიო კომისიის წევრებად დასახელდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის - პროფესორ შალვა ჭკადუას, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის - პროფესორ თეონა ხუფენიას და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) რექტორის, პროფესორ გია კავთელიშვილის კანდიდატურები. კენჭისყრის შედეგად, რექტორთა კონფერენციამ სარევიზიო კომისია აღნიშნული შემადგენლობით დაამტკიცა.დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხად განხილულ იქნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის - თამარიუნის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის ასოცირებულ წევრად მიღების საკითხი. უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ მოხსენებით წარსდგა თამარიუნის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე). თამარიუნის შესახებ ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, თამარიუნის ორგანიზაციის ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭა.ძირითადი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, კონფერენციის წევრებთან ერთად, რამდენიმე მიმდინარე საკითხზე იმსჯელა. სხდომის დასასრულს, დავით გურგენიძემ კონფერენციის წევრებთან საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის გამოკითხვის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ მოკლე მოხსენება გააკეთა.ცნობისათვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია, რომელიც ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის - „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს იზიარებს, 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. ეს ერთგვარი პლატფორმაა, სადაც საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორები უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და თავიანთ პოზიციებს აჯერებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიდერლანდების მედიის ცნობით, აშშ ეწინააღმდეგება ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას

აშშ ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას ნატო-ს სამიტზე, რომელიც ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების მედია ნატო-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.ამასთან როგორც ცნობილი ხდება, ზელენსკის ნატო-ს სამიტზე შესაძლო მიწვევის საკითხი განიხილება 15 მაისს თურქეთში დაგეგმილი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კულუარებში.„ნატო-ში წყაროები იუწყებიან, რომ აშშ ეწინააღმდეგება ზელენსკის ჩასვლას მომავალ თვეს დაგეგმილ სამიტზე. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას არ მოსწონს ეს იდეა, ნაწილობრივ ორ ლიდერს შორის დაძაბული ურთიერთობების გამო“, – წერს ნორვეგიული მედია.ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ზელენსკის ნატო-ს სამიტზე მიწვევაზე უარი იქნებოდა „დიპლომატიური კატასტროფა ნიდერლანდებისთვის, რომელსაც ვერავინ გაამართლებდა“.

ჯო უილსონი – პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა

პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა , - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.“ოქტომბერში თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ:ყოველდღიურად ანტი-ამერიკული პროპაგანდა გაავრცელა;პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა;ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო;ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა;ოპოზიცია აკრძალა;უდანაშაულო ხალხი სცემა და დააპატიმრა.პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა”, - წერს უილსონი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი 5-ტომეული გამოცემის - „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ ბეჭდური და ელექტრონული ვერსიების პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, საინჟინრო ლექსიკონი რამდენიმე წლის განმავლობაში სამშენებლო ფაკულტეტზე მუშავდებოდა. მისი ავტორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები - პროფესორი თამაზ ხმელიძე, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი და დამოუკიდებელი მკვლევარ-დიზაინერი კახაბერ ხმელიძე არიან.ახალი ტექნიკური გამოცემის წარდგენა IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარის - „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“ - ფარგლებში მოხდა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი) პროფესორი ლეჰ დენიზი, აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის (სომხეთი) პროფესორი ოვანეს ტოკმანჯიანი, საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის მონაწილე მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები სხვადასხვა ქვეყნიდან, სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები.როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა აღნიშნა, „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ შედგენაში, ძირითადი ავტორების გარდა, წვლილი შეიტანეს სამშენებლო ფაკულტეტის 48 პროფესორმა და სტუდენტებმა, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. გამოცემაში 16 350 ტერმინია თავმოყრილი. ზურაბ გვიშიანის თქმით, 5-ტომეულის ავტორთა მიზანია, ქართველ მშენებლებს, არქიტექტორებს, გეოლოგებს, ენერგეტიკოსებსა და ჰიდროინჟინრებს, ასევე აღნიშნული მიმართულებების სტუდენტებს, ბეჭდური და ელექტრონული ფორმით მიაწოდოს მშენებლობასა და მის მომიჯნავე დარგებთან დაკავშირებული ტერმინები და მათი სრულყოფილი განმარტებები.ლექსიკონის ერთ-ერთი ავტორის, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ თამაზ ხმელიძის განცხადებით, ახალი გამოცემა სამიზნე ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი, მოსახერხებელი, ილუსტრირებული და ამავდროულად, იოლად გასაგებ ენაზეა შედგენილი. თამაზ ხმელიძის თქმით, ლექსიკონი, რომელიც მშენებლობის ძირითადი მიმართულებების კლასიფიკაციას მოიცავს და მაქსიმალურად სრულყოფილად გადმოსცემს ტერმინებს, სიტყვებსა და ტექნიკურ ფრაზეოლოგიებს, სპეციალისტებს მშენებლობის დაპროექტება-განხორციელების პროცესში თანამედროვე მონაცემთა ელექტრონული ბაზების გამოყენების საშუალებასაც მისცემს. ამ მიზნით, ავტორებმა გამოიყენეს პროგრამა TLTERM-ი (ტერმინთა ბაზის პროფესიული რედაქტორი) და ტერმინოლოგიის მენეჯმენტის კომპიუტერული პროგრამა TLEX SUITE-ი.როგორც „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ ერთ-ერთმა ავტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ლექსიკონზე მუშაობა დაუსრულებელი პროცესია, რადგან ენა მუდმივად ცვალებადი ფენომენია, რომელიც ასევე მუდმივად ივსება ახალი სიტყვებით, ტერმინებითა და მცნებებით, ხოლო ეს პროცესი განსაკუთრებით აისახება მშენებლობის სფეროზე. დავით გურგენიძის თქმით, ლექსიკონზე მუშაობას ართულებს ის ფაქტიც, რომ განუწყვეტლივ იცვლება ტერმინთა და მცნებათა გამოყენების არეალი.„მშენებლობის დიდი მასშტაბები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის ამოცანები მოითხოვს სამშენებლო ინდუსტრიის, კერძოდ, საშენი მასალების, კონსტრუქციების, ტექნოლოგიების, დაგეგმვის, მენეჯმენტის, დაპროექტების, გაანგარიშების მეთოდების, უსაფრთხოების ნორმების და სხვა მრავალი ნიუანსის გათვალისწინება-ასახვას. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი მჭიდრო კავშირშია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთან, სამეცნიერო კვლევებთან, IT ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან. ვიმედოვნებთ, ახალი ხუთტომეული ლექსიკონი გაამდიდრებს, როგორც ქართულ ენას, ასევე, ახალგაზრდა სპეციალისტებს დარგის პროფესიონალებად ფორმირებაში შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ – ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა, მოგიწოდებთ ერთიანობისა და დაუღალავი ბრძოლისკენ საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ პოლიტიკური დევნის მორიგ, კლასიკურ აქტს, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ქართველი ხალხი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა.„არალეგიტიმური ე.წ. პრემიერის გუშინდელი სამარცხვინო წერილის შემდეგ, რომელიც ცხადად აჩვენებს ივანიშვილის დაჯგუფების საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას, „მეგობარი აქტით“ დაანონსებულ მკაცრ სანქციებს და ქართული საზოგადოების უწყვეტ ბრძოლას რეჟიმმა რეპრესიების ახალი ტალღა დაუპირისპირა.თეა წულუკიანის და კრიმინალთა, მოღალატეთა რეჟიმის მიერ ორგანიზებულ სამარცხვინო, რუსულ, ფსევდოსასამართლო პროცესში მონაწილეობაზე და რუსებთან თანამშრომლობაზე დემონსტრაციული უარის თქმის გამო სანქცირებულმა მურუსიძის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრა.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ ამ მორიგ, პოლიტიკური დევნის კლასიკურ აქტს, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.ჩვენთვის ცხადია, რომ, საერთაშორისო ზეწოლის გარდაუვალ ზრდასთან ერთად, ივანიშვილის რუსული რეჟიმი მაქსიმალურად ეცდება მარწუხების მოჭერას და საზოგადოების დატერორებას, თუმცა მათი რესურსები იწურება, წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეების ნება კი ძლიერი და გაუტეხელია.ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა.მოგიწოდებთ სიმტკიცის, პრინციპულობის, ერთიანობისა და დაუღალავი ბრძოლისაკენ საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისათვის“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები