ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

ვატო შაქარიშვილი: თქვენ ხართ იმ 33 ადამიანის დაღუპვაში დამნაშავეები! ნაცმედია და პოლიტიკოსები, ვინც ეწევით ცრუ პროპაგანდას, თითქოს, ეს არის ჩვენი ომი! ახალგაზრდებს აჯერებთ თითქოს, იქ წყდება საქართველოს ბედი!

ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის გეგმა 24 თებერვლამდე ბევრად უფრო ადრე ამოქმედდა. უკრაინიდან სააკაშვილის ექსპორტი არაჟნებთან ერთად, სწორედ ამ გეგმის ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი იყო,- ამის შესახებ ორგანიზაცია „აი იას” თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, უკრაინაში დაღუპული ქართველებით სპეკულირებენ. თითქოს ადამიანის სიცოცხლე რამედ მიაჩნიათ და განიცდიან. ეს სამარცხვინო, ამაზრზენი კამპანიაც ომში ჩათრევის გეგმის ნაწილია.

„საქართველოს ომში ჩართვას რომ ემსახურებით, იმას თუ ხვდებით მერე რამდენი ადამიანის გლოვა მოგვიწევს?!

ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის გეგმა 24 თბერვლამდე ბევრად უფრო ადრე ამოქმედდა. უკრაინიდან სააკაშვილის ექსპორტი არაჟნებთან ერთად, სწორედ ამ გეგმის ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი იყო. სცენარი – A ჩავარდა, საქართველოში ვერ მოახერხეს ხელისუფლების შეცვლა. ომი დაიწყო. სულ რამდენიმე დღეში გააქტიურდა მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს მოეხდინა უკრაინაში ე.წ. მოხალისეების გაგზავნის უზრუნველჰყოფა. გვახსოვს მაშინდელი პოლიტ-ისტერია, უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებებიც და ზელენსკის სამარცხვინო გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. ცხადია, მოხალისსების გაგზავნა ომში მხარედ დაფიქსირებას ნიშნავდა და ამიტომაც იყო ეს მნიშვნელოვანი ჩვენი “დაუძინებელი მეგობრებისთვის.” ეს გეგმაც ჩავარდა. შემდეგ იყო ფაშისტური კამპანია და საქართველოში შემოსული რუსების დევნის და მათ წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების წახალისება. ესეც ჩავარდა.

ახლა უკრაინაში დაღუპული ქართველებით სპეკულირებენ. (ღმერთმა აცხონოს მათი სულები!) თითქოს ადამიანის სიცოცხლე რამედ მიაჩნიათ და განიცდიან. ტყუილია! ეს სამარცხვინო, ამაზრზენი კამპანიაც ომში ჩათრევის გეგმის ნაწილია!!! აბა, თქვენ რა იცით გლოვა?! ადამიანი გტკივათ?! გვამებზე მოცეკვავეებო?! 2008 წელს რუსთაველზე მიშა! მიშა! სარკო! სარკოს როცა ყვიროდით, მაშინ ნამდვილი გმირების ცხედრებს ცხელ ზაფხულში ბუზები ესეოდნენ და რომ არა ჩვენი პატრიარქი და სასულიერო პირები, მიწასაც ვერ მივაბარებდით ღირსეულად! 26 მაისს არ იცეკვეთ და იზეიმეთ გვამებზე?! მეტროს თავზე ჯერ კიდევ წამებით მოკლული ადამიანების ცხედრები იყო თქვენ რომ ღირსების ორდენებს გკიდებდათ კისერზე სააკაშვილი! ვისი ტკივილი გაგიზიარებიათ ან ვისთვის მიგისამძიმრებიათ?! სერგო თეთრაძის ან გია კრიალაშვილის ოჯახისთვის?! ირინა ენუქიძისთვის, ია მეტრეველისთვის, იურა ვაზაგაშვილისთვის, ჯამბულ გამცემლიძისთვის…. სულხან მოლაშვილის ოჯახისთვის თუ….?! თვენი უტიფრობით დღესაც აგრძელებთ ამ ადამიანების წამებას!თბილისში წყალდიდობას რომ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა მაშინ იგლოვეთ ეტყობა ღირსეულად?! თქვენი სათაყვანებელი პრეზიდენტი მაშინ მილანში შოპინგობდა… არ მახსოვხართ შავი ლენტებით!!!!!

დღეს, რომ გლოვიკსკენ და ერთიანობისკენ მოგვიწოდებენ ცნობილი სპორტსმენები და ხელოვანები, მაშინ რომ შეგემატებინათ თქვენი ხმა პროტესტისთვის, იქნებ ბევრი სიცოცხლე გადაგვერჩინა და მალე დაგვესრულებინა სისხლიანი რეჟიმი! ფარისევლები ხართ! ფეხებზე გკიდიათ ადამიანის სიცოცხლე – მებრძოლი იქნება თუ რიგითი მოქალაქე! ცოცხალიც და გარდაცვლილიც ინსტრუმენტად გინდათ გამოიყენოთ! ეს ყველამ იცის და ამიტომ თქვენი ერთი შეხებაც კი, სვრის და აბინძურებს ყველაფერს!

თქვენ ხართ იმ 33 ადამიანის დაღუპვაში დამნაშავეები! ნაცმედია და პოლიტიკოსები, ვინც ეწევით ცრუ პროპაგანდას, რომ თითქოს ეს არის ჩვენი ომი! ახალგაზრდებს აჯერებთ რომ თითქოს იქ წყდება საქართველოს ბედი! სხვის ომში, სხვის ტერიტორიაზე, იმპერიების ინტერესთა ბრძოლას მზად ხართ შესწიროთ კიდევ ბევრი სიცოცხლე, ოღონდ ეს რამენაირად დაეხმაროს თქვენი ხელისუფლებაში დაბრუნების და ომში ჩართვის მიზანს!”- წერს ვატო შაქარიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა.პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს მისი თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ექსპერტთა შემადგენლობაც განსაზღვრა.

ირაკლი კობახიძე – ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს“, გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერა, დარჩება სტატუს კვო, თუმცა ამ პირობებშიც ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის ინტერესებს

ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება სტატუს კვო, თუმცა სტატუს კვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ აშშ-დან არ იქნება პასუხი და არ იქნება არანაირი რეაგირება, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ „დიფ სთეითი“ ვერ მარცხდება, ვერ სუსტდება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, ასეთ პირობებში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში იქნება მეტი გამოწვევები.„ჩვენ ოთხი წელი ბევრად უფრო რთულ ვითარებაში გვიწევდა ეროვნული ინტერესების დაცვა და ვიყავით უარესი სცენარისთვის მზად, რასაც ერქვა ტრამპის ოპონენტის არჩევა და შესაბამისად, პირდაპირ „დიფ სთეითის“ დარჩენა აშშ-ის ხელისუფლებაში, აქაც დავიცავდით ეროვნულ ინტერესებს. მარტივად არის საქმე, თუ ტრამპი შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, ამ შემთხვევაში დარჩება სტატუს კვო, თუმცა სტატუს კვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, მიჩვეული ვართ ჩვენ უკვე ამ მდგომარეობას ყველასთან, მათ შორის აშშ-თან. იმედი გვაქვს, ცალმხრივი არ იქნება ეს მეგობრობა, იქნება ორმხრივი, თუმცა ვნახოთ, ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, უილსონი არის ერთ-ერთი მაგალითი, საქართველოზე რომ ჰკითხო, შეიძლება, რუკაზე...

რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, „დიფ სთეითს“ ჰყავს აგენტურა, რომელიც კონკრეტული მითითებებით მოქმედებს და ერთ-ერთი მათგანია ჯო უილსონი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა.„დიფ სთეითი“ მოქმედებს. მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ აქ მხოლოდ ფული არის ჩართული საქმეში. „დიფ სთეითს“ ჰყავს პატარა აგენტები და ამუშავებენ ამ აგენტურას. აშშ-ში ჯო უილსონი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. იმავეს აკეთებენ ევროპულ ბიუროკრატიაში. არის ჩვეულებრივი აგენტურა. საკმაოდ მრავლად ჰყავთ აგენტები. ამ შემთხვევაში გამოარჩიეს ეს კაცი და აწერინებენ ასეთ რაღაცებს. რომ ჰკითხო, საქართველოზე, შეიძლება რუკაზე თითით ვერ მოგინიშნოს, მაგრამ დღეში ხანდახან ხუთ და ექვს პოსტს წერს ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით. როდესაც წერ, რომ საქართველოში მოქმედებს პროირანული ხელისუფლება, რაღაცას ხომ შეიძლება ეფუძნებოდეს ეს ყველაფერი. არაფერს აღარ ვამბობ რუსეთზე და ჩინეთზე. ეს ახდენს ყველაფრის დისკრედიტაციას, რაც დაკავშირებულია აშშ-თან, ევროპასთან. ასეთ რაღაცას საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი არ კადრულობდა 80-იან წლებში, რადგან იქ რაღაც პრინციპები არსებობდა. რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, – ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, ღამის საათებში დაგეგმილია ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალჩამკეტებს შორის მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ღამის საათებში გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას.„თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის ჩართულობით მიმდინარეობს მტკვრის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება. ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.დამატებით, გვსურს მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, ღამის საათებში დაგეგმილია ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალჩამკეტებს შორის მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ღამის საათებში გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

მტკვარში 21 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

დღეს, თბილისში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილისა და მისი მგზავრების ძებნისას, უცნობი ცხედარი აღმოაჩინეს.24News.ge -ის ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხედარი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალის მკვიდრს, 21 წლის აიტაჯ მამედოვას ეკუთვნის, რომელიც პირველი აპრილის ღამეს, მშვიდობის ხიდიდან მტკვარში გადავარდა და მას შემდეგ ეძებდნენ.ცნობისთვის, მტკვარში სამაშველო ღონისძიება ამ წუთებშიც გრძელდება. მაშველები მდინარეში გადავარდნილ  ახალგაზრდებს ეძებენ.

ბოლო სიახლეები