ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

მიხეილ ყაველაშვილი: დღეს საქართველო დგამს თავისი დამოუკიდებელი, გონივრული პოლიტიკის განვითარების პირველ ნაბიჯებს – სწორედ ამ მიმართულებითაა ყველაზე დიდი ზეწოლა, „დემოკრატიის უკუსვლაზე“ საუბარი არა პროცესის შეფასება, არამედ აგენტოკრატიაა

საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს მიერ წინგადადგმულ ნაბიჯებს აფასებს.

მისი თქმით, ოპოზიციის ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება არის არა დემოკრატიული პროცესის შეფასება, არამედ – აგენტოკრატია.

„დღეს საქართველო დგამს თავისი დამოუკიდებელი, გონიერი პოლიტიკის განვითარების პირველ ნაბიჯებს – სწორედ აქ არის ყველაზე დიდი ზეწოლა. მათი ეს დამოკიდებულება არის არა პროცესის შეფასება, არამედ – აგენტოკრატია. ეს ადამიანები დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არის არჩეული და დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს, ვერ ეგუებიან. ბატონი თალაკვაძე კითხვებს სვამდა, საქართველოს მიმართ რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ინსტიტუტს როგორც ევროკავშირში, ისე – ამერიკის შეერთებულ შტატებში? ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი პირიქით არის და საქართველო სწორად ვითარდება. გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა…” – 28 წლის ფორვარდის ტრაგიკულად დაღუპვის დეტალები

28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა.უცხოური მედიის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების და „ლივერპულის" ფეხბურთელი, ესპანეთში, სამორას პროვინციაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, მანქანაში იჯდა მისი 26 წლის ძმაც. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ისიც ემსხვერპლაფეხბურთელი სულ რაღაც 10 დღის წინ დაქორწინდა, რუტე კარდოსოზე. ქორწილი 22 ივნისს შედგა. ფოტოებზე წყვილი სამ შვილთან ერთად იყო გამოსახული.ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა.

ირაკლი ფავლენიშვილი – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ ბედავენ და აქეთ გვეუბნებიან

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ეს პოლიტპატიმრობა არ არის იმუნიტეტი მისი პოლიტიკური ძალისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურის მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.ფავლენიშვილის თქმით, ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ.„პოლიტიკური ძალა როდესაც ბრძოლაში კი არ შედის, არამედ ბრძოლიდან გამოდის და სურს, მოახდინოს რეჟიმის ნორმალიზება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის შემსუბუქება, ამ შემთხვევაში, ეს ძალა მიიღებს შესაბამის რეაქციას და შესაბამის პასუხს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ეს თავდასხმა არ გახლავთ, უბრალოდ ფაქტის კოსტანტაციაა, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩუმად ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთოდ ბრძოლას და პროტესტს გამოეთიშებიან.ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ე.წ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ, უარს აღარ ამბობენ არჩევნებზე. პირიქით. ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ მათ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ, საერთო ჯამში, პირიქით ხდება და ბედავენ, რომ აქეთ გვეუბნებიან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა ყველას, „გავაერთიანოთ ძალები, წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით“.

თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით ხევის მონაკვეთზე მეწყერია ჩამოსული.ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, თუმცა გზის გაწმენდას ამ ეტაპზე ძლიერი წვიმა აფერხეს.ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოძრაობის აღდგენა ამინდზეა დამოკიდებული. სტიქიის დროს არავინ დაშავებულა.ცნობისთვის, თუშეთისკენ მიმავალი გზა, სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაახლოებით ერთი თვეა გაიხსნა.

ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფი თე­ო­ნა მუ­სე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძო­და გარ­და­იც­ვა­ლა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რომ გარდაიცვალა მოცეკვავე, თეონა მუსელიანი.,,ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ქართველ ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ახალგაზრდა შემოქმედი - თეონა მუსელიანი",-წერია განცხადებაში.ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ემსხვერპლა.

მიხეილ ყაველაშვილი – ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე, მიზანდასახულობა და მონდომება აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს.როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აბიტურიენტებს აუცილებლად მიიყვანს სასურველ შედეგამდე.„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო.გჯეროდეთ საკუთარი თავის – თქვენი მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაა. დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ბოლო სიახლეები