ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძეს ილჰამ ალიევის სახელით აზერბაიჯანის სახელმწიფო მედალი გადასცა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართლებრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სახელით, საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს აზერბაიჯანის იუსტიციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული სახელმწიფო მედალი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ფორუმი ქალაქ ბათუმში წელს პირველად, მიმდინარე წლის მარტში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება.

ორი ქვეყნის სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, რაც ქართულ-აზერბაიჯანულ დარგობრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„დინამო არენის“ ავტორებმა სტადიონის ახალი კონცეფცია შეიმუშავეს

„დინამოს“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის „დინამო არენის“ ავტორებთან – ინფორმაციას ცნობილი არქიტექტორების, გია და არჩილ ქურდიანების სტუდია ავრცელებს.არსებული ინფორმაციით, რომან ფიფიას ინიციატივით დაიწყო არსებული სტადიონის პრობლემების, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მათი გადაჭრის შესაძლო გზების განხილვა. სტადიონის ავტორებმა, გია და არჩილ ქურდიანების არქიტექტურულმა სტუდიამ კი განახლებული „დინამო არენის“ კონცეფცია შეიმუშავა.„დინამო არენის“ ისტორია, ეს პირველ რიგში სტადიონის აშენების დღიდან მისი მუდმივი რეკონსტრუქციის და არქიტექტურული ტრანსფორმაციის 90-წლიანი ისტორიაა და ამ ყველაფერს, 1936 წლიდან დაწყებული ქურდიანების არქიტექტურული დინასტიის ოთხი თაობა ახორციელებს.განიხილება „დინამო არენის“ ტევადობის 70 000-მდე გაზრდა; გადახურვის განახლება თანამედროვე დიზაინით; სარბენი ბილიკების გაუქმება და არენის წმინდა საფეხბურთო სტადიონად გადაქცევა; პირველი იარუსის სრული სახეცვლილება; დამატებითი შესასვლელები; საპარკინგე ადგილების შექმნა.

ნიკოლ ფაშინიანი – უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირეები არ ვართ

ჩვენ უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირეები არ ვართ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ აზერბაიჯანისთვის 2020 წლის ომის შემდეგ მილოცვის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრებმაც მიულოცეს, როგორიცაა ბელარუსი.ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ალმა-ათის დეკლარაციას სომხეთისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და ერევანი აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებისას ამ დეკლარაციას ეყრდნობა.სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის 6 ოქტომბრის პრაღის განცხადებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ორჯერ თქვა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია.

მეტრო საბურთალოს ხაზი გაჩერებულია – 300 არაგველზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

მეტრო საბურთალოს ხაზი გაჩერებულია. 300 არაგველზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა.უცნობია ჯერ მგზავრის მდგომარეობა.

მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ირანი მზად არის, ომის დასასრულებლად დიპლომატიური არხებით იმოქმედოს, თუმცა ირანელი ერის უფლებების დაცვას დაჟინებით მოითხოვს

ირანი მზადაა, ომის დასასრულებლად დიპლომატიური არხებით იმოქმედოს, თუმცა ირანელი ერის უფლებების დაცვას დაჟინებით მოითხოვს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანულ მაკრონთან საუბრის დროს განაცხადა.ირანული მედიის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე გამოხატა თეირანის ღრმა უნდობლობა „თეთრი სახლის მიმართ ვაშინგტონის მიერ მოლაპარაკებების დროს განხორციელებული უცვლელი აგრესიის გამო“.სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტებმა რეგიონში არსებული სტრატეგიული სიტუაცია განიხილეს, კერძოდ, ჰორმუზის სრუტის საკითხი და დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროგრესი.თეირანის მიერ ვაშინგტონის მიმართ უნდობლობაზე ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ეს ამერიკული მხარის მტრული ქმედებებით არის გამოწვეული.„ეს უნდობლობა ამერიკული მხარის მტრული ქმედებების შედეგია, რომელთაგან ბოლო იყო ორი თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე მოლაპარაკებების დროს, რამაც ფაქტობრივად ზურგში დანა ჩაგვარტყა“, – აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.

კახა კალაძე – უკრაინასთან მიმართებით რა პოზიციაც გვქონდა, იმავე პოზიციაზე ვრჩებით, გვინდა, უკრაინაში იყოს მშვიდობა

უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეგვიცვლია, იმავე პოზიციაზე ვრჩებით, ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს და მშვიდობას ვუსურვებთ უკრაინას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის მხრიდან საქართველოსთან უმაღლეს დონეზე კონტაქტების გააქტიურებასთან დაკავშირებით.მისი თქმით, სომხეთში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ჰქონდა გარკვეულ საკითხებზე სასაუბრო.„ჩვენ არანაირი პოზიცია არ შეგვიცვლია, რა პოზიციაც გვქონდა უკრაინასთან მიმართებით, იმავე პოზიციაზე ვრჩებით.  ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ გვაკავშირებს მეგობრული ურთიერთობა და არავის სიამოვნებს ის, რაც უკრაინაში ხდება. უმძიმესია ეს ყველაფერი, რადგან ომმა უკრაინელ ხალხს მოუტანა ძალიან დიდი უბედურება, დაკარგული ტერიტორიები, უამრავი გარდაცვლილი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა, ეს ძალიან მძიმეა და მშვიდობას ვუსურვებ უკრაინას. მე არავის ვადანაშაულებ. ხალხი რატომ გვირჩევს პოლიტიკოსებს? იმისთვის, რომ გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც, პირველ რიგში, ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი და ქვეყანას აარიდებს საფრთხეებს. უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც, პირველ რიგში, დაიცავს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარდეს. მე ასე ვუყურებ და ასე წარმომიდგენია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება მაქვს უკრაინასთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, საჭირო თუ გახდება იმ საკითხების გასაჯაროება, რაზეც პირველ პირებს შორის იყო საუბარი, ასეც მოხდება.„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა. როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მას ჰქონდა რაღაც საკითხები და პრემიერ-მინისტრმა, რა თქმა უნდა, მოუსმინა, ეს დიპლომატიაა. თუ საჭირო იქნება  საკითხების გაჟღერება ჩვენი მხრიდან ან მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, ასეც იქნება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ბოლო სიახლეები