ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

რატი ბრეგაძე: დღეს არავინ ამბობს, რომ სააკაშვილს აწამებენ. დღეს ის იმყოფება საავადმყოფოში და მას ყოველდღე ჰყავს მნახველები

„იმედი-LIVE“-ს ეთერში იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დღეს არავინ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ ან მის მიმართ ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას.

„დღეს არავინ ამბობს, რომ მას აწამებენ. დღეს ის იმყოფება საავადმყოფოში და, სხვათა შორის, მას ყოველდღე ჰყავს მნახველები. მას ნახულობენ ოჯახის წევრები, ადვოკატები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კონკრეტულად, უკრაინის კონსული – ყველა ის პირი, ვისაც აქვს მისი ნახვის უფლება. არც არაადამიანური მოპყრობაა და არც წამება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, ადრე სრულიად სხვა ვითარება იყო, არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ცილისწამების კამპანია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰქონდა ადგილი არასათანადო მოპყრობას.

„რაც შეეხება მაშინდელ გავრცელებულ ვიდეოკადრებს, მაშინ იყო სრულიად განსხვავებული ვითარება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო ერთი მხრივ და სახელმწიფოს აბრალებდნენ იმას, რომ თითქოსდა ჩვენ ვაწამეთ პატიმარი; თითქოსდა მიკროავტობუსი, რომლითაც იგი გადაყვანილ იქნა №18 დაწესებულებაში, გაჩერდა დაწესებულებიდან, ციხიდან 30 მეტრში; თითქოსდა ის გადმოათრიეს, ათრიეს; თითქოსდა ის იყო ნაწამები, მასზე ხორციელდებოდა არაადამიანური მოპყრობა და, ბუნებრივია, სწორედ ამიტომ იყო მაშინ ეს კადრები ნაჩვენები, რომ საზოგადოებაში არ ყოფილიყო მღელვარება და ყველა დარწმუნებულიყო, რომ არავითარ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას არ ჰქონია ადგილი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტყიბულში ხრესილის ბრძოლის 268 წლისთავი აღინიშნა

ხრესილის ომის 268-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კუბლაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.ღონისძიებების ფარგლებში გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის, სოლომონ I-ის, სოლომონ II-ის საფლავები, ასევე სოფელი ხრესილში, ხრესილის ბრძოლის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს.

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები უფრო ადრე იღვიძებენ – მეცნიერებმა ეს მოვლენა ახსნეს

ხშირად გაიგონებთ ფრაზას, რომ ხანდაზმული ადამიანები მზის ამოსვლამდე იღვიძებენ. თუმცა, როგორც აღნიშნულია huffpost.com-ის სტატიაში, ეს დიდწილად სიმართლეა. აღმოჩნდა, რომ სხეულის უნარი ბუნებრივად დაიძინოს და გაიღვიძოს მზის რიტმის შესაბამისად, გენეტიკისა და დაბერების ბუნებრივი პროცესის ნაწილია.ძილის ცვლილებების მთავარი ფაქტორი ასაკთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ცვლილებებია. მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა სინდი ლუსტიგმა და არიზონის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ძილისა და ცირკადული მეცნიერებების ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა საირამ პართჰასარათიმ, ამ პროცესის ძირითადი მიზეზები განმარტეს.ასაკის მატებასთან ერთად ტვინი ნაკლებად მგრძნობიარე ხდება. ტვინი ვეღარ აღიქვამს ისე ეფექტურად ისეთ სიგნალებს, როგორიცაა მზის ჩასვლა და ამოსვლა, მზის შუქი, კვება, სოციალური ნიშნები და ფიზიკური აქტივობა, რომლებიც გვანიშნებს, დღის რომელ მონაკვეთში ვართ. ამ სიგნალებს „დროის მიმღემებს“ უწოდებენ, რადგან ისინი ტვინს ეხმარება გააცნობიეროს თავისი ადგილი 24-საათიან ციკლურ რიტმში.ამიტომ ახალგაზრდები უკვე საღამოს გრძნობენ, რომ რამდენიმე საათში დაძინება დასჭირდებათ. უფრო ასაკოვან ადამიანებს ეს უნარი ხშირად ეკარგებათ. დროის სიგნალების ასე აღქმის უუნარობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ხანდაზმული ადამიანები უფრო ადრე იღლებიან, ვიდრე მათი შვილები ან შვილიშვილები. შედეგად კი ისინი იღვიძებენ უფრო ადრე და ხშირად სრულად დასვენებულებიც არიან, ვიდრე დანარჩენი სამყარო.კიდევ ერთი მიზეზი — სინათლეასაკის მატებასთან ერთად მხედველობაში ცვლილებები ხდება, რაც ამცირებს იმ სინათლის ინტენსივობას, რომელსაც ტვინი იღებს. ეს კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცირკადული „საათის“ სწორი რიტმის შენარჩუნებაში.პართჰასარათიმ განმარტა, რომ ეს განსაკუთრებით ეხება კატარაქტის მქონე ადამიანებს - თვალის ფართოდ გავრცელებულ დაავადებას. კატარაქტა იწვევს მხედველობის დაბინდვას, ორმაგ ხედვას და ზოგად მხედველობით პრობლემებს, რაც კიდევ უფრო ართულებს ტვინის მიერ სინათლის სიგნალების სწორად აღქმას.

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მესამე შვილს ელოდებიან – კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა, მესამე შვილს, გოგონას ელოდებიან.სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს ლიზა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.წყვილმა 2022 წელს იქორწინა, მათ ორი შვილი, გიორგი და ნინა ჰყავთ.

თოვლის გამო მოძრაობა აიკრძალა! – ინფორმაცია მძღოლებისთვის

თოვის გამო, გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანტონიუ კოშტა – ევროკავშირის ლიდერებმა ოქტომბერში აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ აანაზღაურებს ზიანს, დღეს შევასრულეთ...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ეხმაურება ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსული აქტივების უვადოდ გაყინვასთან დაკავშირებით.„ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს და არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს. დღეს ჩვენ შევასრულეთ ეს ვალდებულება“, – წერს კოშტა სოციალურ ქსელში.კოშტას თქმით, შემდეგი ნაბიჯი უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფაა 2026-2027 წლებისთვის.ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მანამდე უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებიან.

ბოლო სიახლეები