რატი ბრეგაძე: ექიმები პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენო – ასეთი განცხადებები ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ამ ხალხისთვის არ არსებობს წითელი ხაზები და არ დაინდობენ არავის
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ კიდევ ერთხელ განმარტა, რის გამო არ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი “ვივამედის” კლინიკიდან სასამართლო პროცესზე:
„ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებით ექიმების გადაწყვეტილებას. ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, პენიტენციური დაწესებულებიდან არის გადაყვანილი. მარტივად რომ ვთქვათ – როდესაც ადამიანი მიდის პირობითად ოჯახის ექიმთან, ის ეუბნება, რომ არის სრულიად ჯანმრთელი და არ სჭირდება მკურნალობა, ან დაუნიშნავს მედიკამენტოზურ მკურნალობას, ან საჭიროების შემთხვევაში გადაამისამართებს საავადმყოფოში, იმისთვის, რომ გაიაროს სტაციონარული მკურნალობა. როდესაც ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მას ეძლევა ბიულეტენი და სამსახურში არ მისვლა ეთვლება საპატიო მიზეზად. რატომ? – იმიტომ რომ, თუკი ადამიანი არის საავადმყოფოში, ე.ი. მას სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა. ანუ, მასზე პასუხისმგებელია ექიმი და რასაც იტყვის ექიმი, ის უნდა შესრულდეს. ბუნებრივია, ექიმის გადაწყვეტილება, ყველასთვის უნდა იყოს გასაგები.
რაც შეეხება აღქმებს და ამ საკითხის პოლიტიზებას, რასაც ოპონენტები ცდილობენ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. როდესაც ექიმზე ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ ექიმმა შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა და ტენდენციური იყო მკურნალობის დროს, მე თვითონ ექიმის შვილი ვარ და გაზრდილი ვარ ექიმების გარემოცვაში და დამერწმუნეთ, ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის ექიმის უდიდესი შეურაცხყოფა. ექიმმა უნდა უმკურნალოს მათ შორის საომარი ვითარების დროს, როდესაც მოწინააღმდეგე მხრიდან აღმოჩნდება დაჭრილი, ან დაშავებული სამხედრო მოსამსახურე და ჩვენ ამ ხალხზე ვსაუბრობთ იმას, რომ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. ასეთი განცხადებები ცალსახად მიუთითებს იმას, რომ ამ ხალხისთვის არ არსებობს წითელი ხაზები, როდესაც საუბარია მათ მერკანტილურ და ვიწროპარტიულ ინტერესებზე და არ დაინდობენ არავის“, – განაცხადა ბრეგაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. რის შემდეგ ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი,...
„ჩოხატაურში, ძმამ 14 წლის და გააუპატიურა, გოგონამ ბავშვი თბილისში გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე წლების წინ მომხდარ შემზარავ დანაშაულზე წერს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძების“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში შემაძრწუნებელი ამბის შესახებ წერს, რომელიც მისი ინფორმაციით წლების წინ ჩოხატაურში მოხდა. „1984...
პოლიციელებმა ალეკო ელისაშვილი ადგილიდან განარიდეს
პოლიციამ საპროტესტო აქციიდან ოპოზიციონერი დეპუტატი და "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ადგილიდან განარიდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ სვამენ დეპუტატს საპატრულო პოლიციის ავტომობილში,...
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცივი იარაღით იყო მისული
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ცივი იარაღი, სავარაუდოდ დანა ეჭირა, რის წართმევასაც პოლიცია ცდილობდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან ცოტა ხნის...
ფარული ჩანაწერი – ვინ აიძულა ახალგაზრდა ქალს ქმრის მკვლელობის საკუთარ თავზე აღება და ვინ არის რეალური დამნაშავე?
ფარულ ჩანაწერში, რომელიც "კურიერი P.S.-მა" მოიპოვა, 29 წლის ნატო ხელაძე მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, სასტიკ დანაშაულს იბრალებს - ჰყვება, რომ მეუღლე...
ადვოკატი: ლაზარე ციხეს იმ კვირის დასაწყისში დატოვებს
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის ლიკა ბითაძის ინფორმაციით, მსჯავრდადებული ციხეს შემდეგ კვირას დატოვებს. "სასამართლომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უნდა გადაგზავნოს აუცილებლად პენიტენციურ დაწესებულებაში და...