რატი ბრეგაძე: „სააკაშვილი საკუთარი ნებით არ დასწრებია რამდენიმე პროცესს და ეს კითხვა, ალბათ, მაშინაც უნდა დასმულიყო, რატომ ცდილობდა მართლმსაჯულების პროცესის პარალიზებას“

Read Time:27 Second

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, გუშინ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრება და ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია ექიმმა, ხოლო პენიტენციური სამსახური, ცხადია, დაემორჩილა და ყოველთვის დაემორჩილება.

„მთელ ამ პროცესს თქვენ მართლმსაჯულების პარალიზებას უწოდებთ თუ რომელიმე სხვა სიტყვას, ეს ყველაფერი არის ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. აქვე ყველას შევახსენებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნებით, როდესაც ის იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, არ დასწრებია თავის რამდენიმე პროცესს. ეს კითხვა, ალბათ, მაშინაც უნდა დასმულიყო, რატომ ცდილობდა, რომ თავად მოეხდინა მართლმსაჯულების პროცესის პარალიზება“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: წლების განმავლობაში ეს ხალხი ალაგებდა ნარატივს, რომ ეკლესიის და რწმენის პატივისცემა არ არის თავსებადი განვითარებასთან და პროგრესთან
Next post რომან გოცირიძე: მიხეილ სააკაშვილს რაიმე რომ მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი და ვერც ბიძინა ივანიშვილი გაასწრებს საქართველოდან