ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ისევე როგორც სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან, როგორიცაა ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
რუმინეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი ყველაფერს გააკეთებს, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად.
29 ნოემბერს ბუქარესტში ნატოს მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მიიღებს მონაწილეობას.