ორშაბათი, სექტემბერი 28, 2026

1 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
  „…ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!”, – ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.
   მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს. ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო. ასე ხდება, როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.
  ამავე დროს, წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.
  როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მო-ციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა” (იოანე 12, 14-15).
  იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!” (მათე 21, 9).
   ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას”.
   ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კიცვზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იერუსალიმში.
   იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს – მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.

ვულოცავთ სრულიად საქართველოს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“რამდენიმე წუთის წინ შემატყობინეს” – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ეკა კუპატაძე?

მოკ­ლუ­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის ეკა კუ­პა­ტა­ძის თქმით, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას ად­ვო­კატ­მა მისი ჩვე­ნე­ბა უდა­ვოდ ცნო.რო­გორც ეკა კუ­პა­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ხვა­ლინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, არც ერთ მის სი­ტყვას იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ ექ­ნე­ბა."რო­გორც რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ შე­მა­ტყო­ბი­ნეს, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას ად­ვო­კატ­მა ჩემი ჩვე­ნე­ბა(ც) უდა­ვოდ ცნო!რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ხვა­ლინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, არც ერთ ჩემს სი­ტყვას იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ ექ­ნე­ბა!ეში­ნი­ათ ჩემი სი­ტყვის იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლის!ამას ვე­ლო­დი კი­დეც!თუმ­ცა პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას მა­ინც მო­უ­წევთ ჩემი მოს­მე­ნა!" - წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

ნიკა გვარამია – ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა და ვერ დაველოდებით, ვის ვინ შეუყვარდება, უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე მომავალი თაობები...

არ შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოებრივი საჭიროებები დავამყაროთ სიყვარულსა და არსიყვარულს, ვინმეს მოვაწონებთ თავს თუ ვერ მოვაწონებთ, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.გვარამიას კითხვა დაუსვეს მის მიერ 20 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც გვარამიამ განაცხადა, რომ „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.„მე რაც ვთქვი მაშინ, იმას გავიმეორებ კვლავ და თუ ვინმემ ვერ გაიგო მმართველ გუნდში, ეჭვი მეპარება, მაგრამ შეეცადოს, რომ გაიგოს. ჩვენ არ შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოებრივი საჭიროებები დავამყაროთ სიყვარულსა და არსიყვარულს, ვინმეს მოვაწონებთ თავს თუ ვერ მოვაწონებთ, არა. ჩვენ გვაქვს ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ვერ დაველოდებით იმას, ვის ვინ შეუყვარდება, ვის ვინ შესძულდება და ა.შ. ჩვენ უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე ჩვენი მომავალი თაობები ვერ ცხოვრობდნენ კარგ და დაცულ, მდიდარ სახელმწიფოში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.მისივე თქმით, ევროკავშირის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის სერიოზული შანსი არსებობს.„მერწმუნეთ, ჩვენ აფხაზების გარეშე ეს შეგვიძლია, აფზაზებს ჩვენ გარეშე ეს არ შეუძლიათ. ამიტომ, ძალიან სერიოზული შანსი არსებობს ევროკავშირის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის. კიდევ ვუბრუნდები თქვენ მიერ დასმულ საკითხს – ვის ვინ შეუყვარდება, ამაზე მე როგორ გელაპარაკოთ, შევუყვარდებით ვინმეს თუ არა. ხალხს შეუყვარდება აფხაზები თუ არა?! ეს არ არის ის, რაზეც შეიძლება, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსმა და სახელმწიფო ჩინოვნიკმა იმუშაოს და შედეგს მიაღწიოს. სიყვარული არ ხდება დაკვეთით და მუშაობით. თავისთავადაც აღმოცენდება ხოლმე, როცა ადამიანები მშვიდობიანად, ერთად თანაცხოვრობენ. აქამდე უნდა მივიდეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, ქვეყანა უნდა გაძლიერდეს და ამისთვის ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, უნდა ავიტანოთ და მოგვიწევს, რომ ავიტანოთ და იქნება ეს ქვეყანა ერთიანი, ოღონდ ბიძინას გარეშე, ისე არ გამოვა არაფერი“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ვიქტორ ყიფიანი – დღევანდელი დღე ტრაგიკულია, ვინაიდან, საუბარია ომში ჩვენს სამხედრო წარუმატებლობაზე, დღეს ისტორიის გადაწერა ხდება – უნდა გამოვხატოთ სურვილი, რომ აფხაზებთან და ოსებთან...

დღევანდელი დღე ყოველთვის ტრაგიკულია, ვინაიდან, საუბარია კონკრეტულ ომში ჩვენს სამხედრო წარუმატებლობაზე , - ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა "ჯერ საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, სოხუმის დაცემის დღისთვის მიძღვნილი მარშის დაწყებამდე.მისივე თქმით, დღეს “ისტორიის გადაწერა“ ხდება. ამ ფონზე, ყიფიანის თქმით, დღეს უნდა გამოვხატოთ არამარტო ისტორიული მეხსიერების პატივისცემა, არამედ სურვილი, რომ მზად ვართ აფხაზებთან და ოსებთან პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობების წარმოებისთვის."დღევანდელი დღე ყოველთვის ტრაგიკულია, ვინაიდან, საუბარია კონკრეტულ ომში ჩვენს სამხედრო წარუმატებლობაზე. ამას მეტად გაფერადება და სიტყვების მოძებნა არ სჭირდება, მაგრამ ახლა კიდევ სხვა დატვირთვა შეიძინა ამ დღემ, რადგან ისტორიის გადაწერა ხდება. როცა ჩვენ აქ შევიკრიბებით ჩვენი მთავარი სათქმელი ყველაფერთან ერთად იქნება, რომ ისტორიას ვცეთ პატივი შედეგის მიუხედავად. იმ მებრძოლებს ვცეთ პატივი, რომლებმაც თავი არ დაზოგეს. რითაც გარკვეულწილად საქართველოს გეოპოლიტიკურ შედეგსაც, ჯერჯერობით პოტენციურს, რომელიც რეალიზებული არ არის, ჩაუყარეს საფუძველი. მე ხშირად ვამბობ, რომ ვიდრე თბილისში არ შეიცვლება პოლიტიკური კონფიგურაცია ქვეყნის გარეთ დალაგება შეუძლებლად მიმაჩნია მსხვილ თემებზე, მით უმეტეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, მხოლოდ შიდა ქართული თემა არ არის.ჩვენ დღეს უნდა გამოვხატოთ არამარტო ისტორიული მეხსიერების მიმართ პატივისცემა, არამედ სურვილი, რომ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენ პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობების წარმოებისთვის მზად ვართ, რომლებიც არ იქნება მხოლოდ სენტიმენტებით გაჯერებული. სურვილი მაქვს, რომ ამას დღეს ხაზი გავუსვათ", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

დონალდ ტრამპი – ველოდები ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, მათ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს არ არის ის შეთანხმება, რომლის დადებაც მე მინდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ კვირაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებას ელოდება.როგორც „აქსიოსი“ წერს, კატარი და რეგიონის სხვა შუამავლები აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების განახლებას ცდილობენ, თუმცა საკვანძო საკითხებზე მხარეთა პოზიციები კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება. ირანს სურს, ნებისმიერი მოლაპარაკება ჰორმუზის სრუტესა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადაზე იყოს ფოკუსირებული, მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან ბირთვულ საკითხზე დათმობებზე წასვლას მოითხოვს.„ველოდები ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას (მომავალ კვირაში). მათ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს არ არის ის შეთანხმება, რომლის დადებაც მე მინდა. ეს ის შეთანხმებაა, რომელსაც, შესაძლოა, ერთი წლის წინ დავთანხმებულიყავით. მათ საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.კითხვაზე, განიხილავს თუ არა ირანზე დარტყმების განახლებას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამაზე ყოველთვის ფიქრობს. ამასთან, ტრამპის განმარტებით, ამერიკელი სამხედროები ჰორმუზის სრუტიდან დიდი რაოდენობით ნავთობის გატანას უწყობენ ხელს. მისივე თქმით, შაბათ-კვირას სრუტის გავლით ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ყველაზე დიდი მოცულობა, 20 მილიონ ბარელზე მეტი გადაიტანეს.მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ტელეკომპანია NBC-ს განუცხადა, რომ ტრამპის მიერ ირანის შეთავაზების უარყოფის მიუხედავად, ირანი კვლავ კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მიღწევას ცდილობს.როგორც მედია წერს, რეგიონის ორმა წყარომ დაადასტურა ტრამპის განცხადება, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირაში გაგრძელდება. მათი თქმით, ისინი აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი დიალოგის მორიგ რაუნდს უკვე ორშაბათს ელოდებიან. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა მხარეები არსებული უთანხმოებების დაძლევას.ცნობისთვის, ირანმა აშშ-ს შესთავაზა ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების ერთი კვირის შემდეგ განახლება, იმ შემთხვევაში, თუ აშშ მოხსნის საზღვაო ბლოკადას, გააუქმებს ნავთობის გაყიდვებზე დაწესებულ სანქციებს და მთელ რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აღადგენს. როგორც ერთ-ერთმა წყარომ „აქსიოსს“ განუცხადა, სამშაბათს გამართული მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ირანულ მხარეს განუმარტეს, რომ ირანი სრუტეს არ აკონტროლებს და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებით მოთხოვნების დაყენება არ შეუძლია.ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უარყო ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს ნიუ იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებებისას გადასცა.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, რითაც დაასრულა თავისი მეორე და ბოლო ხუთწლიანი ვადის შესრულება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters- ი ავრცელებს. როგორც მედია წერს, ამით მან გზა გაუხსნა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. ვუჩიჩის გადადგომა, რომელიც უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შვიდი თვით ადრე ხდება, ემთხვევა სერბეთში 25 ოქტომბერს დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას. ეს ნაბიჯი მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი იმ შემთხვევაში, თუ მისი პარტია - „სერბეთის პროგრესული პარტია“ (SNS) - ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს.

ბოლო სიახლეები