პარასკევი, თებერვალი 6, 2026

ქართველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ევროპის ახალი ჩემპიონი ჰყავს. რევაზ დავითაძემ ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და საქართველოს ჰიმნი ბუქარესტში კიდევ ერთხელ ააჟღერა. ინფორმაციას ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს.

რევაზ დავითაძემ ატაცში სამივე ცდა (156, 160, 163) წარმატებით გამოიყენა და პირველი ადგილი დაიკავა. მან უახლოესს მდევარს მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო.

აკვრაში დავითაძემ ასევე ყველა ცდა გამოიყენა (183, 187, 190) და ვერცხლის მედალს დაეუფლა. რევაზ დავითაძემ ორჭიდის ჯამში 353 კგ. მოაგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა და შესაბამისად ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.„ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საშინელი ამბავი გვაქვს, გამორჩეული ადამიანი, ვასკა ჩუბინიძე დავკარგეთ“ – Entrepreneur Georgia

„ჟუჟუნა ღვინოს“ და „მილენიან ჰაბის“ თანადამფუძნებელი, ვასკა ჩუბინიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში Entrepreneur Georgia ავრცელებს.„საშინელი ამბავი გვაქვს, გამორჩეული ადამიანი, ვასკა ჩუბინიძე დავკარგეთ“, - წერს Entrepreneur Georgia.გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

დონალდ ტრამპის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, რომელსაც ვაშინგტონი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს, აშშ-მა პოლონეთის პარლამენტის სპიკერთან კონტაქტი გაწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, რომელსაც ვაშინგტონი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს, აშშ-მა პოლონეთის პარლამენტის სპიკერთან კონტაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ ვარშავაში აშშ-ის ელჩმა, ტომ როუზმა განაცხადა.„დაუყოვნებლივ ძალაში შესული ბრძანების თანახმად, ჩვენ აღარ გვექნება ურთიერთობა, კონტაქტი ან კომუნიკაცია სეიმ ჩაჟასტისთან, რომლის აღმაშფოთებელმა და არაპროვოცირებულმა შეურაცხყოფამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ სერიოზული დაბრკოლება შექმნა პრემიერ-მინისტრ ტუსკთან და მის მთავრობასთან ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობების ფონზე. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ზიანი მიაყენოს აშშ-პოლონეთის ურთიერთობებს და არც შეურაცხყოფა მიაყენოს დონალდ ტრამპს, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა პოლონეთისა და პოლონელი ხალხისთვის“,- წერს ელჩი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, პოლონეთის პარლამენტის სპიკერმა, ვლოძიმეჟ ჩაჟასტიმ განაცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის და ისრაელის ქნესეთის სპიკერის, ამირ ოჰანას მიერ წამოყენებულ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის ხელმძღვანელების მობილიზებას, რათა ტრამპი 2026 წელს ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინონ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მცდელობებისთვის.

თავისუფალი ჭიდაობა | ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე ანდრო მარგიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ანდრო მარგიშვილმა (97 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი ვეგი დამაჯერებლად, 12:2 დაამარცხა.ტურნირის პირველ დღეს მედლები საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა მოიპოვა – აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი ნიკა ზაქაშვილი (65 კგ) დაეუფლა.საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ოთხი მედლით და გუნდური მესამე ადგილით დაასრულა.

დონალდ ტრამპი – ვიქტორ ორბანი ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია, მას ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისთვის

უნგრეთის უაღრესად პატივცემული პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ნამდვილად ძლიერი და ძლევამოსილი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს., – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპმა აღნიშნა, მოუთმენლად ელოდება ვიქტორ ორბანთან თანამშრომლობის გაგრძელებას.„უნგრეთის უაღრესად პატივცემული პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ნამდვილად ძლიერი და ძლევამოსილი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს. ის დაუღალავად იბრძვის და უყვარს თავისი დიდი ქვეყანა და ხალხი, ისევე როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატები. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, არალეგალური იმიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად!უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებს მიაღწია ჩემი ადმინისტრაციის დროს, ძირითადად პრემიერ-მინისტრ ორბანის წყალობით. მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ორივე ქვეყანამ შეძლოს წარმატებისა და თანამშრომლობისკენ მიმავალ ამ უზარმაზარ გზაზე წინსვლა.მე ამაყი ვიყავი, რომ ვიქტორს 2022 წელს არჩევნებში ვუჭერდი მხარს და დიდი პატივია ამის გაკეთება კიდევ ერთხელ. ვიქტორ ორბანი ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას აქვს ჩემი სრული და სრული მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისთვის. ის იმედს არასდროს გაუცრუებს უნგრეთის დიდებულ ხალხს!“, – წერს ტრამპიცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.

ბოლო სიახლეები