“ეს არის კაცი, რომელიც 8 საათი იდგა ოპერაციაზე, გახდა ცუდად, მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა ახალგაზრდის გადასარჩენად” – ცნობილი ქირურგი ოპერაციის გაკეთების დროს გარდაიცვალა
ცნობილი ქირურგი, როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ფეისბუქგვერდი “ყველაფერი მედიცინაზე” ავრცელებს.
“ეს არის კაცი, რომელიც 8 საათი იდგა ოპერაციაზე, ოპერაციის მიმდინარეობისას თავად გახდა ცუდად მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად.
ბატონი როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა, გვერდის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და სრულიად ქართულ სამედიცინო საზოგადოებას.
ყოველთვის გვემახსოვრებ, რომ შენ აირჩიე ფიცის ერთგულება, სიცოცხლის ფასად #გმირო”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.