ირაკლი ღარიბაშვილი – აქტიურად ვმუშაობთ რეკომენდაციებზე, კარი გავუღეთ ყველა აქტორს, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს.
მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და კარი გაუღეს ყველა აქტორს, რათა მათაც მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა, რომ რთული დროა და მთავრობებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ხალხის წინაშე. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მაქსიმუმს აკეთებენ, რათა დაიცვან ქვეყნის და ხალხის ინტერესები ამ რთულ დროს.
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს და ევროკომისიის მიერ. ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. იქნებოდა არასამთავრობო სექტორი, თუ ოპოზიციური პარტიები, ჩვენ კარი გავუღეთ ყველა აქტორს, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენი მხრივ, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ სტატუსი. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ დღეს, და ამის თაობაზე ბატონმა პრემიერმა უკვე ისაუბრა, ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა, მთავრობებს და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინაშე. აქვე, მინდა, აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხალხის ინტერესები ამ რთულ დროს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამავდროულად, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, თავის ევროპულ არჩევანს.
„ჩვენი ეკონომიკა ვითარდება, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე, ასე ვთქვათ, დაუახლოვდეს კიდევ უფრო ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...