ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. „ინტერპრესნიუსი“ დეტალების დაზუსტებას ცდილობს.

ირაკლი ხახუბია  51 წლის იყო. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა. ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი – 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

2020 წლის არჩევნების ყალბი შედეგების გავრცელებაში, ISFED-თან ერთად, USAID იყო ჩართული, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ხალხმა ამხილა ის, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ოთხი...

ყველაფერი დაიწყო 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას, როდესაც „ქართული ოცნება“ ღიად და პირდაპირ იღებდა მინიშნებებს, რომ მიუხედავად საარჩევნო შედეგისა თუ ხალხის ნებისა, უნდა დაეთმო ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, როდესაც „სამართლიან არჩევნების“ მხრიდან 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების საკითხზე საუბრობდა.მისი განცხადებით, ოთხი წლის შემდეგ, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გამოააშკარავა, რომ სწორედ USAID გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დესტაბილიზაციისთვის.„თქვენ გახსოვთ ორი ვადის ამოწურვის შესახებ კამპანია, უცხო ქვეყნების ელჩების დემოკრატიის გაკვეთილები კოალიციური მმართველობის სიკეთეებზე და მსგავსი მინიშნებები. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ კონსოლიდირებულმა ოპოზიციამ ტრადიციულად გაყალბებული უწოდა. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმეკვირიანი კამპანია, დემონსტრაციები და ცესკოსთან გამართული პროტესტი, რომელიც ენჯეო „სამართლიანი არჩევნების“ გაყალბებულ პარალელური დათვლის შედეგს ეფუძნებოდა. მეათე მოწვევის პარლამენტი 2020 წლის 11 დეკემბერს შეიკრიბა და დააანონსა, რომ შექმნიდა საგამოძიებო კომისიას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების საკითხსაც შეისწავლიდა. იმავე დღეს, საპარლამენტო გამოძიებით შეშინებულ „სამართლიან არჩევნებს“ საკუთარი ტყუილის საჯაროდ აღიარება მოუწია. მოგვიანებით კი, სხვა აღიარებაც მოვისმინეთ, რომ ყალბი შედეგების გავრცელებაში „სამართლიანი არჩევნების“ დონორი, აშშ-ის განვითარების სააგენტოც (USAID) იყო ჩართული. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ამხილა ის, რაც, ოთხი წლის შემდეგ, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გამოააშკარავა. კერძოდ ის, რომ USAID გამოიყენებოდა ხელისუფლებების დესტაბილიზაციისთვის და სახალხო დემოკრატიის გარედან მართული დემოკრატიით ჩანაცვლებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჩემი შვილი საოპერაციო იყო და უნდა გაეყვანათ, მაგრამ მუხაძე (“ქილერა”) უარს ამბობდა გაყვანაზე, ერთი თვე აწამა ამ ტკივილებით, არც “რეზბალნიციდან” გაუშვა – ნანა ქადაგიშვილი

"ტატიშვილის კლინიკიდან ექიმი შევიყვანე "რეზბალნიცაზე" ექოსკოპიით, დადგინდა, რომ ჩემი შვილი საოპერაციო იყო და უნდა გაეყვანათ, მაგრამ მუხაძე ("ქილერა") უარს ამბობდა გაყვანაზე, ჩვენ ექიმები გვყავს აქ, თუ არადა, თქვენი ექიმებიც მოვიდნენ და აქ გავუკეთებთ ოპერაციასო", - ამის შესახებ, დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, ალექსანდრე მუხაძეს ("ქილერა") ციხის კართან დახვდა და ბოლოს შეძლო, შვილი საოპერაციოდ გაეყვანა, თუმცა, ოპერაციიდან მეორე დღესვე უკან დააბრუნეს."ამაზე არც ჩემი შვილი დათანხმდა და არც მე დავთანხმდი, იმიტომ, რომ უკვე ვიცოდით, რა ხდებოდა იქ ოპერაციების დროს და ერთი თვე აწამა ამ ტკივილებით, არც "რეზბალნიციდან" გაუშვა. ბოლოს, მუხაძეს ციხის კართან დავხვდი დილით ადრე და ვუთხარი, ყველაფერს მე გადავიხდი, ბოლოსდაბოლოს ადამიანი ხომ ხარ, გამოვიყვან, ახალგაზრდა ბიჭი ცოდოა, არ გეცოდება-მეთქი? მაშინ, განცხადება დაწერეთ, რომ თქვენ ამ თანხას იხდითო, კი-მეთქი, ეს თუ პრობლემა იყო, ამდენ ხანსაც გადავიხდიდი. გავიყვანეთ და ოპერაციის შემდეგ ერთი დღე დატოვეს საავადმყოფოში, მეორე დღეს უკვე გადმოიყვანეს, თუმცა, ძალიან ვეხვეწე, ორი-სამი დღე დაეტოვებინათ. ახლა რომ გორაობს ის "ვივამედის" კლინიკაში, ეგრე კი არ იყო, მეორე დღესვე გადმოიყვანეს ჩემი ნაოპერაციები შვილი," - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.როგორც მან აღნიშნა, ოპერაციის შემდეგ, შვილთან კონტაქტი საერთოდ აღარ ჰქონდა, თუმცა, ერთ დღეს მას უკვე დაკავებულმა სულხან მოლაშვილმა დაურეკა და დაამშვიდა, რომ დავით მირცხულავასთან ერთად, ის უვლიდან ქადაგიშვილის ნაოპერაციებ შვილს და ნემსებსაც ისინი უკეთებდნენ. ამის მიუხედავად, არჩილ ქადაგიშვილი B ჰეპატიტით მაინც დაავადდა, მას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უკვე მეოთხე სტადიის ციროზი ჰქონდა და ამ დაავადების შედეგად გარდაიცვალა."შემდეგ საერთოდ აღარ მქონდა ჩემს შვილთან კონტაქტი, ძალიან ვნერვიულობდი, დილით მივდიოდი, შუაღამით მოვდიოდი, მაინც ვერავისგან ვერაფერს ვიგებდი და ბოლოს ზარი გაისმა ჩემს ტელეფონზე, მირეკავს სულხან მოლაშვილი და მეუბნება, რომ ქალბატონო ნანა, არ ინერვიულოთ, მე და დათო ვუვლით მას, ნემსებსაც ჩვენ ვუკეთებთო. ვიცი, რაზეც ნერვიულობთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, არ მივაკარებთო და ყველაფერს ისინი უკეთებდნენ. ასე გადარჩა აჩიკო იმ დროს, მაგრამ ბე ჰეპატიტი მაინც შეყარეს მას. დაიღუპა ბე ჰეპატიტის შედეგად, ციხიდან რომ გამოვიდა, უკვე მეოთხე სტადია ციროზი ჰქონდა", - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ურყევი პარტნიორობა და საერთო სტრატეგიული მიზნები – დავით სონღულაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 წარმოდგენილ ქართულ პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა; დავით სონღულაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში „Agriculture: Mobilizing Countries for Nature“ მიიღო მონაწილეობა და კლიმატის ცვლილების თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კლიმატის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელს მუხტარ ბაბაევს შეხვდა.„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ურყევი პარტნიორობა და საერთო სტრატეგიული მიზნები. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში განუყოფელია რეგიონული სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და გარემოს დაცვის საერთო დღის წესრიგისგან.აზერბაიჯანში ვიზიტის გრაფიკი საკმაოდ დატვირთული იყო. პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 ჩვენი მხარდაჭერით და ორგანიზებით საქართველოს ეროვნული პავილიონია წარმოდგენილი. პავილიონს ესტუმრა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.ჩვენი მიზანია, საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენებზე. ასეთი პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველოს პოტენციალი ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ და გავზარდოთ ექსპორტის შესაძლებლობები.აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო კლიმატის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელთან მუხტარ ბაბაევთან შეხვედრა, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია არსებული კავშირების გაძლიერების გზაზე. შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გატარებული ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის საკითხები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები დეტალურად განვიხილეთ.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარება ბუნების დაცვის კუთხით იქნა განხილული. სიტყვით გამოსვლის დროს, ჩემი მხრიდან ხაზი გავუსვი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალურ მნიშვნელობას და ამ პროცესში სოფლის მეურნეობის როლს.მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ვიზიტის ორგანიზებისთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისთვის გაწეული მუშაობისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი კვირის დაჭერილი იყო, სააკაშვილის ძმის იურისტმა და მეგობარმა, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი,...

ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი კვირის დაჭერილია, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, მაშინ დავხურავთ ამ საქმეს და ყველანი ჩვენ-ჩვენი გზით წავალთო, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.მისი თქმით, ლევან პატეიშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის მეგობარი და იურისტი იყო, ქადაგიშვილს მეორედაც დაურეკა და განუცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილი მასზე გაბრაზებული იყო, მაგრამ 10 მილიონის გადახდის შემთხვევაში, მისი მეუღლის საქმეს შეწყვეტდა.„ეს შემომითვალეს ლევან პატეიშვილის პირით, რომელიც იყო სააკაშვილის ძმის იურისტიც და მეგობარიც. ჩემგან უარი მიიღეს და ვუთხარი, რომ არ ვიცი როგორ მოახერხეთ, მაგრამ თქვენ ყველა ანგარიში სადაც კი რამე ქონება და თანხა გვქონდა, ბარათებიც კი რაც სახლში გვქონდა, ისინიც კი ამოიღეს. ასე რომ, ელემენტარული ფულითაც არ დავრჩენილვართ სახლში. როდესაც ადამიანს ბანკი გაქვს, ფულს სახლში რატომ დადებ, თუ გაქვს?! მეორე ჯერზე, მირეკავს და მეუბნება ცინიკურად, რომ ადეიშვილი საერთოდ გაბრაზებულია თქვენზე და შემოგითვალა, რომ 10 მილიონი დოლარი მოიტანე და ამ საქმეს შევწყვეტო." - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.

სოზარ სუბარი: სააკაშვილის მიერ მწამებელი ადამიანის, ქილერას ღირსების ორდენითა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოება მტკიცებულებაა, რომ წამება არ იყო ვიღაც კილერების თვითშემოქმედება,...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ნანა ქადაგიშვილის მოსმენისას განცხადება გააკეთა.დეპუტატმა აღნიშნა, რომ რეჟიმის პრეზიდენტის მიერ, მაგალითად ალექსანდრე მუხაძის, იგივე ქილერას ღირსების ორდენით დაჯილდოება, მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმის დროს მომხდარი საზარელი წამების ფაქტები არა ვინმეს თვითშემოქმედება, არამედ ხელისუფლების პოლიტიკა იყო.„მინდა ჩართვა გავაკეთო იმ ადამიანებისთვის, ვინც გვისმენენ.მწამებელი ადამიანი მეტსახელად ქილერა მიხეილ სააკაშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა; 2012 წელს კი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, მართლა ერთ - ერთი უმაღლესი საბრძოლო ჯილდოთი - ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. ეს არის მტკიცებულება, რომ ეს არ იყო ვიღაც კილერების და ვიღაცების თვითშემოქმედება, ეს იყო სახელმწიფოს პოლიტიკა- ადამიანების წამება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები