ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

ანრი ოხანაშვილი: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს

შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენ უწყებათაშორის ანტიკორუფციული საბჭოს

„რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნას, ამასთან დაკავშირებით შემოთავაზებულია შემდეგი წესი: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს პრემიერს, ხოლო პრემიერ-მინისტრი შერჩეული კანდიდატებიდან შეარჩევს და დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს. ეს საკანონმდებლო ცვლილებები მთლიანობაში ემსახურება ეროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის მე-4 პუნქტის შესრულებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტის განხილვას მომდევნო კვირიდან შეუდგება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ზურაბ პოლოლიკაშვილი – კარგი იქნება, თუ ირაკლი კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა – გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა

ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის გაწვევის გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ იყო.ამის შესახებ ის „ფორმულასთვის“ გაგზავნილ წერილში საუბრობს და ითხოვს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახსნას, რატომ გააკეთა ეს და „რაში გაცვალა“ მისი კანდიდატურა.„ალბათ, უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება, თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს... 3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას - მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, - აღნიშნავს ის წერილში, რომელსაც "ფორმულა" ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე – ალბანეთში, სამიტზე ერთადერთი საკვანძო, ძირითადი გზავნილი, რაც შეიძლება გვქონდეს,არის სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიმართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, ალბანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეექვსე სამიტი ერთდღიანია და შეხვედრები დერეფნებსი იმართება.„ფორმატს რაც შეეხება, არის ერთდღიანი საკმაოდ დატვირთული. ერთადერთი, სადაც შეიძლება იქ შეხვედრები გაიმართოს, არის დერეფნები, ასეც ხდება ხოლმე. დერეფნებში, როგორც წესი, ხვდებიან ერთმანეთს ლიდერები და ამას ყოველთვის ვაკეთებთ ჩვენც. როგორც წესი, გამორიცხულია, ასეთი სესიის დროს არ მოგეცეს, სულ მცირე, ექვს-შვიდ ლიდერთან გასაუბრების საშუალება. ჩვენ არც მოგვითხოვია შეხვედრები, მაგრამ ადგილზე ვეცდებით, ყველას გავესაუბროთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.კითხვაზე, ლიდერებთან შეხვედრისას, რა იქნება მთავარი გზავნილები, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მის მიერ გავრცელებულ წერილში გახმოვანებულია სწორედ ის გზავნილები, რაც საქართველოს აქვს.„პრეზიდენტს ტრამპის მიმართ და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ გავრცელებულ ღია წერილში ჩვენ რაც გავახმოვანეთ, ეს არის ძირითადად ჩვენი გზავნილები. ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს, ეს არის სამართლიანობა ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ძალიან ბევრი ბრძოლა გვაქვს, ოთხი ომი გვაქვს გამოვლილი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გვაქვს გამოვლილი ასევე არაერთი საერთაშორისო მისია. ჩვენი 32 ჯარისკაცი დაიღუპა საერთაშორისო მისიებში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცი გვყავდა წარმოდგენილი, იგივე ავღანეთი რომ ავიღოთ, აბსოლუტურ მაჩვენებლებში მეოთხე ადგილზე ვიყავით ჩვენი მისიით. ამხელა წვლილი გვაქვს შეტანილი საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში, ასეთი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, სად არის დაფასება. არავითარი დაფასება. რაც შეეხება დემოკრატიას, ამხელა პროგრესი განიცადა ქვეყანამ ამ 12 წლის განმავლობაში, სად არის ამის დაფასება. არავითარი დაფასება, არავითარი გათვალისწინება. ერთადერთი გზავნილი რაც შეიძლება გვქონდეს, საკვანძო, ძირითადი გზავნილი, ჩვენ ხომ ზედმეტს არაფერს არ ვითხოვთ, ეს არის სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამაზე შეიძლება ყველასთან საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტყიბულელი გიორგი ონიანი, ჭადრაკში 8 წლამდე ჭაბუკებში საქართველოს ჩემპიონია, მან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა!

ვულოცავ ტყიბულს, ჩემს ქალაქს! საქართველოს ჩემპიონი გვყავს ჭადრაკში! გიორგი ონიანი 8 წლამდე ჭაბუკებში , 9 შესაძლებლობიდან 7, 5 ქულით, საქართველოს ჩემპიონი გახდა და მან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა!

ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა.პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს მისი თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ექსპერტთა შემადგენლობაც განსაზღვრა.

ირაკლი კობახიძე – ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს“, გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერა, დარჩება სტატუს კვო, თუმცა ამ პირობებშიც ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის ინტერესებს

ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება სტატუს კვო, თუმცა სტატუს კვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ აშშ-დან არ იქნება პასუხი და არ იქნება არანაირი რეაგირება, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ „დიფ სთეითი“ ვერ მარცხდება, ვერ სუსტდება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, ასეთ პირობებში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში იქნება მეტი გამოწვევები.„ჩვენ ოთხი წელი ბევრად უფრო რთულ ვითარებაში გვიწევდა ეროვნული ინტერესების დაცვა და ვიყავით უარესი სცენარისთვის მზად, რასაც ერქვა ტრამპის ოპონენტის არჩევა და შესაბამისად, პირდაპირ „დიფ სთეითის“ დარჩენა აშშ-ის ხელისუფლებაში, აქაც დავიცავდით ეროვნულ ინტერესებს. მარტივად არის საქმე, თუ ტრამპი შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, ამ შემთხვევაში დარჩება სტატუს კვო, თუმცა სტატუს კვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, მიჩვეული ვართ ჩვენ უკვე ამ მდგომარეობას ყველასთან, მათ შორის აშშ-თან. იმედი გვაქვს, ცალმხრივი არ იქნება ეს მეგობრობა, იქნება ორმხრივი, თუმცა ვნახოთ, ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები