გია ვოლსკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე-სასარგებლო იქნებოდა, ამ თემაზე ასეთი დემარშები არ გაკეთებულიყო
„სასარგებლო იქნებოდა, რომ ამ თემაზე ასეთი დემარშები არ გაკეთებულიყო და აქცენტები არ ყოფილიყო გადატანილი, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, თვითონ პრეზიდენტმა, მისმა ადმინისტრაციამაც, რომ პრეზიდენტს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმომადგენლობითია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ეს იყო შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებული შეხვედრა და ასეთი დემარში სრულიად ზედმეტია.
„ეს არ იყო სახალხო დღესასწაული, თუნდაც 26 მაისი, როდესაც ეს წარმომადგენლობითი ფუნქცია პრეზიდენტს რასაკვირველია ეზრდება. იყო ძალიან შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებული მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზედაც განხილული თემები არანაირ კონსტიტუციურ ასპექტში არ უკავშირდება პრეზიდენტის ფუნქცია-მოვალეობებს. ლაპარაკი, რომელიც მოვისმინე ზოგიერთისგან, რომ გვეთქვა პრეზიდენტისთვის, ვითომ შემრიგებლურ-დამრიგებლური ტონით და არ გაეკეთებინა მას ასეთი დემარში და განცხადება, რაღაც ბავშვურ, გულუბრყვილო, უფრო პრეტენზიებად, კაპრიზად ჟღერს, ვიდრე მიახლოებით საქმესთან დაკავშირებულ საკითხად. ასე რომ, დემარში არის აბსოლუტურად ზედმეტი და არასაჭირო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...