სამშაბათი, სექტემბერი 29, 2026

თენგიზ ცერცვაძე: COVID-19-ის პანდემია გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც, საბედნიეროდ კლების ტენდენციით

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საუბრობს, თუ როგორ შეიძლება მოვახდინოთ COVID-ის მართვის შემდგომი ოპტიმიზაცია. როგორც ის აცხადებს, COVID-19-ის პანდემია გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც, საბედნიეროდ კლების ტენდენციით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვლავ ვინარჩუნებთ COVID გარდაცვალების შემთხვევებს მინიმალურ ნიშნულზე. ბოლო კვირაში იყო სულ 5 გარდაცვალების შემთხვევა (საშუალოდ ერთზე ნაკლები დღეში), იმის წინა კვირას – 6 გარდაცვალების შემთხვევა და ა.შ.

უკვე ბოლო 6 თვის მანძილზე COVID გარდაცვალების შემთხვევები ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. თითქმის მივაღწიეთ იმას, რომ COVID-ს ვმართავთ, როგორც ერთ-ერთი რიგით რესპირაციულ ინფექციას მინიმალური გავლენით ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგრამ ქვეყნის ჯანდაცვას აქვს რესურსი კიდევ უფრო მეტად შევამციროთ COVID დამძიმების და გარდაცვალების შემთხვევები, რისთვისაც საჭიროა შემდეგი:
1. ვაქცინაცია:
სადღეისოდ დადასტურებულია, რომ ვაქცინა ყოველთვის ვერ იცავს ადამიანს COVID-ით ინფიცირებისგან, მაგრამ საიმედოდ (70-75%-ით) იცავს დაავადების დამძიმებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და ლეტალური გამოსავლისგან – განსაკუთრებით მათ, ვისაც გაკეთებული აქვთ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა/დოზები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია 60 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის და მათთვის, ვისაც აქვს სერიოზული თანხმლები ქრონიკული დაავადებები.
სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ძალიან კარგი, თითქმის იდეალური პირობები (მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა, გამართული ინფრასტრუქტურა, მომზადებული მედპერსონალი, მაღალი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება), მაგრამ ამის მიუხედევად, სამწუხაროდ, საქართველოში COVID ვაქცინაციით მოცვა კვლავ დაბალია – სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 1/3. მაშინ, როდესაც ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების უმრავლესობაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 2/3-ზე მეტი. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მოსახლეობის სკეპტიკური განწყობა ვაქცინაციისადმი. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ექიმების, მათ შორის ცნობილი ექიმების ყოვლად უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო განცხადებები COVID ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ.
2. დაგვიანებული მიმართვა ექიმთან:
ავადმყოფების ნაწილი COVID-ის სიმპტომების გამოვლენისთანავე არ იკეთებს COVID ტესტირებას, რომელიც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომი. ხოლო დადასტურების შემთხვევაში არაიშვიათად თავს იკავებს ექიმთან კომუნიკაციისგან, ეწევა თვითმკურნალობას და მხოლოდ უკიდურესი დამძიმების შემდეგ მიმართავს ექიმს/კლინიკას. ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს: ადამიანების ნაწილი სერიოზულად არ აღიქვამს COVID-ს და მით გამოწვეულ საფრთხეებს. ან კიდევ ხედავს რა, რომ მათმა ახლობელმა, მეზობელმა ან ნაცნობმა (მათ შორის ასაკოვანმა და თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანებმაც) იოლად გადაიტანა COVID,ფიქრობს რომ მის შემთხვევაშიც ასე იქნება. არადა, უნდა გვახსოვდეს, რომ COVID ძალიან არაპროგნოზირებადი დაავადებაა, ის შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად (უსიმპტომოდაც კი), საშუალო სიმძიმით ან ძალიან მძიმედ, ან კიდევ დაიწყოს მსუბუქად და სწრაფად დამძიმდეს და წინასწარ ამის გამოცნობა ადვილი არ არის.
3. სწორი მართვა

სამწუხაროდ, ოჯახის/ონლაინ კლინიკების ექიმების ნაწილი და ზოგიერთ COVID კლინიკაც კი სათანადო (პირდაპირი) ჩვენებების დროსაც კი არ უნიშნავს პაციენტს პაქსლოვიდს ან რემდესივირს. უფრო მეტიც არის შემთხვევები, როცა COVID ავადმყოფს მკურნალობენ აზითრომიცინით, ფლუვოქსამინით, ივერმექტინით და სხვ., რაც სერიოზული შეცდომაა და მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების დამძიმების რისკებს.
მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და გვიან დაუკავშირდნენ ექიმს და შესაბამისად დაგვიანებით დაიწყეს მკურნალობა. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში ჰქონდათ კომუნიკაცია ექიმთან და ასრულებდნენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა.
• დაბეჯითებით მინდა მოვუწოდო მოსახლეობას COVID-ის პირველივე სიმპტომების (რომლებიც ყველასთვის ცნობილია) გამოვლენისთანავე (პირველივე დღეს) ჩაიტაროს ტესტირება COVID-ზე

• COVID-ის დადასტურების პირველივე დღეს დაუკავშირდნენ ოჯახის/ონლაინ კლინიკის ექიმს – ჩვეულებრივ ექიმი რეკავს პაციენტთან, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, თვითონ პაციენტი უნდა დაუკავშირდეს თავის ოჯახის/ონლაინ კლინიკის ექიმს და ზუსტად მისდიოს მის რეკომენდაციებს.

• საჭირო შემთხვევებში და საჭირო ჩვენებისას (60 წელზე მეტი ასაკი, სერიოზული თანხმლები ქრონიკული დაავადებები, COVID-ის მძიმე მიმდინარეობა და სხვ.) აუცილებლად პირველივე დღეებში (უმჯობესია პირველ 3 დღეში) დაწყებულ იქნეს მკურნალობა პაქსლოვიდით ან რემდესივირით.

• ყველა იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის დამძიმება მაინც მოხდა, ავადმყოფი დაუყოვნებლიც გაიგზავნოს COVID კლინიკაში.

• მოსახლეობამ აქტიურად გააგრძელოს ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით.
ამ არც თუ ძნელად შესასრულებელი პირობების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება ავადმყოფის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-19-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი...

ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია, ცხრაპროცენტიანი ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 60%-ს აჭარბებდა, ლარის კურსი 3,3–3,4-ის ნიშნულზე იყო ასული, გაჩერებული იყო ყველაფერი და ქვეყანა ფაქტობრივად „დეფოლტის“ საფრთხის წინაშე იდგა. ასეთ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა გახარიამ, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში წერს.ღარიბაშვილი თავის გზავნილში მეორედ გაპრემიერების შემდგომ პერიოდზე წერს და აღნიშნავს, რომ „თავი არავისთვის დაუხრია“ და ასეთი უკომპრომისო პოლიტიკით ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო.„საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში:ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია (ვაქცინების დეფიციტი), ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, მინუს ექვსპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა, ცხრაპროცენტიანი ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 60%-ს აჭარბებდა, ლარის კურსი 3,3–3,4-ის ნიშნულზე იყო ასული, გაჩერებული იყო ყველაფერი და ქვეყანა ფაქტობრივად „დეფოლტის“ საფრთხის წინაშე იდგა.ასეთ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა გახარიამ, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა. ხელისუფლება ჩამოშლის პირას იყო, მმართველი პარტია - დემორალიზებული, გუნდი - დაბნეული, ხოლო პარტიის იმჟამინდელი რეიტინგი 35–37%-მდე იყო დაცემული. ასეთი ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე 2021 წლის 18 თებერვალს.პრემიერად დანიშვნისთანავე, უმოკლეს დროში აღვადგინეთ წონასწორობა, გავამყარეთ გუნდი, დავასტაბილურეთ ვითარება, გუნდთან ერთად გადავდგით გაბედული, ქმედითი, ეფექტიანი და იმ დროისთვის რისკიანი ნაბიჯები: გავხსენით ქვეყანა, შემოვიტანეთ სამი სახის ვაქცინა, უარი ვთქვით კოვიდდიქტატურაზე და ჩვენს ხალხს გამოვუცხადე სრული თავისუფლება ვაქცინაციასთან დაკავშირებით.პარალელურად გავხსენით დაკეტილი ეკონომიკა, ძლიერი ბიძგი მივეცით ბიზნესსა და ეკონომიკურ განვითარებას. კოვიდის პირობებში დავიწყეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ინიციატივების განხორციელება, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონების განახლების პროგრამა და ყველა მუნიციპალიტეტში გავშალეთ სამუშაოები.იმავე წელს დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი არჩევნები. 43%-იანი ბარიერი დავძლიეთ და ავიღეთ 47%.თავიდან ავიცილეთ დესტაბილიზაცია და სააკაშვილის მონაწილეობით რევოლუციის მოწყობის მცდელობა, ადგილი მივუჩინეთ ყველა დესტრუქციულ ძალას და დავასრულეთ პოლიტიკური კრიზისი. და ბოლოს, უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავხურეთ როგორც 2021, ასევე 2022 წელი.ყველაზე სწრაფად ქვეყნის ეკონომიკა ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გაიზარდა. სამ წელიწადში ეკონომიკა ოცდაათი მილიარდი ლარითგაიზარდა. შევძელით ინფლაციის კონტროლი - ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ ჩამოვიდა და ცალკეულ პერიოდებში 1%-ზე ქვემოთაც კი იყო. შედეგად, ფასებზე წნეხი მოიხსნა. მაგალითად, თურქეთის ბაზრის გახსნითა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შემოღებით წამლების ფასებმა მყისიერად დაიკლო - საშუალოდ 30–40%-ით შემცირდა და შედეგად, ორ წელიწადში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას 400 მილიონი ლარი დავაზოგვინეთ. აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე მედიკამენტები 100–300%-იანი ფასნამატით იყიდებოდა და ეფექტიანი კონტროლი არ არსებობდა.ბიუჯეტის დეფიციტი 9%-იდან 2,8%-მდე ჩამოვწიეთ, ლარის კურსი 2,6–2,7-ის ფარგლებში დავასტაბილურეთ. მთავრობის ვალი სამ წელიწადში მკვეთრად შევამცირეთ 60%-იდან 38%-მდე.მოსახლეობაზე და განსაკუთრებით გაჭირვებულ მოქალაქეებზე გათვლილი მიზნობრივი პროგრამებით (მაგალითად, ყოველწლიურად 500 მილიონი ლარი გამოვყავით და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ყოველთვიური დანამატები დავუნიშნეთ) უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, შეიქმნა ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი. მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ გავზარდეთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასები (სამ წელიწადში 40-50%-ით გავზარდეთ პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სპეცსამსახურების თანამშრომელთა ხელფასები), გავზარდეთ პენსიები, ხელფასები გავუზარდეთ მასწავლებლებსა და ექიმებს.მაღალი და რეალური ეკონომიკური ზრდა საშუალებას გვაძლევდა, წლის განმავლობაში არაერთხელ გაგვეზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი და დამატებითი თანხები მიგვემართა ქვეყნისა და მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებისთვის.სწრაფი ტემპით ვითარდებოდა ყველა სფერო და ყველა მიმართულება. საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზე იყო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის. ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით მესამე ადგილზე ვიყავით, ხოლო მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით - მეათე ადგილზე. ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გუნდთან ერთად დავძლიეთ ურთულესი კრიზისები. თავიდან ავიცილეთ რევოლუციისა და ომში ჩათრევის რეალური საფრთხეები.რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ურთულესი ზეწოლისა და წნეხის მიუხედავად, მტკიცედ და უკომპრომისოდ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, თავიდან ავირიდეთ დესტაბილიზაცია და ომის რეალური საშიშროება. ქვეყნის შიგნით მიმდინარე სწრაფი განვითარების პარალელურად აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვაწარმოებდით.სამ წელიწადში განვახორციელეთ 25 საგარეო ვიზიტი. შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით. გავაფორმეთ ახალი სტრატეგიული შეთანხმებები და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. წარმატებული ვიზიტები მქონდა ჩინეთში, ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთისა და ყურის ქვეყნებში, ისრაელსა და იორდანიაში (უწმინდესის, ილია მეორის, კურთხევით, სამასი წლის შემდეგ საქართველო დაბრუნდა წმინდა მიწაზე).გავამყარეთ მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები რეგიონში. ბოლო პერიოდში პირველი მედიაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სწორედ ჩემი მონაწილეობით განხორციელდა. ასევე, პირველად გაიმართა სამივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა თბილისში.და ბოლოს:ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უკომპრომისო დაცვითა და ჩვენი გუნდის საერთო ძალისხმევით, 2023 წლის დეკემბერში მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიღწეული შედეგებით და, რაც მთავარია, დემოკრატიული მეთოდებით, პოლიტიკურად გავანულეთ მთელი რადიკალური ოპოზიცია, სათქმელი და სალაპარაკო არ დავუტოვეთ არავის. ჩემი მთავრობის მუშაობის მოწონების რეიტინგი 2024 წლის იანვარში 60% იყო, ისევე როგორც პარტიის რეიტინგი.ამ შედეგებით დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2024 წლის იანვრის ბოლოს.მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!“ - წერს ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი მთავრობის მუშაობის მოწონების რეიტინგი 2024 წლის იანვარში 60% იყო, ისევე, როგორც პარტიის – მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და...

ჩემი მთავრობის მუშაობის მოწონების რეიტინგი 2024 წლის იანვარში 60% იყო, ისევე როგორც პარტიის – მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.ის ვრცელ წერილში საუბრობს იმაზე, თუ რა ვითარებაში დაბრუნდა პრემიერის პოსტზე 2021 წელს.კერძოდ, ექსპრემიერი 2021-2024 წლებში საკუთარი მმართველობის პერიოდზე წერს, მისი პოზიციიდან მიღწეულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ შედეგებს იხსენებს და საზოგადოებას კითხვით მიმართავს, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ქვეყანაში ვითარება მისი წასვლის შემდეგ.ექსპრემიერი ვრცელ განცხადებაში გიორგი გახარიას გადადგომის შემდგომ კრიზისზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, საგარეო მიღწევებსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ამახვილებს ყურადღებას.ამასთან ის გახარიას მისამართით ამბობს, რომ მან “ღალატი ჩაიდინა”.„საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში:ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია (ვაქცინების დეფიციტი), ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, მინუს ექვსპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა, ცხრაპროცენტიანი ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 60%-ს აჭარბებდა, ლარის კურსი 3,3–3,4-ის ნიშნულზე იყო ასული, გაჩერებული იყო ყველაფერი და ქვეყანა ფაქტობრივად „დეფოლტის“ საფრთხის წინაშე იდგა.ასეთ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა გახარიამ, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა. ხელისუფლება ჩამოშლის პირას იყო, მმართველი პარტია – დემორალიზებული, გუნდი – დაბნეული, ხოლო პარტიის იმჟამინდელი რეიტინგი 35–37%-მდე იყო დაცემული. ასეთი ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე 2021 წლის 18 თებერვალს.პრემიერად დანიშვნისთანავე, უმოკლეს დროში აღვადგინეთ წონასწორობა, გავამყარეთ გუნდი, დავასტაბილურეთ ვითარება, გუნდთან ერთად გადავდგით გაბედული, ქმედითი, ეფექტიანი და იმ დროისთვის რისკიანი ნაბიჯები: გავხსენით ქვეყანა, შემოვიტანეთ სამი სახის ვაქცინა, უარი ვთქვით კოვიდდიქტატურაზე და ჩვენს ხალხს გამოვუცხადე სრული თავისუფლება ვაქცინაციასთან დაკავშირებით.პარალელურად გავხსენით დაკეტილი ეკონომიკა, ძლიერი ბიძგი მივეცით ბიზნესსა და ეკონომიკურ განვითარებას. კოვიდის პირობებში დავიწყეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ინიციატივების განხორციელება, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონების განახლების პროგრამა და ყველა მუნიციპალიტეტში გავშალეთ სამუშაოები.იმავე წელს დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი არჩევნები. 43%-იანი ბარიერი დავძლიეთ და ავიღეთ 47%.თავიდან ავიცილეთ დესტაბილიზაცია და სააკაშვილის მონაწილეობით რევოლუციის მოწყობის მცდელობა, ადგილი მივუჩინეთ ყველა დესტრუქციულ ძალას და დავასრულეთ პოლიტიკური კრიზისი. და ბოლოს, უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავხურეთ როგორც 2021, ასევე 2022 წელი.ყველაზე სწრაფად ქვეყნის ეკონომიკა ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გაიზარდა. სამ წელიწადში ეკონომიკა ოცდაათი მილიარდი ლარით გაიზარდა. შევძელით ინფლაციის კონტროლი – ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ ჩამოვიდა და ცალკეულ პერიოდებში 1%-ზე ქვემოთაც კი იყო. შედეგად, ფასებზე წნეხი მოიხსნა. მაგალითად, თურქეთის ბაზრის გახსნითა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შემოღებით წამლების ფასებმა მყისიერად დაიკლო – საშუალოდ 30–40%-ით შემცირდა და შედეგად, ორ წელიწადში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას 400 მილიონი ლარი დავაზოგინეთ. აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე მედიკამენტები 100–300%-იანი ფასნამატით იყიდებოდა და ეფექტიანი კონტროლი არ არსებობდა.ბიუჯეტის დეფიციტი 9%-დან 2,8%-მდე ჩამოვწიეთ, ლარის კურსი 2,6–2,7-ის ფარგლებში დავასტაბილურეთ. მთავრობის ვალი სამ წელიწადში მკვეთრად შევამცირეთ 60%-დან 38%-მდე.მოსახლეობაზე და განსაკუთრებით გაჭირვებულ მოქალაქეებზე გათვლილი მიზნობრივი პროგრამებით (მაგალითად, ყოველწლიურად 500 მილიონი ლარი გამოვყავით და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ყოველთვიური დანამატები დავუნიშნეთ) უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, შეიქმნა ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი. მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ გავზარდეთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასები (სამ წელიწადში 40-50%-ით გავზარდეთ პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სპეცსამსახურების თანამშრომელთა ხელფასები), გავზარდეთ პენსიები, ხელფასები გავუზარდეთ მასწავლებლებსა და ექიმებს.მაღალი და რეალური ეკონომიკური ზრდა საშუალებას გვაძლევდა, წლის განმავლობაში არაერთხელ გაგვეზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი და დამატებითი თანხები მიგვემართა ქვეყნისა და მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებისთვის.სწრაფი ტემპით ვითარდებოდა ყველა სფერო და ყველა მიმართულება. საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზე იყო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის. ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით მესამე ადგილზე ვიყავით, ხოლო მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით – მეათე ადგილზე. ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გუნდთან ერთად დავძლიეთ ურთულესი კრიზისები. თავიდან ავიცილეთ რევოლუციისა და ომში ჩათრევის რეალური საფრთხეები.რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ურთულესი ზეწოლისა და წნეხის მიუხედავად, მტკიცედ და უკომპრომისოდ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, თავიდან ავირიდეთ დესტაბილიზაცია და ომის რეალური საშიშროება. ქვეყნის შიგნით მიმდინარე სწრაფი განვითარების პარალელურად აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვაწარმოებდით.სამ წელიწადში განვახორციელეთ 25 საგარეო ვიზიტი. შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით. გავაფორმეთ ახალი სტრატეგიული შეთანხმებები და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. წარმატებული ვიზიტები მქონდა ჩინეთში, ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთისა და ყურის ქვეყნებში, ისრაელსა და იორდანიაში (უწმინდესის, ილია მეორის, კურთხევით, სამასი წლის შემდეგ საქართველო დაბრუნდა წმინდა მიწაზე).გავამყარეთ მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები რეგიონში. ბოლო პერიოდში პირველი მედიაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სწორედ ჩემი მონაწილეობით განხორციელდა. ასევე, პირველად გაიმართა სამივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა თბილისში.და ბოლოს:ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უკომპრომისო დაცვითა და ჩვენი გუნდის საერთო ძალისხმევით, 2023 წლის დეკემბერში მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიღწეული შედეგებით და, რაც მთავარია, დემოკრატიული მეთოდებით, პოლიტიკურად გავანულეთ მთელი რადიკალური ოპოზიცია, სათქმელი და სალაპარაკო არ დავუტოვეთ არავის. ჩემი მთავრობის მუშაობის მოწონების რეიტინგი 2024 წლის იანვარში 60% იყო, ისევე როგორც პარტიის რეიტინგი.ამ შედეგებით დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2024 წლის იანვრის ბოლოს.მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?! „, – წერს ღარიბაშვილი.

გიორგი ღოღობერიძე ასახელებს წნევის მატების 11 მიზეზს, რომელიც უწამლოდ გვარდება

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა, როგორ უნდა მოაგვაროთ მაღალი არტერიული წნევა მედიკამენტების გარეშე და ამავდროულად, პრობლემის გამომწვევი 11 ყველაზე ხშირი მიზეზიც დაასახელა:„ყველაზე კარგი გზა, რომ წნევა შეამციროთ, სხეულის წონის კლებაა. ჭარბი წონა მაღალი არტერიული წნევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. თუ სხეულის მასის ინდექსი, 25-ზე ზემოთაა, ლოგიკურია, რომ მაღალი არტერიული წნევა გექნებათ. ამიტომ, შეეცადეთ, რომ წონა დაწიოთ. თუკი წონას 1 კილოგრამით მაინც შეიმცირებთ, არტერიული წნევის მაჩვენებელი 1 ერთეულით მაინც შემცირდება. მაღალ არტერიულ წნევად ითვლება ის სიტუაცია, როდესაც სისტოლური არტერიული წნევა მეტია 140 ერთეულზე, ხოლო დიასტოლური არტერიული წნევა მეტია 90 ერთეულზე. შესაძლოა, მარტო ერთი იყოს მაღალი, ან მარტო მეორე, ან კიდევ ორივე ერთად. როგორც აღვნიშნე, თუკი 1 კილოგრამით დაიკლებთ, წნევა 1 ერთეულით შემცირდება. თუ 10 კილოგრამით დაიკლებთ, წონაც 10 ერთეულით შემცირდება.ნატრიუმის ქლორიდის(მარილის) რაოდენობის ყოველდღიურ რაციონში შემცირება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ნატრიუმის ქლორიდი ეს არის მარილი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ და ძალიან დიდი დოზებით ვიღებთ. ნატრიუმის ქლორიდში არსებული ნატრიუმის კატიონი ჩვენს ორგანიზმში წყალს აკავებს . თუ წყალი დაკავდება, სისხლის მოცულობა გაიზრდება და წნევა მოიმატებს. ამიტომ, შეეცადეთ, ნატრიუმის ქლორიდის რაოდენობა შეამციროთ. დღე-ღამეში არა უმეტეს 1 ჩაის კოვზი უნდა მიიღოთ. ჩვენ კი რეალურად, გაცილებით მეტ მარილს მოვიხმართ. შეიძლება დიდი რაოდენობით კიტრის მწნილს, ყველს, ხორცს ვიღებდეთ და ესეც მარილის წყაროა. მამაჩემი მთელი ცხოვრება წნევის დამწევებს სვამდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც წონაში დაიკლო და დიდი რაოდენობით მარილიან საკვებზე უარი თქვა, წნევის მაჩვენებლები, მედიკამენტების გარეშე, ფორმაში ჩადგა. არც უმარილოდ ვარგა ცხოვრება და არც ჭარბი მარილით.ასევე, მიიღეთ კალიუმით მდიდარი საკვები. მაგალითად, ბანანი, ბროკოლი, ისპანახი, სოკო, კარტოფილი. როდესაც ორგანიზმში კალიუმი შემოდის, ნატრიუმი გადის.თუ ფიზიკურ აქტივობას გაზრდით და დღეში ეს აქტივობა მინიმუმ ნახევარი საათი იქნება, მოახერხებთ იმას, რომ მაღალ არტერიულ წნევას 8-10 ერთეულით დაწევთ. კვირის განმავლობაში, 5 დღე მინიმუმ ნახევარსაათიანი ფიზიკური აქტივობით მაინც უნდა იყოთ დაკავებული, თუ გინდათ, რომ წნევამ დაიწიოს.შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება. მისი კვირაში ერთხელ მიღებაც პრობლემაა.გაზარდეთ ხილისა და ბოსტნეულის მიღების რაოდენობა. ხილსა და ბოსტნეულში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა კალიუმი. ნატრიუმი კი - ცოტაა. მათი მიღებით ცხოვრების ჯანსაღ სტილს მიეჩვევით.მაღალი არტერიული წნევა შემთხვევათა 85%-ში იდიოპათიურია. ჩვენ მისი კონკრეტული სამედიცინო მიზეზი არ გვაქვს. მაგრამ, შემთხვევათა 15%-ში მაღალ არტერიულ წნევას კონკრეტული გამომწვევი აქვს. ყველაზე ხშირად მას თირკმლის პათოლოგიები იწვევს. თუ ადამიანს თირკმლის არტერიის შევიწროება აწუხებს, ის მეორეული არტერიული ჰიპერტენზიის წამყვანი მიზეზია. ასევე, მიზეზი შეიძლება თირკმელებში მრავლობითი ცისტების არსებობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიები იყოს. ასევე, თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, მისი მკურნალობით წნევაც დაიწყებს კლებას.მაღალ არტერიულ წნევას არასტეროიდული საშუალებებიც იწვევს. არასტეროიდებში ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები მოიაზრება. თუ ამჩნევთ, რომ კონკრეტული პრეპარატი წნევის ზრდას იწვევს, ექიმს ალტერნატიული საშუალების დანიშვნა სთხოვეთ.მაღალი არტერიული წნევის ტიპური მიზეზი ანტიდეპრესანტებიცაა. ასევე, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები.ძილის აპნოე, ხვრინვა ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. თუ ადამიანი ხვრინავს, ხვრინვის პერიოდში სხეულში ჟანგბადის რაოდენობა იკლებს. რამდენიმე წამის განმავლობაში თავის ტვინი საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებს, აქტიურდება სიმპატიკური ნერვული სისტემა და მეორე დღეს მაღალი არტერიული წნევისკენ იქნებით მიდრეკილი. ამიტომ, თუ ხვრინვას მოაგვარებთ, წნევაც მოგვარდება.ბოლო პერიოდში დარიშხანიც მაღალი არტერიული წნევის საკმაოდ ცნობილი მიზეზი ხდება. თუ წყლიდან, საკვებიდან ყოველდღიურობაში დარიშხანის რაოდენობა იმატებს, ამას შეუძლია, ადამიანი მაღალი არტერიული წნევისკენ მიდრეკილი გახადოს.მოერიდეთ სტრესს - თუ სულ დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში ყოფნა გიწევთ, მაღალი არტერიული წნევისკენ ხართ მიდრეკილი. სტრესის მოგვარება ყველაზე აქტუალურია, რადგან თუ მას არ მოაგვარებთ, წნევის დამწევების მიღება სულ მოგიწევთ“, - განმარტა ონკოლოგმა.

ნიკოლოზ სამხარაძე: ირანის ელჩს ვურჩევ, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, ეს მისი საქმე არ არის

საქართველოში ირანის ელჩს ვურჩევ, რომ დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ირანის ელჩს მოუწოდებს, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირანის ელჩი ორაზროვან განცხადებას აკეთებს, მათ შორის ისტორიულ ფაქტებთან მიმართებაში.დეპუტატის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში დაბრუნდება, მასთან ამ საკითხის განხილვა მოხდება.„მინდა, მას შევახსენო, რომ თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია. მას ვურჩევ, რომ დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს“, – აღნიშნა სამხარაძემ.ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის ფეისბუქპოსტზე, სადაც ელჩი წერს: „მალე მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს. წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე. შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.

კაია კალასი – ევროპის ფარგლებს გარეთ ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ რუსებს უნდა ვესაუბროთ და შედეგი იქნებაო, მაგრამ ლავროვთან მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ მოსკოვს მშვიდობა არ...

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის შეხვედრას, რომლის შემდეგ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე ახალი არაფერი მოუსმენია.კალასის თქმით, შეხვედრასთან დაკავშირებით ლავროვის განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს მშვიდობა საერთოდ არ აინტერესებს.„რუსეთის ეს კომენტარები აბსურდულია. ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროპის ფარგლებს გარეთ ბევრი ქვეყანა ამბობს, რუსებს უნდა ვესაუბროთ და შედეგი ამის შემდეგ იქნებაო, მაგრამ ეს მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ რუსეთს მშვიდობა საერთოდ არ აინტერესებს. სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკების დროს პარტნიორის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას არ იჩენ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ძალიან, ძალიან ნათელია“, – განაცხადა კაია კალასმა.

ბოლო სიახლეები