იუსტიციის მინისტრი ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრაზე.
რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის დასავლური მისწრაფების მხარდაჭერისთვის, რაც ასოცირების პროცესის წარმატებით დასრულებითა და ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაციით გამოიხატა.
რატი ბრეგაძემ დელეგაციის წევრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრა. საუბარი შეეხო 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. რატი ბრეგაძის განცხადებით, ამ მიზნით საქართველოს პარლამენტში შექმნილია თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებთანაც იუსტიციის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს.
მინისტრმა გამოთქვა მტკიცე რწმენა იმისა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს კვლავ ექნება ევროკავშირის მხარდაჭერა და უახლოეს მომავალში ქვეყანა შეძლებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო
სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი Live-ის“...
ნანუკა ჟორჟოლიანი: რეგიონებიდან თუ გინდათ აქციებზე ჩამოსვლა, ჩამოგიყვანთ და დაგიტოვებთ
რეგიონებიდან თუ გინდათ აქციებზე ჩამოსვლა, ჩამოგიყვანთ და დაგიტოვებთ,- ამის შესახებ ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს. „მივმართავთ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს,...
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...