სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე, იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ბრიუს შვარცი

„შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სახელით, ნება მომეცით, გითხრათ, რაოდენ დიდი პატივი იყო ჩემთვის მინისტრთან შეხვედრა და შესაძლებლობა მქონოდა, მასთან განმეხილა კანონის უზენაესობის საკითხები, თუ რამდენად განვვითარდით კანონის უზენაესობის კუთხით როგორც ჩვენს ქვეყნებში, ისე გლობალური მასშტაბით. ჩვენ ვისაუბრეთ საკითხებზე, რომლებზეც ერთობლივად ვმუშაობთ, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე, პრობაციასა და სხვა მრავალ საკითხზე. განვიხილეთ ამ კონტექსტში  არსებული საერთო მიზნები. ჩვენ აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიფიქროთ ექსტრადიციის ხელშეკრულებაზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ურთიერთობას და ხაზს გაუსვამს ამ ურთიერთობის მნიშვნელობას როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნების ხალხებისთვის. ასე რომ, კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ აქ ვარ, სამინისტროში, მოუთმენლად ველი მომავალ ვიზიტებს და ვიმედოვნებ, რომ იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას და მინისტრს, ასევე, ვიხილავ ვაშინგტონში“.

ინფორმაციისთვის, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილეს, იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების მდივან ბრიუს შვარცს შეხვდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი: ვეთანხმები ლევან სანიკიძეს, რომ ოპოზიციური ფლანგი დღეს „ნაცმოძრაობის“ გარშემო ტრიალებს, თვალთმაქცობაა, თითქოს სხვადასხვა პარტია არსებობს

სანიკიძეს სრულად ვეთანხმები, რომ ოპოზიციური ფლანგი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ტრიალებს, ეს ასეა. ყოველთვის ამაზე ვსაუბრობდით, რომ თვალთმაქცობაა, თითქოს სხვადასხვა პარტია არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.„სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დედა პარტიაა, რომლის შვილები არიან პატარ-პატარა პარტიები. ესეც გახლავთ გარედან დადგმული სცენარი, რომ ამ დაყოფით, გაყოფით, განაწილებით აღქმა შექმნან, თითქოს რაღაც ალტერნატივები არსებობს ოპოზიციაში. სინამდვილეში, ერთი დედა პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ კვებას ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას თუ ე.წ. აქტივისტებს. ამიტომაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების სარჩელით. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ესკალაციის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის და საქართველოს სუვერენიტეტის უცხოელისთვის ჩაბარების ინსტრუმენტი, რომელსაც დემოკრატიულ სისტემაში ადგილი არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სანიკიძის განცხადების კიდევ ერთ ნაწილზე, ლევან სანიკიძე ამბობს: „ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის 70 პროცენტი წყდება ქვეყნის გარეთ, დანარჩენი 30 პროცენტი შიგნიდან. ტალღას აქვს თავისი ლოგიკური მომენტი, რომელსაც სჭირდება მზადება. არ მაქვს შეგრძნება, რომ ხვალ 200 ათასი კაცი გამოვა. ივანიშვილს მთავარი შიში აქვს ქვეყნის გარეთ. ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო გუნდზე მეტს არავინ აკეთებს“.შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სურვილია საქართველოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმით პოლიტიკური გავლენა მოიპოვონ. „რამდენიმე პოლიტიკოსს ბრალდება აქვს წარდგენილი უცხო ქვეყნის ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში. ახლა პირდაპირ ეთერში ვხედავთ იმას, რაც საუკუნეების წინ ისტორიაში გვაქვს ნასწავლი, როდესაც რომელიღაც სამეფოების დედაქალაქებში ჩადიოდნენ ჯარის წამოსაყვანად, რათა თავისი მმართველობა დაემკვიდრებინათ. საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობაა, როდესაც სხვა ქვეყნებში ჩადიან და საქართველოს წინააღმდეგ ცდილობენ, სანქციების ჯარი შეკრან და არასასურველ პირად გამოცხადების ბატალიონები. ამაში ჩართულნი არიან ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში დადიან. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ქართველ ხალხში მხარდაჭერა არ აქვთ და სურთ, გარედან თავდასხმით, საქართველოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმით პოლიტიკური გავლენა მოიპოვონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როცა მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა. ასევე დაარღვია კონვენციის მე-13 მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეს ეროვნულ დონეზე...

სტრასბურგის სასამართლოს 2025 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე M.S.L., TOV უკრაინის წინააღმდეგ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინის ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი კომპანიის დასანქცირებისა და სანქციის ფარგლებში ამ კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხი განიხილა.სტრასბურგის სასამართლომ, ზოგადად სანქციის ინსტიტუტზე და სანქციების საფუძველზე ადამიანის უფლებების შეზღუდვის სტანდარტზე მსჯელობის შემდეგ, მოსარჩელე კომპანიის კონკრეტულ სასარჩელო მოთხოვნებზე იმსჯელა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, ასევე პრეზიდენტის დეკრეტი, რომელთა საფუძველზედაც მოსარჩელე კომპანიის ქონებას ყადაღა დაედო, არავითარ დასაბუთებას არ შეიცავდა.აღნიშნულ გადაწყვეტილებასა და დეკრეტში უბრალოდ მექანიკურად იყო გადმოტანილი "სანქციების შესახებ" კანონით გათვალისწინებული ყველა ის საფუძველი, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაბამის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს სანქცია შესაძლოა დაჰკისრებოდა. გადაწყვეტილებასა და დეკრეტში არ იყო ახსნილი ეს საფუძვლები მოსარჩელე კომპანიას რატომ და როგორ მიესადაგებოდა. სასამართლომ იქვე განმარტა, რომ მართალია კონკრეტული საგამონაკლისო გარემოებების არსებობის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასა და დეკრეტში შესაძლოა სანქციების გამოყენების ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ ყოფილიყო მითითებული, თუმცა მოსარჩელე კომპანიისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სანქციის გამოყენების საფუძვლების არსი მაინც გაეგო, რათა თავის დასაცავად არგუმენტები მოემზადებინა (98-ე პარაგრაფი).აღნიშნულის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიკვლია - ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებისა და დეკრეტის არასაკმარისი დასაბუთების გათვალისწინებით, ჰქონდა თუ არა ეროვნულ დონეზე მოსარჩელე კომპანიას საკმარისი საპროცესო გარანტიები იმისთვის, რომ ეროვნულ სასამართლოში მისთვის დაკისრებული სანქციის შესახებ ეფექტიანად ედავა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ეროვნულმა სასამართლოებმა გადაწყვეტილება და დეკრეტი მოსარჩელე კომპანიისთვის სანქციის დაკისრების შესახებ ეფექტიანად არ განიხილეს.ეროვნულმა სასამართლოებმა მხოლოდ ის შეაფასეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება და პრეზიდენტის დეკრეტი მათი მიღებისთვის კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს რამდენად აკმაყოფილებდა. ეროვნულმა სასამართლოებმა მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოსარჩელე კომპანიის წინააღმდეგ მოპოვებული ინფორმაციის შინაარსზე, რომელსაც პრეზიდენტის დეკრეტი დაეყრდნო, საერთოდ არ იმსჯელეს.მოპასუხე სახელმწიფოს უზენაესმა სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა უფლებამოსილება ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ფაქტობრივი ინფორმაცია შეეფასებინა. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა იმ საკითხის შესახებ მსჯელობაზე - მოსარჩელე კომპანიის საქმიანობა რამდენად უქმნიდა საფრთხეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას. აღნიშნულის შედეგად, ყველაზე მთავარი შეკითხვა ეროვნულ სასამართლოებში პასუხგაუცემელი დარჩა, კერძოდ, რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მოსარჩელე კომპანიის საქმიანობა ნამდვილად უქმნიდა თუ არა საფრთხეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას (99-ე და 102-ე-104 პარაგრაფები).ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, ამ შემთხვევაში არ შეიძლება მოსარჩელე კომპანიის საჩივრის ეროვნული სასამართლოების მიერ განხილვის ფორმა და მასშტაბი თვითნებობის გამოსარიცხად საკმარის საპროცესო გარანტიად იქნეს მიჩნეული, რადგან ეროვნულ სასამართლოებს არ შეუმოწმებიათ სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებები საკმარისად მყარ ფაქტობრივ საფუძვლებს რამდენად ეფუძნებოდა, ასევე მოსარჩელე კომპანიის საწინააღმდეგო ფაქტობრივი ინფორმაციები რამდენად დასაბუთებული იყო (108-ე პარაგრაფი).ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე კომპანიისთვის სანქციის დაკისრებით მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცული მოსარჩელის საკუთრების უფლება. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხე სახელმწიფომ ასევე დაარღვია კონვენციის მე-13 მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეს ეროვნულ დონეზე უფლების დაცვის ეფექტიანი შესაძლებლობა არ ჰქონია (111-ე და 121-ე პარაგრაფები).

სტრასბურგის გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ – სასამართლომ საქმის განხილვა უკრაინაში არსებული მდგომარეობის მიმოხილვით დაიწყო, სადაც აღნიშნა, რომ 2014 წლიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა თუ რამდენად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, უკრაინის ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი კომპანიის დასანქცირებისა და სანქციის ფარგლებში, ამ კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება.აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია იმით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზოგადად სანქციის ინსტიტუტზეც და სანქციების საფუძველზე ადამიანის უფლებების შეზღუდვის სტანდარტზეც იმსჯელა.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის განხილვა პირველ რიგში უკრაინაში არსებული მდგომარეობის მიმოხილვით დაიწყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014 წლიდან უკრაინის სახელმწიფოებრიობა და ტერიტორიული მთლიანობა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.2014 წლის 27 თებერვლისთვის რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ნახევარკუნძულის სრული ოკუპაცია მოახდინა. პარალელურად დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში რუსეთის მხარდაჭერით სეპარატისტული მოძრაობები გაძლიერდა, რის შედეგადაც ამ რეგიონებში მოქმედმა აღნიშნულმა სეპარატისტულმა მოძრაობებმა 2014 წლის მარტისთვის უკრაინისგან გამოყოფისა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დაარსების შესახებ საჯაროდ განაცხადეს. 2014 წლის მაისის თვიდან აღმოსავლეთ უკრაინის დიდი ნაწილი რუსეთის ეფექტურ კონტროლს დაექვემდებარა (მე-5-მე-8 პარაგრაფები).2014 წლის მარტის თვიდან ევროკავშირის ხელმძღვანელობით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ და სახელმწიფომ კონკრეტული ფიზიკური და იურიდიული პირების დასანქცირება დაიწყო. სხვადასხვა სახის სანქცია დაეკისრა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც მიჩნეული იქნა რომ უკრაინაში ზემოაღნიშნული მოვლენების განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებდნენ. 2025 წლის მარტისთვის ევროკავშირმა სხვადასხვა სახის სანქცია 2400 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დააკისრა. აღნიშნულის პარალელურად 2014 წლის 14 აგვისტოს უკრაინის რადამ „სანქციების შესახებ“ კანონი მიიღო. ამ კანონის საფუძველზე უკრაინის ხელისუფლებამაც სხვადასხვა სახის სანქცია დააკისრა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც მიჩნეული იქნა რომ უკრაინაში ზემოაღნიშნული მოვლენების განვითარებაში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდნენ. 2025 წლის მარტისთვის უკრაინის ხელისუფლებამ სანქციები დააკისრა 10 000 ფიზიკურ და 7 000 იურიდიულ პირს. 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება (მე-9-მე-11 პარაგრაფები).

საქსტატი: ნოემბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 288.4 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 282.5 ლარი იყო, ნოემბერში კი ეს მაჩვენებელი ხუთი ლარითა და 90 თეთრით გაიზარდა და, ჯამში, 288.4 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში ხუთი ლარითა და ათი თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 255.4 ლარს შეადგენს.საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

ეგვიპტეში 4 400 წლის მზის ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, აბუსირის ნეკროპოლისში მზის ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 4 400 წელია. არქეოლოგებმა იპოვეს ტაძრის შესასვლელი, იატაკი, სვეტები და რელიგიური დღესასწაულების კალენდარი.სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ტაძარი ფარაონ ნიუსერას მმართველობის დროს აშენდა, რომელიც ტახტს ძველი წელთაღრიცხვით 2420-2389 წლებში იკავებდა. მათივე შეფასებით, ტაძრის ფართობი 1000 კვადრატულ მეტრს აღემატებოდა.წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც ტაძარი სამეფო კულტის ადგილად აღარ გამოიყენებოდა, ის პატარა დასახლებად გადაკეთდა. ამის წყალობით, მეცნიერები შეძლებენ შეისწავლონ მემფისის რეგიონის ყოველდღიური ცხოვრება იმ პერიოდში, რომელიც ხშირად ცუდად დოკუმენტირებულად ითვლება.

ბოლო სიახლეები