ორშაბათი, მარტი 16, 2026

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. საქართველო პატივს მიაგებს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. სახელმწიფო დროშა დაეშვა იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი ყველა უწყების ადმინისტრაციულ შენობებზე.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. დაუზუსტებელი მონაცემებით, ბრძოლას 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა; 300 ათასი დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – თურქეთი მკაცრად გმობს ლიბანში ისრაელის სახმელეთო ოპერაციას

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიბანში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია რეგიონში არასტაბილურობას კიდევ უფრო აღრმავებს.„ისრაელის მთავრობა ლიბანში ახორციელებს გენოციდისა და კოლექტიური დასჯის პოლიტიკას, რამაც შესაძლოა რეგიონში ახალი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სოლიდარობა ლიბანის მიმართ იმ თავდასხმების წინაშე, რომლებიც არღვევენ მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა, კერძოდ იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.ახალი შეზღუდვები შეეხება 16 ფიზიკურ და იურიდიულ პირსა და სამ ორგანიზაციას, რომლებიც 2026 წლის იანვარში გამართული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივ ჩახშობაში მონაწილეობდნენ.სანქციები შეეხო, მათ შორის ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაში.სიაში ასევე მოხვდნენ ირანის სასამართლოს წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლო დევნაში იყვნენ ჩართული.ირანში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით ამ დროისთვის სანქციები უკვე დაუწესდა 263 ფიზიკურ და 53 იურიდიულ პირს.სანქცირებულ პირებსა და ორგანიზაციებს აქტივები ეყინებათ, ამასთან, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფინანსური რესურსების გადაცემა. ფიზიკური პირებისთვის ასევე მოქმედებს სავიზო შეზღუდვა, რაც ნიშნავს, რომ მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან მისი გავლით გადაადგილება.

ირაკლი კობახიძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორს უნდა გავიხსენოთ, რომ ამ მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია ბრიტანეთი, რომელმაც საქართველოში ორი ტელევიზიის გაჩუმება სცადა

ანგარიშის ავტორი უარყოფითად აფასებს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც მედიას ობიექტურობის სტანდარტების დაცვას ავალდებულებს. ამ კონტექსტში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ირონიული ფაქტი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში ორი წამყვანი ტელევიზიის დახურვა და გაჩუმება სცადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, ანგარიშის ავტორს, ასევე, არ მოსწონს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც 150, 100 და 50 ოპოზიციონერ აქტივისტს აღარ აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის წინააღმდეგ იძალადოს.„ანგარიშის ავტორი უარყოფითად აფასებს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც მედიას ობიექტურობის სტანდარტების დაცვას ავალდებულებს. ამ კონტექსტში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ირონიული ფაქტი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში 2 წამყვანი ტელევიზიის დახურვა და გაჩუმება სცადა. ანგარიშის ავტორს, ასევე, არ მოსწონს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც 150, 100 და 50 ოპოზიციონერ აქტივისტს აღარ აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის წინააღმდეგ იძალადოს. შეგახსენებთ, რომ შესაბამისი კანონების მიღებამდე, 150 პოლიტიკურ აქტივისტს დედაქალაქის ცენტრალური გამზირი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა გადაკეტილი, რაც მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენაა. როდესაც ანგარიშის ავტორი ამგვარ კანონებს აპროტესტებს, ესეც მისი პოლიტიკური მიკერძოების უტყუარი ნიშანია“, – განაცხადა პრემიერმა.

გია ვოლსკი – პეტერ ფიშერის განცხადება აჩვენებს, რომ მოქმედებს შეთქმულება, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული

პეტერ ფიშერის განცხადება აჩვენებს, რომ მოქმედებს შეთქმულება, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, მსოფლიოში მძიმე პროცესები მიმდინარეობს, დაპირისპირება საკმაოდ გაზრდილოა გეოგრაფიულად და ამ პროცესებში საქართველოს ჩართვის გეგმა დღის წესრიგში ისევ რჩება.„ამ პროცესების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე პეტერ ფიშერია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთია. საქართველოს წინააღმდეგ კონსპირაციული გეგმა არსებობს, წინა პლანზე პეტერ ფიშერია, როგორც ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მონაწილე იმ პროცესების, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საქართველოში წარმართავს. რასაკვირველია, იმის თქმის საფუძველი არ არსებობს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილია. რეალურად ის ხდება, რასაც ჰქვია აგენტური ხელისუფლების მოყვანის მცდელობა. ამ მცდელობას ინტენსიური ხასიათი მიეცა და მათ შორის პეტერ ფიშერის მონაწილეობით. ელჩი და სხვა ადამიანი ვალდებულია, რომ ბრალდებებს როცა ახმოვანებს, მტკიცებულებები წარმოადგინოს. მტკიცებულება არ არსებობს, რომ საქართველოში ვინმე სანქციებს გვერდს უვლის. მტკიცებულება როცა არ არსებობს და მაინც ამ თემას აგრძელებენ, უნდა მივხვდეთ, რომ ამის უკან გაცილებით უფრო მძიმე და ბოროტი თემა დევს, რაც ქვეყნის საზარბაზნე ხორცად გადაქცევას ითვალისწინებს იმ რეალობაში, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვადასტურებ ჩემს განცხადებას, რომ ყულევი შეტანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი“.ამასთან, გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტზე საუბრისას, 24 თებერვალს განაცხადა: „მინდა, აღვნიშნო, რომ უნგრეთი არის თქვენი საუკეთესო მეგობარი ევროკავშირში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია თავის მოკავშირედ. როგორც ამბობენ, ის უნდა დაგეხმაროთ ევროკავშირში გაწევრიანებაში. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ეს არ მოხდება. ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებზე, სასანქციო პაკეტში ყულევის პორტიც იყო. ეს იყო საკანონმდებლო წინადადება ევროკავშირში. ის ასევე დაიბლოკა უნგრეთის და სლოვაკეთის მიერ“.ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

ბორის პისტორიუსი – გერმანია მზადაა, მხარი დაუჭიროს დიპლომატიურ ძალისხმევას ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად, თუმცა სამხედრო მონაწილეობას არ მიიღებს, ეს ჩვენი ომი არ არის

ეს ჩვენი ომი არ არის, – ასე უპასუხა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტრორიუსმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას ჰორმუზის სრუტის დასაცავად მისიის დაწყების შესახებ.პისტორიუსის თქმით, გერმანიის მთავარი პასუხისმგებლობა ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი და ატლანტიკის რეგიონია.„რას ელოდება დონალდ ტრამპი ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე ევროპული ფრეგატისგან, რასთან გამკლავებაც აშშ-ის ძლიერ საზღვაო ფლოტს მარტო არ შეუძლია? ეს არის კითხვა, რომელსაც მე ვსვამ. გერმანია სამხედრო მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ბერლინი მზადაა, მხარი დაუჭიროს დიპლომატიურ ძალისხმევას ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად. ეს ჩვენი ომი არ არის, ჩვენ არ დაგვიწყია. ჩვენ გვსურს დიპლომატიური გადაწყვეტილებები და სწრაფი დასასრული, მაგრამ რეგიონში მეტი სამხედრო გემის გაგზავნა სავარაუდოდ ამას არ შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ბორის პისტორიუსმა.

ბოლო სიახლეები