შაბათი, მაისი 10, 2025

გია ვოლსკი – კახა იმნაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ძალიან რეზონანსული განცხადება გააკეთა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ უშიშროების საბჭოში რეზონანსული განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იმნაძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა, ასევე სამშვიდობო ოპერაციების ჩატარების ფორმატს და სტანდარტებიდან გამოსვლის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„კახა იმნაძემ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. ჯერ ერთი, უშიშროების საბჭოში იყო ეს განცხადება. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. უშიშროების საბჭოს ფორმატი მხოლოდ იმ მცირე ოთახით არ შემოიფარგლება, სადაც საბჭოს სხდომები მიმდინარეობს. ეს არის ძალიან დიდი, რეზონანსული განცხადება. გარდა ამისა, არის საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციაც გარკვეული პოზიციების გარშემო. მან ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევაზე და ერთ მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი. ეს არის სამშვიდობო ოპერაციების ჩატარების ფორმატი და სტანდარტებიდან გამოსვლის აუცილებლობა. ილაპარაკა მათ შორის საქართველოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს დღეს რეალურად შესაძლებელი არ არის იმიტომ, რომ ოკუპაცია ამის წინაპირობას არ ქმნის. თუმცა, მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობაა საჭირო.

„რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ძალისხმევა მსოფლიო დონეზე, წინასწარ თქმა ძნელია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი დაუღალავი ინტენსივობა ამას უნდა უზრუნველყოფდეს“, – განაცხადა ვილსკიმ.

შეგახსენებთ, გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ღია დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადაიქცა ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება. იმნაძემ სამშვიდობო ოპერაციების მიმართულების ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული საფრთხეების ნათელი მაგალითია ახლახანს, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ძალადობრივი სიკვდილი. კახა იმნაძის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე მიუთითებს, როგორც ეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმებითაა გათვალისწინებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო – მივესალმებით ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და მშვიდობის გზის არჩევანს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და შეჰბაზ შარიფს.„ჩვენ მივესალმებით პრემიერ-მინისტრების, მოდის და შარიფს მიერ გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მშვიდობის გზის არჩევანს“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს.მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მიზნად ისახავს „გზის გაკვალვას მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტა თუ დაირღვევა, ევროკავშირი მზად არის, „დააწესოს დამატებითი მკაცრი სანქციები“.„ახლა ბურთი რუსეთის მხარესაა. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში. ჩვენი მიზანი ნათელია – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე

დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.დონალდ ტრამპის ცნობით, მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.„ორივე ქვეყანას საღი აზრის გამოყენებას ვულოცავ“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ჩამოშლილია შენობაზე არსებული რკინის კონსტრუქციები.

არის კონსერვატიზმის რაღაცები, რომელსაც სრულად ვიზიარებ – ენა, ცეკვა, სიმღერა, რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კომუნისტების დროს სახეცვლილი და გაბაიბურებული რაღაცები არ მომწონს, რომელსაც ვითომ ქართულ ტრადიციებს ეძახიან და არაფერი ქართული სინამდვილეში იმაში არ არის და ის რაც მართლა ჩვენია, მართლა ღირებულია და მართლა მნიშვნელოვანია მგონია, რომ კბილებით უნდა დავიცვათ," - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პოლიტიკურ პოდკასტში ისაუბრა.როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, რაღაცებში ის კონსერვატორია."რაღაცებში კონსერვატორი ვარ. მე ვასწავლი პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ამიტომ, ამ იდეოლოგიებში ჩახედული ვარ მეტ-ნაკლებად და არის კონსერვატიზმის რაღაცები, სრულად ვიზიარებ. საქართველოს შემთხვევაში, ენა, ცეკვა სიმღერა, ვეფხისტყაოსანი, მართლა რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ. ის, რომ 101-ე ბატალიონის ქუდი მახურავს, არაფერს ცვლის," - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბოლო სიახლეები