ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოს წამყვან ფირმებთან და ყველაზე ნათელი გონების ადამიანებთან ვმუშაობთ, რათა შევიმუშაოთ ნამდვილ, მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ცენტრად საქართველოს გარდაქმნის სტრატეგია
შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული ხედვა, პოლიტიკის მთავარი დოკუმენტის სახით, რომელიც 2030 წლისთვის ზოგადი განვითარების ძირითად დირექტივებსა და პრიორიტეტებს მოიცავს და სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანას აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის.
„შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული ხედვა, პოლიტიკის მთავარი დოკუმენტის სახით, რომელიც 2030 წლისთვის ზოგადი განვითარების ძირითად დირექტივებსა და პრიორიტეტებს მოიცავს და სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგს.
ქვეყანას აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგია 2022-230 წლებისთვის. მთავრობამ ის დაამტკიცა საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ ორგანიზაციებთან განხილვის შემდეგ. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესების მიმართულების განსაზღვრას და შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. ეს ყოვლისმომცველი დოკუმენტი მოიცავს ადამიანის ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას.
მსოფლიოს წამყვან ფირმებთან და ყველაზე ნათელი გონების ადამიანებთან ვმუშაობთ, რათა შევიმუშაოთ ნამდვილ, მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ცენტრად საქართველოს გარდაქმნის სტრატეგია. ჩვენმა საფინანსო სექტორმა გლობალურად უკვე მოიხვეჭა სახელი და ახლა საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებში დამატებითი კაპიტალდაბანდების განსახორციელებლად. ვითარდება სტარტაპების ეკოსისტემა. ლოგისტიკური და ენერგეტიკული პოტენციალი მატერიალიზდება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოსა და მისი ხალხისთვის მდგრად და პროგნოზირებად ეკონომიკას”, – განაცხადა პრემიერმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...