სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026

ნანა კაკაბაძე-„თუ მე არ ვიქნები ხელისუფლებაში, ჭირსაც წაუღია ასეთი სამშობლოო“

კარგად გამოჩნდა ამ ყავლგასული პოლიტიკოსებისა და მათი რუპორების კომენტარებიდან მას შემდეგ, რაც ყველაფერი მშვიდობანად დასრულდა – თავდასხმელიც დააკავეს და მძევლებიც უვნებლად გაათავისუფლეს. შეკუმშული გულები ბოღმისგან რომ არ გასკდომოდათ, მაშინვე დაიწყეს მესიჯების გავრცელება, რომ ასე დასრულებული ოპერაციაც კი იყო ხელისუფლების მარცხი- ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.

კაკაბაძე ციტირებს სხვადასხვა ოპოზიციონერების თუ მედია საშუალებების განცხადებებს, ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ.

როგორც ის აღნიშნავს, ყველა ქვეყანაში ოპოზიციის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა, რისი წინაპირობაც, რასაკვირველია, მმართველი პარტიის გავლენის შესუსტებაა, ხოლო მათი მიზანი მხოლოდ იმის ჩვენებაა, რომ თითქოს ხელისუფლება შეგნებულად მტრობს ქვეყანას და ის ფაქტიც კი, რომ აქ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური სტაბილურობაა შენარჩუნებული, ხელისუფლების მინუსად უნდა შეფასდეს და არა პლიუსად.

„გულშემოყრილი ოპოზიცია მთელი გუშინდელი დღის მანძილზე ყველა დაძაბული და გულშეკუმშული ვუყურებდით ბანკში შეჭრილი მძარცველის მიერ მძევლად აყვანილთა დრამას. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც გული იმაზე ეკუმშებოდათ, ეს ყველაფერი უსისხლოდ ან დასრულდეს და მძარცველი არ დააკავონ, თორემ პოლიტიკურ ქულებს ხელისუფლება ჩაიწერსო. ეს რომ ნამდვილად ასე იყო, კარგად გამოჩნდა ამ ყავლგასული პოლიტიკოსებისა და მათი რუპორების კომენტარებიდან მას შემდეგ, რაც ყველაფერი მშვიდობანად დასრულდა – თავდასხმელიც დააკავეს და მძევლებიც უვნებლად გაათავისუფლეს. შეკუმშული გულები ბოღმისგან რომ არ გასკდომოდათ, მაშინვე დაიწყეს მესიჯების გავრცელება, რომ ასე დასრულებული ოპერაციაც კი იყო ხელისუფლების მარცხი.

მიხეილ მაჭავარიანი: „დღეს უყურეთ პოლიციელების რეაქციას? როგორ საუბრობდნენ. ეს სტილია მათი. ანუ რიჟვაძეს ბაძავს ყველა. არ შეიძლება მქონდეს განცდა, რომ ეს პოლიციელები დაიცავენ წესრიგს.
მე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და ძალიან კარგად მახსოვს ედუარდ შევარდნაძის დროს ჩატარებული, ასეთი ტიპის ბრწყინვალე ოპერაციები, რომლებიც ვერ შეედრება ამ ოპერაციას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება კარგი იყო”. ამას აცხადებს კაცი, რომელიც შევარდნაძის პარტიის გენერალური მდივანი იყო და ისე ამბობს, შევარდნაძის ხელისუფლება ცუდი იყოო, თითქოს თვითონ არ იყო ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და დღე და ღამე მის ქებაში არ ათენ-აღამებდა.

გიორგი ვაშაძე: „ის რაც დღეს ქუთაისში ხდებოდა, სურათია იმისა, რაც ქვეყანაში ხდება. აბსოლუტურად ჩამოშლილი, გახრწნილია სისტემა თავიდან ბოლომდე. სამართალდამცავებს აქვთ ერთადერთი ამოცანა, შეასრულონ პოლიტიკური დავალებები. ფაქტობრივად ისინი კრიმინალს ვეღარ ებრძვიან იმიტომ, რომ ხელისუფლება გარიგებულია კრიმინალთან. პირდაპირ ვამბობ, კორუმპირებილ, გახრწნილ, პრორუსულ ადამიანებს, რომლებიც ფეესბესთან დადიან შეხვედრებზე, არასდროს ცალიათ ადამიანის უფლებათა დაცვისთვის. აქ დიდი პრობლემა არის ის, რომ ადამიანი ბედავს დღისით მზისით ამის გაკეთებას, დანაშაულის ჩადენას. პოლიცია იმისთვის არსებობს, რომ არ მოხდეს დანაშაული, თუ მოხდა სწრაფად გამოიძიოს. ის, რომ სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა, ეს გამართლების ფაქტორებია. პოლიცილები, რომლებიც ბანკის ფანჯარასთან მივიდნენ, რომელიმეს პროფესიონალიზმი შეატყვეთ? მძევალს ელპარაკებოდა: გააჩუმე ენა. რა ლაპარაკია ეს? გამართლებაა ეს ყველაფერი, სადღაც არ გაგვიმართლებს“. ამ კაცს საერთოდ არ გაუგია, რომ დემოკრატიულ ქვეყნებშიც დღისით ხდება დანაშაული და მით უმეტეს, ბანკების გაძარცვის მიზნით მძევლების აყვანა (აბა ღამით ბანკები დაკეტილია). არც ისეთი დებილია ვაშაძე, მართლა ეგონოს რომ ექსტრემალურ სიტუაციებში დემოკრატიული ქვეყნების პოლიციელები ყველას (და მათ შორის მძევლებსაც) ნოტებზე ელაპარაკებიან.

ნაცების რუპორი ტვ-1-ის ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია: „ხედავთ, შინაგან საქმეთა მინისტრი ოპერაციის შემდეგ ისე გაიპარა, რომ კომენტარის გაკეთებაც ვერ გაბედა“. ანუ, დამნაშავის გაუვნებელყოფისა და მძევლების განთავისუფლების ოპერაცია მინისტრმა ყველა პარამეტრის მიხედვით უმაღლესი პროფესიონალიზმით ჩაატარა, უმაღლესი შედეგით დაასრულა და ეს მართლა ქაჯი ჟურნალისტი ამბობს, ხედავთ, ამ მინისტრმა კომენტარის გაკეთება ვერ გაბედა და გაიპარაო. მანამდე, ოპერაციის დასრულების პირველივე წუთებში, აქცენტის არაარსებითი მიმართულებით გადატანის მიზნით ეს ქაჯი და მისი ნაცრუპორი კოლეგები იმაზე ედავებოდნენ შსს-ს პრეს-ცენტრის წარმომადგენლებს, რატომ მოახერხა რუსთავი-2-ის ჟურნალისტმა ბანკის შიგნით კადრების გადაღება და ჩვენ რატომ არ შეგვიშვესო.

რაც შეეხება ნაცების რუპორი ტელევიზიების ზოგად პოზიციებს, ისინი ზრდილობის გულისთვის კი ამბობდნენ, რა კარგია, რომ ყველაფერი უმსხვერპლოდ დასრულდაო, მაგრამ შემდეგ პოლიციისა და ხელისუფლების იმხელა ლანძღვა-გინებას აყოლებდნენ, რომ ყველაფერში ეტყობოდათ, როგორი იმედგაცრუებულები იყვნენ ოპერაციის ასეთი დასასრულით.

ყველა ქვეყანაში ოპოზიციის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა, რისი წინაპირობაც, რასაკვირველია, მმართველი პარტიის გავლენის შესუსტებაა და ისიც გასაგებია, რომ ამ მიზნის მიღწევისთვის იბრძვიან ოპოზიციური პარტიები ყველგან. მაგრამ ალბათ იშვიათია რომელიმე ქვეყანაში ისეთი ოპოზიცია, რომლებიც ნაცებისა და მათთან აფილირებული პარტიების თუ პროპაგანდისტებად ქცეული მედიისა და არასამთავრობოების მსგავსად ყველაფერს აკეთებდნენ სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად, რადგან მათთვის მმართველი პარტია სახელმწიფოსთან ასოცირდება და მათ მთავარი მიზანი იმის ჩვენება კი არ არის, რომ მმართველები რაღაცას სწორად ვერ აკეთებენ, რაღაც ეშლებათ, რაღაცას ოპოზიცია უკეთ გააკეთებდა და ა. შ. არა, მათი მიზანი მხოლოდ იმის ჩვენებაა, რომ თითქოს ხელისუფლება შეგნებულად მტრობს ქვეყანას, რომ ხელისუფლება მტრის მე-5 კოლონაა, რომ ხელისუფლება ყველაფერს სპეციალურად აფუჭებს და ის ფაქტიც კი, რომ აქ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური სტაბილურობაა შენარჩუნებული, ხელისუფლების მინუსად უნდა შეფასდეს და არა პლიუსად. ორიოდე დღის წინ მათი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გირჩი ჯაფარიძე ხელისუფლებას იმას უწუნებდა, რა დროს მშვიდობაზე საუბარია, ხელისუფლება რატომ ისე არ იქცევა, რუსების ერთი 10ათას¬კაციანი სამხედრო კონტინგენტი მაინც დააკავოს აქ, რომ რუსებმა ეს მეომრები უკრაინაში ვერ წაიყვანონო? როცა ჩაეკითხნენ, როგორო, ვერც იმის თქმა გაბედა, რუსების ჯარს სოხუმში ან ცხინვალში დავცხოთო და ვერც ის ახსნა, სხვანაირად როგორ უნდა „დაეკავებინა“ ხელისუფლებას ეს 10 ათასი კაცი აქ.

მერე უკვირთ, რატომ ხდება, რომ ოპოზიციის რეიტინგი ვერ იზრდება და კლებულობს. ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა არასოდეს აირჩევს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომლის დროშაზეც პირდაპირ წერია: „თუ მე არ ვიქნები ხელისუფლებაში, ჭირსაც წაუღია ასეთი სამშობლოო“- წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა.მაია ბითაძე ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც თინათინ რუხაძემ 28 ივლისს პოსტი დატოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში თინათინ რუხაძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და განაცხადა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დაუთმოს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია“.

მიხეილ ყაველაშვილი – გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განათლების სისტემა ადამიანის შესაძლებლობებთან ერთად ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს

ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი, ფუნდამენტური განათლება, საკუთარი პოტენციალით საქართველოში რეალიზდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყნის წინსვლას მოახმარონ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.ყაველაშვილმა მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს განსაკუთრებული დღეა მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და თითოეული ოჯახისთვის, რომელთა ყოველდღიურობაშიც განათლებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.განათლების სისტემა ადამიანის შესაძლებლობებთან ერთად ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს. ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქმნება თავისუფლად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი თაობით, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემასთან ერთად აქვს ცოდნა, უნარები და ამბიცია, თავად შექმნას უკეთესი საქართველო, რომელიც ღირსეულად უპასუხებს თანამედროვეობის გამოწვევებს.ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი, ფუნდამენტური განათლება, საკუთარი პოტენციალით საქართველოში რეალიზდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყნის წინსვლას მოახმარონ.განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მასწავლებლებს – ადამიანებს, რომელთა პროფესიონალიზმი, ეროვნული სულისკვეთება და პასუხისმგებლობა ყოველი ახალი თაობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ“, – წერს ყაველაშვილი.

პროკურორი – მიმაჩნია, რომ ნამდვილად გვაქვს სახეზე ის პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გრიგოლ ლილუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა

მიმაჩნია, რომ ნამდვილად გვაქვს სახეზე ის პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გრიგოლ ლილუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.გამორიცხული არ არის, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ადვოკატების დასკვნით სიტყვასა და ბრალდებულის საბოლოო სიტყვას მოისმენს, განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.„მიმაჩნია, რომ ამ საქმეზე ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ გამოიკვლია, ერთმნიშვნელოვნად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნამდვილად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ოთხივე ეპიზოდი ჩაიდინა, რაც ბრალად აქვს წარდგენილი. რაც შეეხება მტკიცებულებებს, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით დავკითხეთ მოწმეები, რომლებიც ბრალში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ, მათ შორის, ასევე გამოკვლეული იქნა სხვა ხასიათის მტკიცებულებებიც, რომლებიც ურთიერთ თანხვედრაში მოდის მოწმეთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად გვაქვს სახეზე ის პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა. თუმცა, ეს სასამართლომ უნდა შეაფასოს და ვნახოთ, ის რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს...რა თქმა უნდა, მხოლოდ რომეო მიქაუტაძის პირდაპირი ჩვენება არ გვაქვს და ხაზგასმით ვამბობ, რომ მიქაუტაძის ჩვენება მხოლოდ ორ ეპიზოდს ეხება. დაცვის მხარე ლილუაშვილის დაცვის წევრების და თანაშემწის გამიკითხვაზე აპელირებს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა, არ იყოს სწორი, არა იმიტომ რომ მიზანმიმართულად იტყუებიან, არამედ იმიტომ რომ მათ შეუძლებელია, ახსოვდეთ, 6 წლის განმავლობაში ვინ იყო ნამყოფი გრიგოლ ლილუაშვილთან, იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც ლილუაშვილთან პიროვნების შეყვანა ხდებოდა, არა სახელი და გვარით ხდებოდა დაშვება, არამედ ავტომობილის ნომრით. ასევე, მათმა უმეტესობამ აღნიშნა, რომ რომეო მიქაუტაძე, როგორც მინისტრის მოადგილე ისე ახსოვდათ და ტელევიზიიდან იცოდნენ, თუმცა, მინისტრი ვინ იყო, ამასაც ვერ იხსენებენ. ეს გონივრულ ვარაუდს მიჩენს, რომ შესაძლოა, მათი ინფორმაცია არ იყოს სწორი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reuters – ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა 7 დღით გაახანგრძლივეს – სანქციების რეჟიმის ექვსი თვით გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა შვიდი დღით გაახანგრძლივეს - სანქციების რეჟიმის ექვსი თვით გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.ევროკავშირის საბჭოს ირლანდიის თავმჯდომარეობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადის 22 სექტემბრამდე გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ, მას შემდეგ, რაც სანქციების რეჟიმის ექვსი თვის ვადით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.სანქციების მოქმედების ვადა, რომელიც დაახლოებით 3000 კომპანიასა და ფიზიკურ პირს მოიცავს და აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვას ითვალისწინებს, 15 სექტემბერს იწურებოდა.გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმებას ხელს უშლის სანქციების სიიდან რუსი ოლიგარქების ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღების საკითხი. სლოვაკეთი სიიდან ორივე მათგანის ამოღებას ითხოვს, ხოლო საფრანგეთმა კომპრომისის სახით მხოლოდ უსმანოვის სიიდან ამოღების წინადადება წამოაყენა.გამოცემასთან საუბარში ფრანგმა დიპლომატიურმა წყარომ აღნიშნა, რომ უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღების შესახებ საფრანგეთის მოთხოვნა მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეობს.„ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების კონკრეტული საკითხის წინაშე ვართ და გვსურს დადებითად ვუპასუხოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ბატონ უსმანოვთან დაკავშირებით მოგვმართეს“, - აღნიშნა ფრანგმა წყარომ.გამოცემა EUobserver-ის ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებში შეიძლება, თურქეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი იგულისხმებოდეს, რადგან წარსულში ისინი უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას ლობირებდნენ. Financial Times-ის ცნობით, საფრანგეთს უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღება სურს, რათა ბაქოში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ აზერბაიჯანთან შეთანხმებას მიაღწიოს.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არის ის, რომ ვართ ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი

ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.მისივე თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას ჰქონდა ეკონომიკური წინსვლა.„მე მინდა, გითხრათ, რა არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით – ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. რეალურად, ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვქონდა რესურსი, მტკიცედ დაგვეცვა მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი გამოწვევების მიუხედავად, პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად.ამასთან ერთად, ჩვენ გვქონდა ეკონომიკური წინსვლა მთელი ამ წლების განმავლობაში. 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარზე მეტი, მშვიდობის გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა, ხომ? ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი. რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას და პრინციპული პოზიციების დაცვას, ერთით ნაკლებია ისეთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და ა.შ. გარდა იმისა, რომ იყო უმძიმესი მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით 2012 წლამდე, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება ციხეებში და ციხეებს გარეთ. იყო და აღარ არის“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები