ვოლოდიმი ზელენსკი – რუს სამხედროებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ, ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა
უკრაინის პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ რუსეთის ოკუპაციისგან ტერიტორიების გათავისუფლების ტემპი. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გათავისუფლებულ რაიონებში სტაბილიზაციის, ჩვენი ჯარების გადაადგილების, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ნორმალური ცხოვრების აღდგენისა და პარტნიორების მხარდაჭერის ტემპი. ჩვენ ამაზე გულწრფელად ვსაუბრობთ. უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოძრაობის ტემპს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ახლა ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციას ახდენს და იქ პოზიციები იმდენად მყარად უკავია, რომ ოკუპანტები პანიკაში არიან.
„ჩვენ ვაფრთხილებდით. რუს სამხედროებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ – ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა. კოლაბორაციონისტებს მსგავსი ვარიანტები აქვთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლიციას გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მართლწესრიგის სწრაფი აღდგენისთვის.
მან ასევე განაცხადა, რომ ხვალ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. უკრაინა ასევე მონაწილეობას მიიღებს სასურსათო უსაფრთხოების სამიტში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ცნობილი ტიკტოკ ვარსკვლავი მოკლეს
ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი...
ლეკვი სასეირნოდ წაიყვანა და გაუჩინარდა… – 4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს
2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ორშაბათს ბუფალოს პოლიციის...
6.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა
ახალი გვინეაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
G7-ის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ
დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. "ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. კიდევ...
ძალიან მძიმე ვითარება-ირანული მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს. მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა...
ბოლო ცნობები ისრაელიდან – რა ინფორმაციას ავრცელებს IDF-ი
IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროები თვალყურს ადევნებენ ყველა უპილოტო თვითმფრინავს, რომელიც ირანიდან ისრაელში გაუშვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „ცოტა ხნის წინ...