ორშაბათი, მარტი 16, 2026

ექსკლუზივი-ისრაელს იუდეის აჯანყების პერიოდის ვერცხლის მონეტა გადაეცა

ნიუ-იორკში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე ისრაელის
სახელმწიფოს წარმომადგენლებს ჩ.წ.ა პირველი საუკუნის მეოთხედი
შეკელის ოდენობის ვერცხლის მონეტა გადაეცა. დღეისათვის
მსოფლიოში სულ ოთხი ცალი ასეთი მონეტა არსებობს.
ცერემონიაში მონაწილეობას ნიუ-იორკის შტატის გენერალური
პროკურორი ელვინ ბრაგი, აშშ-ის შენაგანი უსაფრთხოების
სამმართველოდან მაიკლ ალფონსო, ისრაელის წარმომადგენელი
გაეროში გილად ერდანი და უძველესი ნვთების სამმართველოს
ხელმძღვანელი ელი ესკოზიტო იღებდნენ.
რომის იმპერია პერიფერიების მმართველებს საკუთარი ფულადი
ერთეულის მოჭრის უფლებას აძლევდა. აჯანყების პერიოდში კი
ებრაელებმა რომაული მონეტები ახლებურად, ებრაულად მოჭრეს.
ასეთი მონეტები არცერთხელ იქნა აღმოჩენილი არქეოლოგიური
გათხრების შედეგად. ერთი მათგანი ბრიტანეთის მუზეუმში იპოვეს
30-იან წლებში. დანარჩენი სამი კი უძველესი არტეფაქტების კერძო
ბაზარზე.
ერთერთი მონეტა ჩ.წ. 69 წლითაა დათარიღებული და ე.წ. „შავმა
არქეოლოგებმა“ იპოვეს ჰებრონის მთის სამხრეთით. რამდენჯერმე
გადაყიდეს და ბოლოს კოლორადოს აუქციონზე აღმოჩნდა.
ამ ფაქტმა საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო თანამშრომლობას
რომელშიც ისრაელის, აშშ-ის, ბრიტანეთისა და იორდანიის
სამართალდამცავები მონაწილეობდნენ. გამოძიებამ საერთაშორისო
კონტრაბანდისტების ფართო ქსელი გამოავლინა.
„ჩემთვის, როგორც ისრაელის წამომადგენლისათვის გაეროში ეს
მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა. „პალესტინელები“ გაეროს
ტრიბუნას ხშირად იყენებენ იმისათვის, რომ დაამტკიცონ თითქოს
ებრაელ ხალხს ისრაელთან ისტორიულად არაფერი აკავშირებს. მაგრამ

რამდენი სიცრუეც არ უნდა გავრცელდეს, სიმართლე ყოველთვის
პოვის საკუთარ გზას. სწორედ ამას ადასტურებს ეს ცერემონიაც“- თქვა
გილადერდანმა.
ისრაელის უძველესი ნივთების სამმართველოს ფოტო

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თორნიკე ბეროძე-სოფელ კურსების მკვიდრი:სამარადისოდ დარჩება უტკბილეს მოგონებად ჩემი ეზო,სახლი და ადამიანობის სამჭედლო, ჩემი “კურსები” ჩვენს მოგონებებში… ეს არ იყო მარტო სახლი, არც ეზო და...

თორნიკე ბეროძე-სოფელ კურსების მკვიდრი:აწმყო და წარსული...სამარადისოდ დარჩება უტკბილეს მოგონებად ჩემი ეზო,სახლი და ადამიანობის სამჭედლო, ჩემი “კურსები” ჩვენს მოგონებებში... ეს არ იყო მარტო სახლი, არც ეზო და არც მარტო კუთხე, ეს იყო სამოთხე და სიმბოლო საქართველოს ერთიანობის... ღმერთმა სიხარულით გაგითენოთ ყოველი დღე ყველას... და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უფალს, სამაშველო ჯგუფს, პოლიციას და მთავრობას, ჩემი ოჯახისა და ხალხის გადარჩენისთვის,ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ერი...როცა უბედურება კარს მოადგება ქართველებს, მხოლოდ მაშინ ვეხუტებით ერთმანეთს და ვიკრებით ერთ მუჭად, ამაზე ლამაზი ამ ქვეყნად არაფერია და მე ეს განვიცადე იმ უბედურ ღამეს...სიხარულით გაგვთენებოდეს ყოველი დღე დღეიდან მრავალჟამიერ, მიყვარხართ ყველა

ვიქტორ ყიფიანი – „ქართული ოცნების“ ხაზი ქაოსი და ექსტრემიზმია, თითქოს შიდა ჩემპიონატად იქცა, ვინ მეტად გაგვაკვირვებს – „ლელოს“ განცხადებაზე კი „ოცნების“ მესვეურთ, რომელთაც კომენტარები...

როდესაც მოვისმინე „ლელოს“ განცხადება, ვერ მივხვდი ვერც კონტექსტს, ვერც გარემოებათა თანხვედრას, ვერც არსს, ვერც დანიშნულებას , - ასე ეხმაურება „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელი ვიქტორ ყიფიანი “ლელო - ძლიერი საქართველოს“ განცხადებას „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ.„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ „ლელოს“ განცხადებაზე „ქართულმა ოცნების“ გამოხმაურებამ დიალოგის გამართვის დასაშვებობა მოსპო.„ეს ის შემთხვევაა, როდესაც „ქართული ოცნების“ მესვეურთ, რომელთაც დღეს კომენტარები გააკეთეს, პირადად ჩემი სახელით უნდა ვუთხრა, აგაშენოთ ღმერთმა. ამან გააუქმა და მოსპო საჭიროება, რომ ვრცლად დავაკომენტარო „ლელოს“ განცხადება. ძალიან გულწრფელი უნდა ვიყო. გუშინ, როდესაც მოვისმინე ეს განცხადება, ვერ მივხვდი ვერც კონტექსტს, ვერც გარემოებათა თანხვედრას,ვერც არსს, ვერც დანიშნულებას.მაგრამ დღეს აზრის განვრცობის საჭიროება უბრალოდ არ არსებობს იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის გამართვის დასაშვებობა მოსპო“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.ვიქტორ ყიფიანის თქმით, ბოლო პერიოდში „ოცნების“ მმართველობის ხაზი ორი ნიშნით ხასიათდება: ქაოსი და ექსტრემიზმი.“„ქართული ოცნების“ ხაზი ორი ნიშნით შეიძლება დავახასიათოთ: ეს არის ქაოსი და ექსტრემიზმი. მათი ხელწერა ჩემზე პირადად სხვა შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. მათ პირობებში ქაოსი, ექსტრემიზმთან შერწყმით, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში შფოთის, მუდმივი არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადობის დანერგვა, ხოლო ქვეყნის გარეთ ძალიან მძიმე რეპუტაციული ტრავმის მიყენება.რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, პრესკონფერენცია, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ შიდა ჩემპიონატად იქცა. რამდენიმე ლიდერია, ხან ერთი დაწინაურდება, ხან მეორე. არის რამდენიმე, ვინც ყველაზე მეტად გვაკვირვებს, ეს ურთიერთგაკვირვება არ მთავრდება“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.ცნობისთვის, “ლელო - ძლიერმა საქართველომ“ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.როგორც “ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ გუშინ, პარტიის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. მისივე განცხადებით, ამის პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

დონალდ ტრამპი – ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ირანის ლიდერი – მოჯთაბა ხამენეი არ ვიცით, მკვდარია თუ არა, ის არავის უნახავს, ეს უცნაურია

არ ვიცით, ვინ არის ირანის ლიდერი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კენედის ცენტრში შეხვედრაზე განაცხადა.„ჩვენ არ ვიცით, ვინ არის მათი ლიდერი. არის ხალხი, ვისაც მოლაპარაკება სურს. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არიან ისინი“, - განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.„ბევრი ამბობს, რომ ის ძალიან არის დასახიჩრებული. ამბობენ, რომ ფეხი დაკარგა და ძალიან არის დაშავებული. ზოგიერთი ამბობს, რომ მკვდარია. არავინ ამბობს იმას, რომ ის 100%-ით ჯანმრთელად არის. არ ვიცით, მკვდარია თუ არა. ის არავის უნახავს. ეს უცნაურია“, - აღნიშნა აშშ-ის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ვადიმ ბოგუშს შეხვდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, რექტორებმა სამომავლო სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და პარტნიორობის დეტალები შეაჯერეს.სამუშაო შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტში ჩატარდა, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები - პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, რექტორის მრჩეველი კონსტანტინე ბასილაშვილი მონაწილეობდნენ.მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე, მათ შორის: მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები; აკადემიური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები; ორი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთათვის, მკვლევართა და სტუდენტებისთვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამების შემუშავება; ერთობლივ სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავება და სხვა. როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, მხარეები ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს ორმხრივი ინტერესის შესაბამისად შეიმუშავებენ, გარდა ამისა, ითანამშრომლებენ ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიმართულებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აქტიურ ჩართულობასა და თითოეული უნივერსიტეტის წინასწარ განსაზღვრული კვლევითი პრიორიტეტის გათვალისწინებას.„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს თანამედროვე საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას, ინოვაციური იდეების გაზიარებას და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას. ჩვენი მიზანია, შევიმუშაოთ ისეთი ერთობლივი აკადემიური და კვლევითი პროექტები, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო ინიციატივები, რომლებშიც ორივე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან. ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განვითარება, რაც ახალგაზრდა მკვლევრებსა და მომავალ სპეციალისტებს ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის მრავალმხრივ და გრძელვადიან პარტნიორობას, რომელიც ორივე უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება, ასევე, დადებითად აისახება ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებზე“, - განაცხადა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებით საგანმანათლებლო და კვლევითი თანამშრომლობა მრავალმხრივ სარგებელს მოუტანს ორივე უნივერსიტეტს. პროფესორ ვადიმ ბოგუშის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი და პერსპექტიული ნაბიჯია თანამედროვე საინჟინრო და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ცოდნის, გამოცდილებისა და კვლევითი რესურსების გაზიარების მხრივ, რაც ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარებას და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის გაფართოებას.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს რექტორები - აკადემიკოსი დავით გურგენიძე და პროფესორი ვადიმ ბოგუში ხელს ხვალ მოაწერენ. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეშვიდე სხდომის ფარგლებში გაიმართება.

ილია ინჯია საცალო ქსელების წარმომადგენლებს – მივედით რეალობამდე, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც მიმართულებების დასარეგულირებლად – ცვლილებები შეიძლება ყველასთვის მისაღები არ იყოს, ჩვენი ამოცანაა,...

ევროკავშირის რეკომენდაციები ახსენეთ, ყველა რეკომენდაცია არ არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე მორგებული, ეს ბევრი მიმართულებით დავინახეთ. ეს ცოტა ღრმა თემაა და ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ილია ინჯიამ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს სასურსათო სფერო დაურეგულირებელი დარჩა, რამაც წარმოშვა არსებული პრობლემები და გამოწვევები. შესაბამისად, ინჯიას თქმით, სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც მოსახლეობისთვის მისაღები იქნება.„ფაქტია, რომ ეს სფერო სახელმწიფოს დარჩა დაურეგულირებელი. ამან მიგვიყვანა ყველა იმ პრობლემამდე და გამოწვევამდე, რომელიც კომისიის მუშაობის პერიოდში ჩვენ მოვისმინეთ. დღეს კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ყველა იმ მიმართულებას, ეს იქნება ლოგისტიკური მიმართულება, მონოპოლიური და ექსკლუზიური ხელშეკრულებები ამა თუ იმ მწარმოებლის, ქსელის ხელშეკრულების პირობები, რომლებიც არეგულირებს მწარმოებელთანაც და დისტრიბუტორთანაც ურთიერთობებს. ფაქტია, რომ სახელმწიფოს მოუწევს ამაში ჩარევა და ვფიქრობ, თქვენი ყველა კომენტარი ამას კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ მივედით იმ რეალობამდე, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც მიმართულებების დასარეგულირებლად. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებებს გამოიწვევს და შეიძლება ყველასთვის ერთნაირად მისაღები არ იყოს, მაგრამ, ჩვენი ამოცანაა, ეს მისაღები იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის - ხალხისთვის, ვისთვისაც ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ. ამ დროის განმავლობაში, ამ სფეროს თავისუფლებამ წარმოქმნა ის პრობლემები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ," - განაცხადა ილია ინჯიამ.მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისტრიბუტორსაც და მწარმოებელსაც გაუჩნდეს საშუალება, ქსელში განთავსებული თავიანთი პროდუქტი აკონტროლონ.„ბაზრის მნიშვნელოვანი წილი თქვენ გიკავიათ და აღმოჩნდა, რაღაც მიმართულებები, სადაც, ძალაუფლების კუთხით, ზოგი მწარმოებელი, ზოგი დისტრიბუტორი, ზოგი ქსელის პატრონი, იყენებს თავის კოზირებს, რომ შედეგი მეტი ჰქონდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ დისტრიბუტორსაც და მწარმოებელსაც, არ აქვს საშუალება, ჩაიხედოს ქსელში, მისი პროდუქტის გაყიდვის სიჩქარის, ნაშთი რამდენი რჩება და ა.შ. არ მგონია, პრობლემური იყოს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის მოფიქრება, რომ მათაც ჰქონდეთ თავიანთი პროდუქციის კონტროლის მექანიზმები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას და ერთ რამეზე მინდა შევთანხმდეთ ყველა ერთად, რომ ეს ის სფეროა, რომელშიც სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და მოუწევს, ეს ჩარევა იყოს ჩვენი მოსახლეობის და საზოგადოების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ინჯიამ.

ბოლო სიახლეები