განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა კომიტეტის სახელით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„მინდა კომიტეტის სახელით ყველა პირველ კლასელს და მათ მშობლებს მივულოცო დღევანდელი დღე. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენს გმირ პედაგოგებს. მათი ღვაწლი დიდია ჩვენი თაობების განათლებაში და რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულებაა, შევქმნათ ყველა პირობა, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე მათი პროფესიონალიზმის გაუმჯობესების და სასწავლო გეგმის დახვეწის კუთხით, რომ განათლება სკოლებში იყოს იმაზე უფრო ხარისხიანი, ვიდრე დღეს გვაქვს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.