ირაკლი კობახიძე: მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტი ჯეროვნად შესრულდეს – თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს, სამუშაო ჯგუფში უნდა წარმოადგინოს, ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რაც სტანდარტებთან თანხვედრაში არ იქნება
„მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტი ჯეროვნად შესრულდეს. რაც შეეხება შეფასებას – შეფასება ჩვენი საქმე არ არის, შეფასებას შემფასებელი აკეთებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ობიექტური შეფასების იმედი გვაქვს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ინიციატივების მისაღებად მზადაა და მთავარია, ისინი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში იყოს.
„შექმნილია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ეს 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტია. რა თქმა უნდა, ამ სამუშაო პროცესში ყველა სუბიექტი უნდა იყოს ჩართული. თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს, ის უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაო ჯგუფში. ყველაფერს განვიხილავთ. ჩვენ მარტივი მიდგომა გვაქვს – ნებისმიერ ინიციატივას განვიხილავთ, ნებისმიერ ინიციატივაზე ვიმსჯელებთ. მთავარია, ეს ინიციატივები საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. თუ [ინიციატივები] შესაბამისობაში იქნება ევროპულ პრაქტიკასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან, რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვიმსჯელებთ. ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რაც სტანდარტებთან თანხვედრაში არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...