კვირა, მაისი 11, 2025

21 აგვისტო ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა

დღეს ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა.

უკვე მეორე წელია საქართველო ქართველი გენერლის დაბადების დღეს სამშობლოში აღნიშნავს. ქართველი გენერლის ხსოვნის პატივსაცემად მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი იმყოფებოდნენ.

მათ ეროვნულ გმირის საფლავი თაიგულებით შეამკეს და საქართველოსთვის ქართველი გენერლის ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 2021 წლის 22 მაისს გადმოასვენეს. გადმოსვენების თემაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო. გენერალი მშობლიურ მიწას 2021 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს მიაბარეს.

გენერალი გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფრიდრიხ მერცი – უპირველეს ყოვლისა იარაღი უნდა დადუმდეს, ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, პუტინის ინიციატივა უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ „კარგი ნიშანია“, თუმცა „არასაკმარისია“.ამის შესახებ მერცმა სოციალურ ქსელ „იქსში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა.„გუშინ კიევში ჩვენ და პარტნიორები გამოვედით მოწოდებით 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა შეიქმნას სივრცე მოლაპარაკებებისთვის. უკრაინა დაეთანხმა ამას უპირობოდ. თუ რუსეთი ახლა გამოთქვამს მზადყოფნას საუბრისთვის, ეს კარგი ნიშანია, მაგრამ საკმარისი არაა. ჩვენ ველოდებით, რომ მოსკოვი ახლა დაეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას, რაც ნამდვილ მოლაპარაკებებს შესაძლებელს გახდის. უპირველეს ყოვლისა იარაღი უნდა დადუმდეს, ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყება“, – წერს ფრიდრიხ მერცი. 

პოლიციამ თბილისში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შრი-ლანკაში სამგზავრო ავტობუსი, 70 მგზავრით, კლდიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

შრი-ლანკაში სამგზავრო ავტობუსი კლდიდან გადავარდა, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 24 დაშავდა. ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის პრასანა გუნასენას ცნობით, დაშავებულები, მათ შორის ავტობუსის მძღოლი, სამკურნალოდ ორ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.შემთხვევა, კვირას გამთენიისას, კოტმალეს მახლობლად, მთიან რაიონში, დედაქალაქ კოლომბოდან აღმოსავლეთით მოხდა.პოლიციის განცხადებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ავტობუსში დაახლოებით 70 მგზავრი იმყოფებოდა - რაც მის ტევადობაზე 20-ით მეტია - როდესაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ავტობუსი გზიდან გადავიდა."ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, ეს მექანიკური გაუმართაობა იყო თუ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა," - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.

როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები? – სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გეგმაზომიერად ურეცხავენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს, გეგმაზომიერად ცდილობენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი სიყვარული, პატრიოტული გრძნობები – მამა საბა

გეგმაზომიერად ურეცხავენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს. გეგმაზომიერად ცდილობდნენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი პატივისცემა, სიყვარული, პატრიოტული გრძნობები, ოჯახური ღირებულებები და ყველაფერი სი ფუნდამენტი, რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა - მამა საბა ჭიკაიძე, დათა თავაძის სპექტაკლს, სპეციალური ვიდეოთი გამოეხმაურა. "შექმნეს თავიანთი უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც გეგმაზომიერად ურეცხავენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს. გეგმაზომიერად ცდილობდნენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი პატივისცემა, სიყვარული, პატრიოტული გრძნობები, ოჯახური ღირებულებები და ყველაფერი სი ფუნდამენტი, რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა. ნუთუ ასეთი ძნელი დასამარხია ეს. ჩვენ დღეს უკვე შედეგი მივიღეთ, მაგიტომ გავამახვილე ყურადღება ჩემი შვილების თაობაათქო, ზუსტად ის თაობაა, რომლებიც ამ უმაღლეს სასწავლებლებში აღიზარდნენ. უღმერთობაში გაიზარდნენ. შეგნებულად გამოცალეს ამ ადამიანებს ღმერთი, ის რაც ღირებულია და რაზეც იდგა მუდამ საქართველო და აი, შედეგი, სადამდე მივედით. ეს სიკვდილია ხალხო, სულიერი სიკვდილი, ამაზე უარესი აღარაფერი აღარ არსებობს. ღმერთმა ინებოს და სინანული მისცეს ამ ადამიანებს. საცოდაობაა, როგორ შეიძლება მსგავსი რამ ხდებოდეს ჩვენთან- ქრისტიანულ ქვეყანაში. ეს მოაქვს ღირებულებების ცვლილებებს. ამის გვეშინია ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველს. შეიძლება მცირე ნაწილია ისინი, ვინც გულშემატკივრები არიან უღმერთობის, მაგრამ ხომ არიან. ჩვენ ისედაც ძალიან ცოტანი ვართ ქართველები, ჩვენ არცერთი დასაკარგი არ გვყავს დასაკარგი, ყველას უნდა გავუფრთხილდეთ.ზოგიერთმა ადამიანმა ამ ვიდეოს შემდეგ შეიძლება ხელისუფლების პროპაგანდისტის იარლიყი მომაწეროს, მაგრამ არ არის ასე ჩემო ძვირფასებო, ვინც მე მიცნობს, იმან კარგად იცის ეს.თუ კრიტიკაა საჭირო, ერთ-ერთი პირველი მე ვარ კრიტიკოსი - გინდ ხელისუფლება იყოს და გინდ ოპოზიცია, მაგრამ დაუკვირდით რა ხდება. კი, ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, მეც ნამდვილად არ მომწონს ის რაც დღეს ხდება, ნამდვილად არ მომწონს ძალადობა, ვაპროტესტებ, რომ ბავშვები დაიჭირა ხელისუფლებამ და უსამართლოდ ჰყავს დღეს დაკავებული, ეს ნამდვილად სერიოზული შეცდომაა ხელისუფლების და შეცდომაა ისიც, რომ მათ თავადვე არ დაგმეს ის ძალადობა, რაც მათი მხრიდან ხდებოდა, თავადვე არ დასაჯეს ის ადამიანები თავის დროზე, ამით საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვიეს. თუმცა, მეორე მხრივ შეხედეთ რა ხდება იქით მხრიდან, ამას ვებრძვით ჩვენ, როცა ვსაუბრობთ, რომ დასავლეთიდან შემოსულ მახინჯ, ყალბ, დამანგრეველ იდეოლოგიას ვებრძვით. ეს უკვე გადაგვარებული ქართველია, რომელსაც სახელის და გვარის გარდა არაფერი აღარ აქვს ქართული შერჩენილი.ამისი უნდა გვეშინოდეს. თავისუფლება ჰქვია ამ სპექტაკლს, ხედავთ? თურმე ეს ყოფილა ამ და მსგავსად მოაზროვნე ადამიანებისთვის თავისუფლება, როდესაც ასე ღიად შეუძლიათ ღმერთს აგინონ, სცენიდან,"- განაცხადა მამა საბამ.

ბოლო სიახლეები