რატი ბრეგაძე: „ირაკლი ღარიბაშვილი იყო ყველა დროის ყველაზე წარმატებული თავდაცვის მინისტრი
„ირაკლი ღარიბაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა დროის ყველაზე წარმატებული თავდაცვის მინისტრი იყო. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა თავდაცვის ძალებისთვის და ნებისმიერ სამხედროს შეგიძლიათ კითხოთ. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, ვისაც ვიცნობ,“- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ყოველგვარი თავდასხმები ოპოზიციის მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრზე საფუძველს არის მოკლებული:
„დამერწმუნეთ მან ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია და, შესაბამისად, მსგავსი ბრალდება, თითქოსდა რაიმე ტიპის განცხადება შეგნებულად გააკეთა ან ასე შემდეგ, არის ყოვლად დაუშვებელი. მას, კიდევ ერთხელ გეტყვით, ძალიან ბევრი აქვს ამ ქვეყნისთვის, მათ შორის, თავდაცვის ძალებისთვის გაკეთებული და ჩვენი გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...