მოწოდებების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის, პარლამენტი კი რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას განაგრძობს. დღეს დეპუტატები მესამე სექტორთან და სხვადასხვა უწყებასთან ერთად დეოლიგარქიზაციაზე იმსჯელებენ. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას არასამთავრობო სექტორიც დაესწრება.
პოლიტიკაში ჩარევა, დიდი ფინანსური რესურსი, მედიაზე ზეგავლენა, მონოპოლიური საქმიანობა – პირი, რომელიც 4 კრიტერიუმიდან 3-ს აკმაყოფილებს, უკრაინული კანონმდებლობით ოლიგარქად მიიჩნევა. ეს პროექტი ქართველმა დეპუტატებმა დეოლიგარქიზაციაზე მუშაობის საფუძვლად აიღეს.
ე.წ. უკრაინული მოდელი ჯერ სამუშაო ვერსიაა. დეოლიგარქიზაციის ვალდებულება ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა. შესაბამისი კანონპროექტის ინიცირებისთვის ვადა მმართველმა პარტიამ 5 ოქტომბრამდე გაწერა.