ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას რვა ადამიანი დაიღუპა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

ვახტანგ გომელაურმა გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტზე, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. მძიმეა ჩვენთვის ყველასთვის, მით უმეტეს ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, შსს-სთვის. ექვსი იყო ჩვენი თანამშრომელი, ორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები იყვნენ. უბედური შემთხვევა მოხდა, კადრიც გავიდა ტელევიზიით, ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხვდა მისი ვარდნა. ჯერ მეტი არაფერი ვიცით, ექსპერტები იმუშავებენ, რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა, აქედან გამომდინარე, უკვე გვექნება სავარაუდო პასუხი.

სამწუხაროდ, რვა ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია, რომელიც ჩამოვარდა, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამოიყვანეს დაშავებული ქართველი ვინც იყო, ცოცხალია, ის გადაჰყავთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს“, – განაცხადა გომელაურმა.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ცრემლიანი თვალებით გვკითხა “მოეწონებოდა პატრიარქს?” – დანტესი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს

დანტესი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს და მის შესახებ წერს:„მდუმარედ იდგა და მთელი მონდომებით ხატავდა, შემდეგ შემოტრიალდა და ცრემლიანი თვალებით გვკითხა "მოეწონებოდა პატრიარქს?" საქართველო მიყვარხარ",- წერს დანტესი.

„ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება…“ – ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ: „სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს 14:00 საათზე (ხონი, ხვიჩიას I-ელი შესახვევი, N13)

დონალდ ტრამპი – ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ

ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია. ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ნიუ იორკ თაიმსი“.„კითხულობთ „ნიუ იორკ თაიმს“ და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა ირანს არც ფლოტი აქვს, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჯონი ხეცურიანი – სახელმწიფოს ცალმხრივად ჰქონდა უფლება, ეკლესია დაექვემდებარებინა, ეს შეიზღუდა კონსტიტუციური შეთანხმებით, ხელისუფლებები რაიმეს ვერ შეცვლიან, თუ ეკლესიას არ მოელაპარაკნენ

სახელმწიფოს ცალმხრივად ჰქონდა უფლება, ეკლესია დაექვემდებარებინა, კონსტიტუციური შეთანხმების შემდეგ კი, ეს უფლება შეიზღუდა, – ამის შესახებ აკადემიკოსმა, ჯონი ხეცურიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.„ყველაზე დიდი ზიანი სახელმწიფოსგან მიადგა ეკლესიას და ეს მოხდა სწორედ სამართლებრივი აქტების მეშვეობით. ეს შიშის კონსტიტუციაა, შიშისგან გამოწვეული, რომ არ მოხდეს ისევ ისტორიის განმეორება, რაც დაემართა ჩვენს ერს, სახელმწიფომ ცალმხრივად რომ არ იმოქმედოს. ხელისუფლებები იცვლებიან, სხვადასხვა შეხედულების, იდეოლოგიის ადამიანები მოდიან და რა ვიცით, ვინ რას გააკეთებს? ამის შედეგად, თუ რამე უნდათ, შეცვალონ, ვერ შეცვლიან, თუ ეკლესიას არ მოელაპარაკნენ. ეს არის“, – განაცხადა ხეცურიანმა.მისივე თქმით, 2022 წელს კონსტიტუციაში ჩაიწერა ნორმა, რომ კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს არა მარტო კონსტიტუციას, ჩვენს ძირითად კანონს, არამედ საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს ადამიანის უფლებების სფეროში.„შესაბამისად, თუ არ იქნება შესაბამისობა დაცული და დარღვეული იქნება ვინმეს ინტერესები ან უფლებები, მოქალაქეს უფლება აქვს, გაასაჩივროს კონსტიტუციური შეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოში. ამიტომ, კონსტიტუციური შეთანხმებისგან თუ ვინმეს ზიანი მიადგება, არსებობს სასამართლო დაცვის უფლება“, – განაცხადა ხეცურიანმა.ხეცურიანის თქმით, ასევე იყო ხმაურიანი განცხადებები დისკრიმინაციის ნაწილზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან.„ძირითადად, იყო ორი შენიშვნა, რომელსაც უფრო რეზონანსი მიეცა. ერთი, რომ თქვენ ამით ფაქტობრივად, სახელმწიფო რელიგიას ადგენთ და მეორე, ქვეყანაში სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს აყენებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და ისინი მოითხოვდნენ, მათთანაც დადებულიყო კონსტიტუციური შეთანხმება. მინდა გითხრათ, რომ აქ არავითარი სახელმწიფო რელიგიის დადგენა არ ხდება და სხვათა შორის, ასეც რომ იყოს, მსოფლიოს 43 ქვეყანაშია სახელმწიფო რელიგია გამოცხადებული; მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებშიც. ქვეყნების რიგში, სადაც სახელმწიფო რელიგია აქვთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც არიან. აქ არის, როგორც მონარქიული ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნები, დანია მათ შორის, ასევე აქ არის საბერძნეთი, ბულგარეთი, პორტუგალია და ა.შ; მაგალითად, ნორვეგიის კონსტიტუციაში ასეთი მუხლია ჩაწერილი, რომ ნორვეგიაში ოფიციალური რელიგია არის ევანგელურ-ლუთერანული რელიგი და ამ აღმსარებლობის მცხოვრებნი ვალდებული არიან, ასევე აღზარდონ შვილები. ეს ძალიან მძიმე მუხლია და ჩვენ კონსტიტუციის შეთანხმებაზე როდესაც ვმუშაობდით, მე ვენეციის კომისიის წევრი გახლდით და ვთხოვე იქ, რომ განმარტება მოეცათ ამის თაობაზე. იქ მითხრეს, რომ ეს ფორმალურად წერიაო და მე ვუთხარი, რომ ჩვენც ფორმალურად ჩავწერთ, ანალოგიურად, მაგრამ ამაზე კატეგორიული წინააღმდეგი წავიდნენ, ამაზე არც იფიქროთ და რაღაცო, გვითხრეს“, – განაცხადა ხეცურიანმა.

ბოლო სიახლეები