სამშაბათი, მარტი 17, 2026

ჩვენი დროის უდიდესი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი იუბილარია

 

მწერალი, რომლის ნაწარმოებებზეც თაობები გაიზარდა, იუბილარია. გურამ დოჩანაშვილის 79 წლისაა.

“მწერლის ჩემეული იდეალი თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ესაა მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა, არწივით მხარზე – ისიც არ იწრთვნებაო, ამბობენ…” – გურამ დოჩანაშვილი

ჩვენ ყველასა გვყავს ჩვენი გურამ დოჩანაშვილი – ჩვენ-ჩვენი დოჩანა, ოღონდ, ხანდახან, არ ვიცით ხოლმე… მერე რა, თუ ზოგთან მას სხვა სახელი და გვარი აქვს…

და თუკი გვიყვარს, ავიღებთ მის წიგნს, გადავშლით და ვიწყებთ კითხვას, კითხვის დასრულების შემდეგ კი, როცა აღმოვაჩენთ, რომ მარადახალი მდინარის პირას ვდგავართ, დომენიკოსავით გავიფიქრებთ: “ნუთუ ყოველივე… ნუთუ ყოველივე ეს?..”
როგორც წესი, მხატვრული ნაწარმოების კითხვა ერთ განცდას გიტოვებს: პერსონაჟები შენს წარმოსახვაში იბადებიან, მათი სახე შენში იძენს ნაკვთების კონტურებს და ისინი შენში ცოცხლდებიან, მერე კი თან გდევენ მთელი სიცოცხლის მანძილზე იმდენად, რამდენად ძლიერი შთაბეჭდილება დატოვეს შენზე.

იგივე ითქმის მწერალზეც, იმ პერსონაჟების შემოქმედზე – თუნდაც ნანახი არ გყავდეს, მასზე ფიქრობ, ხედავ – წერას ატანილი, როგორ გადახრილა საწერი მაგიდისკენ, როგორ წერს, შლის, ხევს, ისევ წერს… ჩემს შემთხვევაში მას კალმისტარი უჭირავს: გურამ დოჩანაშვილს არასდროს არცერთი სიტყვა არ დაუწერია ბურთულებიანი კალმით და, როგორც თვითონ ამბობს, კალამ-კალმისტრით “მიჩინდრიკობდა ძნელ სითეთრეზე”.

ასე იბადებოდნენ ისინი, რომელთა ჩამოთვლას, ალბათ, აზრი არა აქვს: ადვილნი და ძნელნი, საბრალონი და სასაცილონი, ლაჩარნი და მამაცნი და, რაც მთავრია, ლიტერატურული ძე შეცთომილი – მგზავრი: “ჯერაც ცომი ხარ… ოო, დაგზელავენ…”

ერთ მშვენიერ მოთხრობაში “საქმე” გურამ დოჩანაშვილს ლუკა ჰყავს აღწერილი. მოთხრობის მოქმედება ტრამვაიში იწყება: ახალგაზრდა ბიჭს ეჩქარება და გაგულისებული ფიქრობს: “ჩქარა, ჩქარა!.. რით ვერ მივედით!..” – ლუკას საქმე აქვს, საქმე კი წერაა…

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებოდა.ყაველაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.„როგორც იცით, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. რთული მდგომარეობაა, მაგრამ მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს,  დაგვიბრუნდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

🎥 „სასწრაფოდ მჭირდებოდა თანხა, მივედი პატრიარქთან…“ – მეუფე იოანე პირადი ისტორიის გახსენებისას ატირდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მეუფე იოანე ერთ-ერთი ქადაგების დროს საკუთარ ისტორიას იხსენებს, რომელიც პატრიარქის მისადმი გამოჩენილ დიდ მადლს უკავშირდება.როგორც მეუფე ჰყვება, ოჯახური პრობლემები ჰქონდა და დიდი თანხა ესაჭიროებოდა, მივიდა პატრიარქთან და სთხოვა...ვრცლად 

საპატრიარქო: ილია მეორის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური

პატრიარქის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური, ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური.ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქი არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფება

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება.კავკასიის მედიცინის ცენტრში ასევე იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ნატო-ში აშშ-ის ელჩი მოკავშირეებს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიას შეუერთდნენ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი მოკავშირეებს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიას შეუერთდნენ.ამის შესახებ „პოლიტიკო“ იუწყება.მეთიუ უიტაკერის თქმით, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება აშშ-ის მოკავშირეების ინტერესებშია.„პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ ჩვენი მოკავშირეები უნდა შემოგვიერთდნენ, დაგვეხმარონ და მხარი დაუჭირონ ჩვენს ძალისხმევას. საბოლოო ჯამში, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება მათ ინტერესებშია“, – განაცხადა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.„პოლიტიკო“ წერს, რომ ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი ტრანსპორტირდება, ფაქტობრივად დაკეტილია ირანის მხრიდან გადაზიდვების წინააღმდეგ მუქარის გამო. სწორედ ამან გამოიწვია ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, რომელმაც გასულ კვირას ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. თუმცა, ნატო-ს ოთხი დიპლომატის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ალიანსის სრულმასშტაბიანი მისია ნაკლებად სავარაუდოა.ორი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ნატო-ს ქვეყნებისთვის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.„ზოგიერთი მოკავშირე ვერ შეძლებს ამ ძალისხმევაში ჩართვას. გარდა ამისა, ეს ნატო-ს პირდაპირი პასუხისმგებლობის სფერო არ არის“, – განუცხადეს დიპლომატებმა „პოლიტიკოს.“

ბოლო სიახლეები